/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

რა შეიძლება გამოიწვიოს ჩიფსებისა და ძეხვის სიყვარულმა

რა შეიძლება გამოიწვიოს ჩიფსებისა და ძეხვის სიყვარულმა
მარილის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების პრობლემები.

თუ დაიწყებთ ჯანსაღი საკვების მიღებას, მაშინ ინტელექტუალური შესაძლებლობების დაკარგვის რისკი შემცირდება.

ამის შესახებ გვაფრთხილებენ ტიანჯინის სამედიცინო უნივერსიტეტის (PRC) მკვლევარები.

საუბარია საკვებზე, რომელმაც გაიარა ღრმა ტექნოლოგიური დამუშავება და შეიცავს ბევრ შაქარს, მარილს, ცხიმს და ცოტა ცილებსა და ბოჭკოებს: ჩიფსები, ნაყინი, გაზიანი სასმელები, სოსისი, კეტჩუპი, მაიონეზი, ფანტელები საუზმისთვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ავტორებმა გააანალიზეს 55 წელზე უფროსი ასაკის 72000-ზე მეტი ბრიტანელის მონაცემები, რომლებსაც კვლევის დასაწყისში არ აღენიშნებოდათ დემენცია. ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ საშუალოდ ათი წლის განმავლობაში გროვდებოდა. ამ დროის განმავლობაში 518 მონაწილეს დაუსვეს გარკვეული ტიპის დემენციის დიაგნოზი.

ათწლეულის განმავლობაში მონაწილეებმა მინიმუმ ორჯერ ისაუბრეს იმაზე, თუ რას ჭამდნენ და სვამდნენ წინა დღის განმავლობაში. მეცნიერებმა გამოთვალეს თითოეული მონაწილის ყოველდღიური დიეტის რამდენი პროცენტი შედგებოდა ულტრა დამუშავებული საკვებისგან და ადამიანები დაყვეს ოთხ ჯგუფად ასეთი პროდუქტების მოხმარების დონის მიხედვით.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ყველაზე დაბალი მოხმარების ჯგუფში ულტრა დამუშავებული საკვები შეადგენდა საშუალოდ 9%-ს, ხოლო ყველაზე მოხმარებულ ჯგუფში დღეში მიღებული საკვების 28%-ს. ყველაზე ხშირად ეს იყო სხვადასხვა სასმელები, ტკბილეული და რძის პროდუქტები.

მეცნიერთა მიერ გაკეთებული გამოთვლებით, ყოველდღიურ რაციონში ულტრა დამუშავებული საკვების ყოველი დამატებითი 10% ზრდის დემენციის რისკს 25%-ით. ამავდროულად, მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ თუ ულტრა-დამუშავებული საკვების ეს 10% ჩანაცვლდება ჯანსაღი და დაუმუშავებელი საკვებით - ახალი ხილით, ბოსტნეულით, პარკოსნებით, რძით და ხორცით - ეს 19%-ით შეამცირებს დემენციის რისკს.

ასე რომ, მკვლევარების აზრით, თუ თქვენ გაზრდით დაუმუშავებელი საკვების მოხმარებას დღეში მხოლოდ 50 გრამით, რაც უდრის, მაგალითად, ნახევარ ვაშლს და ამავე დროს შეამცირებთ ულტრა გადამუშავებული საკვების მოხმარებას იმავე 50 გრამით დღეში, რაც შოკოლადის ფილას უტოლდება, დემენციის რისკი 3%-ით დაეცემა.

ულტრადამუშავებული საკვები, როგორც წესი, ხელმისაწვდომი და გემრიელია, მაგრამ ისინი ამცირებენ თქვენი კვების ხარისხს“, განმარტავს წამყვანი ავტორი ჰუიპინგ ლი. „გარდა ამისა, ასეთი საკვები შეიცავს სხვადასხვა დანამატებს, რაც, როგორც კვლევები აჩვენებს, უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებასა და აზროვნებაზე“.

კომენტარები (1)
ნანა
ტექსტში წერია,რომ გვთავაზობთ ცხრილს,მაგრამ აქ არ ჩანს და სად გვთავაზობთ ? :)
თარიღი : 25-04-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დანაწევრებული კვება და არათავსებადი პროდუქტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დანაწევრებული კვება და არათავსებადი პროდუქტები

მაინც რას გულისხმობს დანაწევრებული კვება, რატომ არის ის ასე აქტუალური, რას ნიშნავს არათავსებადი პროდუქტები?

ცოტა რამ ისტორიიდან

საკვები პროდუქტების ურთიერთშეთავსების, რაციონალური შერწყმისა და, ამის კვალობაზე, სწორი კვების საკითხი ყველაზე სრულყოფილად შეისწავლა ამერიკელმა ექიმმა და პედაგოგმა, რამდენიმე მეცნიერების დოქტორმა ჰერბერტ შელტონმა. მანვე ჩაუყარა საფუძველი დანაწევრებული კვების თეორიას. სწორედ მას ეკუთვნის წიგნი "საკვები პროდუქტების მართებული შეთავსება".

მართალია, პოპულარიზატორად პროფესორი შელტონია მიჩნეული, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საკვებ პროდუქტთა შეთავსება-შეუთავსებლობის საკითხი ჯერ კიდევ ძველ რომში იყო აქტუალური. ძველი დროის გამოჩენილი ექიმი ცელსიუსი ამტკიცებდა, რომ კვებით რაციონში ყველა პროდუქტის შერწყმა და შეთავსება დაუშვებელია, რომ სხვადასხვა პროდუქტს გადამუშავება-მონელების სხვადასხვა სიჩქარე ახასიათებს და ორგანიზმში ერთად მოხვედრისას პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას. მათი ცუდი მონელების შემთხვევაში ორგანიზმში შხამებიც კი წარმოიქმნება. ცელსიუსი მიუთითებდა, რომ მარილიანი, შებოლილი, ტკბილი და ცხიმიანი საკვების ერთდროულად მიღებისას სერიოზული საფრთხე ემუქრება არა მარტო საჭმლის მომნელებელ სისტემას, არამედ მთელ ორგანიზმს. ის დაუშვებლად მიიჩნევდა რძის, თაფლის, ღვინის, ყურძნის, ყველის, ხორცის, თევზისა და სხვა არათავსებადი პროდუქტების ერთად მიღებას.

დანაწევრებული კვების არსი

დანაწევრებული კვების თეორიის ფუძემდებელი შელტონი პროდუქტებს სამ ჯგუფად ყოფს და ამტკიცებს, რომ თითოეული მათგანი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განსაზღვრულ უბანზე განსაზღვრული ფერმენტის მონაწილეობით მოინელება. სხვადასხვა სახის პროდუქტის მოსანელებლად მართლაც სხვადასხვა პირობებია აუცილებელი. ასე, მაგალითად: ცილების დასაშლელად მჟავა გარემოა საჭირო, ნახშირწყლების მოსანელებლად კი - ტუტე. როდესაც ერთდროულად მივირთმევთ დიდი ოდენობით ცილებისა და ნახშირწყლების შემცველ საკვებს, მათი ნაწილი ცუდად შეითვისება. უფრო გასაგებად, თუ ცარიელ კუჭზე მიირთმევთ ვაშლს, ის 15-20 წუთში დატოვებს აღნიშნულ ორგანოს, ხოლო თუ ვაშლს უშუალოდ ხორცის შემდეგ შეჭამთ, ის კუჭში დაყოვნდება და დუღილისა და ლპობის პროცესს დაუდებს სათავეს. საბოლოოდ ორივე პროდუქტი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა განყოფილებებს გადაუმუშავებელი სახით მიაღწევს და გარდა პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) ფუნქციის გადატვირთვისა, მთელ რიგ პრობლემებს შეგიქმნით.

როდესაც ორგანიზმში ერთდროულად ხვდება თუნდაც დაბალკალორიული, მაგრამ არათავსებადი პროდუქტები, მათი მონელება რთულდება. სხვადასხვა ფერმენტული სისტემის ერთდროული გააქტიურების გამო საჭმლის მომნელებელ სისტემას სერიოზული გადატვირთვა უწევს, გარდა იმისა, რომ ძნელდება პროდუქტების მონელება და ათვისება, მათი არასრულყოფილი გადამუშავების გამო წარმოიქმნება ორგანიზმისთვის მავნე ნაერთები. შელტონის აზრით, სწორედ ამით არის განპირობებული ალერგენების წარმოქმნა (ორგანიზმის ცილოვანი მოწამვლა) და უქეიფობა.

ცნობისათვის: ცილების მონელებას კუჭში 1,5-2 საათი სჭირდება, ნახშირწყლებისას კი - 20-25 წუთი. როდესაც კუჭში უწესრიგოდ და დიდი ოდენობით ხვდება სხვადასხვა სახის პროდუქტი, ეს ორგანო იძულებული ხდება, ერთდროულად გამოიმუშაოს მჟავა და ტუტე ფერმენტთა დიდი ულუფები, რომლებიც ანეიტრალებს ერთმანეთს და ხელს უშლის ფუნქციის განხორციელებაში. იმის გამო, რომ ნახშირწყლები კუჭში მცირე ხანს ყოვნდება, თორმეტგოჯა ნაწლავში ისინი ფაქტობრივად მოუნელებელი გადადის. რაც მთავარია, მათ თან მიჰყვება ასევე მოუნელებელი ცილოვანი ნაწილები. საკვების მოუნელებელი ნარჩენები მსხვილ ნაწლავში გროვდება და შეკრულობასა და სხვადასხვა დაავადებას იწვევს. მოუნელებელი მავნე ნაერთები შეიწოვება ორგანიზმში, წამლავს და აზიანებს ქსოვილებს, იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ასუსტებს და მწყობრიდან გამოჰყავს იმუნური მექანიზმები, აჩქარებს დაბერების პროცესს და ა.შ. დაუჟანგავი ცხიმები და ნახშირწყლები ცხიმის სახით ლაგდება ორგანიზმში, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესების ცალკეული რგოლები, ვითარდება სიმსუქნე და სხვა პათოლოგიები.

ამრიგად, დანაწევრებული კვება მიმართულია როგორც საჭმლის მონელების პროცესთა გაუმჯობესებისკენ, ასევე ორგანიზმის ცალკეული სისტემების გაჯანსაღებისა და, საზოგადოდ, ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებისაკენ.

დანაწევრებული კვების პრინციპები

დანაწევრებული კვების მთავარი პრინციპი ასეთია: მცენარეული წარმოშობის ანუ სახამებლით მდიდარი და ცხოველური წარმოშობის ანუ ცილებით გაჯერებული პროდუქტები ცალ-ცალკე უნდა მივირთვათ. შელტონი სურსათს სამ ჯგუფად - ცილოვან, ნახშირწყლოვან და "ცოცხალ" პროდუქტებად ყოფს. მისი მტკიცებით, ცილებისა და ნახშირწყლებისგან განსხვავებით (რომლებსაც მონელებისთვის, შესაბამისად, მჟავე და ტუტე გარემო სჭირდებათ), "ცოცხალი" პროდუქტები თავისთავად მოინელება, ვინაიდან მათ თერმული დამუშავება არ გაუვლიათ და შეიცავენ როგორც ღირებულ საკვებ ნივთიერებებს, ასევე ფერმენტებს საკუთარი მონელებისთვის. რაც შეეხება ცხიმებს, ისინი ეთავსება როგორც ცილებს, ასევე ნახშირწყლებს.

ერთადერთი პროდუქტი, რომელიც არც ერთ სხვა პროდუქტს არ ეთავსება, არის ნესვი.

დანაწევრებული კვების წესების მიხედვით, არათავსებადი პროდუქტები სულ მცირე ორი საათის ინტერვალით უნდა მივირთვათ.

ცილოვან პროდუქტებს მიეკუთვნება: კვერცხი, ხორცი, თევზეული, ბადრიჯანი, პარკოსნები, ნიგოზი, მზესუმზირა.

მცენარეული წარმოშობის "ცოცხალ" პროდუქტებს წარმოადგენს: ხილი, ჩირი, ბოსტნეული (გარდა კარტოფილისა), კენკრა, წვენები (ახალგამოწურული), ცხიმები.

ნახშირწყლოვანი პროდუქტების ჯგუფი მოიცავს: პურს, ნამცხვრებს, შაქარს (კანფეტები, მურაბა), კარტოფილს, ბურღულეულს, თაფლს.

თავსებადია ცილოვანი და "ცოცხალი" პროდუქტები, აგრეთვე - ნახშირწყლოვანი და "ცოცხალი" პროდუქტები. ერთმანეთთან შეუთავსებელია ცილები და ნახშირწყლები.

საჭმლის მონელების პროცესთა ნორმალიზებისთვის შედგენილია სპეციალური ცხრილი, რომელშიც მოცემულია ცალკეულ პროდუქტთა თავსებადობა. გთავაზობთ ამ ცხრილს, მასში მოყვანილია როგორც იდეალურად თავსებადი, ასევე დასაშვები და დაუშვებელი კომბინაციები:

mkurnali.ge

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დანაწევრებული კვების თეორიას მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, გთავაზობთ საინტერესო არგუმენტებს:

მომხრეთა არგუმენტები:

  • საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სწრაფად და უპრობლემოდ გადაადგილების გამო თავსებადი პროდუქტები ადვილად მოინელება, არ ვითარდება დუღილისა და ლპობის პროცესები და შესაბამისად, არ იწამლება ორგანიზმი.
  • პროდუქტების უმრავლესობა ცოცხალი სახით, ყოველგვარი თერმული დამუშავებისა და დამატებითი სახეცვლილების გარეშე მიიღება, რის გამოც კვება უფრო მარგებელი ხდება. დანაწევრებული კვების წყალობით ორგანიზმს შედარებით ნაკლები ოდენობის საკვების გამოყენებით მაქსიმალურად მიეწოდება სასარგებლო და საჭირო ნივთიერებები.
  • დანაწევრებული კვების წყალობით მსუქნები იკლებენ, გამხდრები კი სათანადო წონას იკრეფენ. მარცხდება დისბაქტერიოზი, წესრიგდება ორგანიზმის რიგი ფუნქცია.
  • დანაწევრებული კვება არავისთვის არის მავნებელი, ადვილად შესასრულებელი და გადასატანია, არ საჭიროებს რაციონიდან რომელიმე პროდუქტის ამოღებას.

მოწინააღმდეგეთა არგუმენტები:

  • დანაწევრებული კვება ნორმალურად მიმდინარე მონელების პროცესის ხელოვნურად დარღვევაა. ორგანიზმი მიჩვეულია ყოველგვარი პროდუქტის გადამუშავებას და ამისთვის ყველა სათანადო მექანიზმის მობილიზებაც შეუძლია.
  • დანაწევრებული კვების წესების სისტემატური დაცვა იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა გაზარმაცებას, რაც არასასურველია როგორც საკუთრივ საჭმლის მომნელებელი სისტემის, ასევე მთელი ორგანიზმისთვის.
  • საჭმლის მონელება მეტად რთული პროცესია, ორგანიზმს ამისათვის სრულყოფილი და დახვეწილი სისტემა აქვს. მაგალითად, თორმეტგოჯა ნაწლავი ერთდროულად ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების მონელებაზე აგებს პასუხს. ასე რომ, საკვების დაუნაწევრებლობა მაინცდამაინც დიდი პრობლემა არ არის, ორგანიზმი მას ყველა შემთხვევაში გაუმკლავდება.
  • ორგანიზმი რთული და ნატიფად აწყობილი სისტემაა. მაგალითად, ამაღლებული განწყობის განმსაზღვრელი ჰორმონები სეროტონინი და დოფამინი ტვინში სწორედ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ორგანიზმში ცილები და ნახშირწყლები ერთდროულად აღწევს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ნივთიერებები სრულად და უკეთ დამოუკიდებლად კი არა, სწორედ სხვებთან კომბინაციაში შეიწოვება.

როგორც ხედავთ, არგუმენტები საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავია. თითოეულ მათგანში არის რაციონალიზმის წილი. თქვენი ორგანიზმის სისუსტეები თვითონვე უნდა განსაზღვროთ და შეაფასოთ, კვების რეჟიმი და სტილიც, დანაწევრებული იქნება ის თუ შერეული, თავად უნდა შეარჩიოთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ, არათავსებადი პროდუქტები ერთად არამც და არამც არ მიირთვათ!