გოგრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გოგრა

უპირველეს ყოვლისა, გოგრა ნამდვილად გემრიელია, ლამაზიც არის (ალბათ იცით, გოგრით ჰელოუინზე სახლებს რთავენ), და რაც მთავარია, ის ძალიან სასარგებლოა! მოამზადეთ მისგან წვნიანები, ფაფები, გარნირები, ბლინები. კარგ კულინარადაც გადაიქცევით და რაც მთავარია, თქვენი ოჯახის ყველა წევრს ჯანმრთელობას გაუუმჯობესებთ. გოგრის ძირითად ღირსებად მიიჩნევა კაროტინისა და ვიტამინების დიდი რაოდენობა. კალათბურთის უზარმაზარი ბურთის მსგავსი ამ ბოსტნეულის რბილობი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინს. ბავშვებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან აჩქარებს ზრდას, ხოლო მოზრდილებში აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას, ამაგრებს ძვლებს და კბილებს, გარდა ამისა, გოგრაში არის B, ჩ, D, PP, E ჯგუფის ვიტამინები. ისინი ანელებენ დაბერების პროცესს და ეხმარებიან ადამიანს ოპტიმალური წონისა და სექსუალური აქტივობის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაში. ისევე, როგორც ყველა ნარინჯისფერი ნაყოფი, გოგრაც ანტიდეპრესანტად მიიჩნევა. მიირთვით გოგრა ხშირად და ვერავითარი სევდა და დეპრესია ვერ მოგერევათ!

  • ამ ბოსტნეულს ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ გოგრის კერძები რეკომენდებულია სამკურნალო და პროფილაქტიკური კვებისთვის. რადგან ნარინჯისფერი რბილობი არ იწვევს კუჭის წვენის გაძლიერებულ გამოყოფას, ის ხელს უწყობს წყლულის სწრაფ შეხორცებას. გოგრის მინერალური შემადგენლობა (სპილენძის, ფოსფორისა და რკინის ბევრი მარილი) სასარგებლოა სისხლწარმოქმნისთვის, ამიტომაც ის სასარგებლოა ანემიისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ამავე დროს პექტინით მდიდარი გოგრა მავნე ქოლესტერინთან შეურიგებელი მებრძოლია.
  • ძალიან სასარგებლოა გოგრა ღვიძლის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ეს ბოსტნეული ერთსა და იმავე დროს კუჭის გამხსნელი და შარდმდენი საშუალებაა.

    ლ გოგრის კერძები ასევე რეკომენდებულია ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის გამწვავების სტადიებში, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტისა და პიელონეფრიტის დროს.

დაგეხმარებათ დაძინებაში

არომატული და ტკბილი გოგრის ნაჭერი შვებას ჰგვრის ადამიანს "ზღვის დაავადების" დროს, ორსულს ტოქსიკოზისას. გახეხილი ბოსტნეულის ფაფა შესანიშნავი კომპრესია ეგზემის, დამწვრობისა და მუწუკოვანი გამონაყარის დროს. ნედლი, გახეხილი გოგრის პიურე შესანიშნავი საშუალებაა კუჭის შეკრულობის დროს. თირკმელების სამკურნალოდ გამოიყენება არა რბილობი, არამედ უმი გოგირს წვენი 1/2 ჭიქა დღე-ღამეში. ტკბილ ნარინჯისფერ წვენს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, აუმჯობესებს ძილს. მიიღეთ 1 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე. უძილობის შემთხვევაში მიიღეთ 1/2 ჭიქა ღამით. გოგრის დიეტა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს გულის დაავადებები და თირკმელებისგან გამოწვეული შეშუპება. ასეთი პრობლემების დროს ავადმყოფმა 4 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს გოგრა უმი სახით 0,5 კგ დღე-ღამეში და 1,5 კგ მოხარშული ან შემწვარი სახით. მთელი რიგი დაავადებების დროს ნამდვილი პანაცეაა გოგრის თაფლი. 1 კილოგრამ გასუფთავებულ და გახეხილ გოგრას უმატებენ 200გ შაქარს, ზედმიწევნით აურევენ და დააყენებენ. გამოყოფილ წვენს აცალკევებენ რბილობისგან და დაბალ ცეცხლზე ათბობენ გასქელებამდე. ბოლოს უმატებენ მიხაკსა და დარიჩინს. გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას, ასევე შარდსასქესო ორგანოების დავადებების სამკურნალო წამალს, განსაკუთრებით შარდის გაძნელებული გამოყოფისას. პარაზიტების წინააღმდეგ ეფექტურია შემდეგი ნარევი: შეურიეთ ერთმანეთს 1 ჭიქა გარჩეული გოგრის თესლი, 2 უმი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ჭიქა ადუღებული წყალი. მიიღეთ დილით უზმოზე, შემდეგ დაიდეთ მარჯვენა გვერდზე ცხელი სათბური და ასე უნდა იწვეთ 2 საათი. 10 დღის შემდეგ პროცედურა უნდა გაიმეოროთ, კიდევ 10 დღის შემდეგ გააკეთეთ იგივე მესამედ და საბოლოოდ. ცისტიტის საწინააღმდეგოდ: 200 გ თესლი დაფქვით ყავის საფქვავში, დაამატეთ 1/2 ლ ადუღებული წყალი, ღამით თერმოსში დატოვეთ, შემდეგ გააცივეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა 4-ჯერ დღეში, ჭამის წინ. თუთიით მდიდარი გოგრის თესლის ერთი მუჭი დაიცავს თქვენს საყვარელ მამაკაცს მამაკაცური პრობლემებისგან (კერძოდ, პროსტატიტისგან). ეს პროდუქტი ანელებს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის უჯრედების ზრდას, რაც ხელს უწყობს შარდის გამოყოფის გაძნელების თავიდან აცილებას. გოგრის ზეთი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აღადგენენ ნერვულ სისტემას, ამაღლებენ პოტენციას, ააქტიურებენ იმუნიტეტს. გოგრის ყუნწიც კი სასარგებლოა! მისი ნახარში შესანიშნავი სავლები საშუალებაა კბილის ტკივილის დროს. ხომ დარწმუნდით, რომ გოგრა ნამდვილი სასწაულია!

გოგრის სადილი

4 ულუფისთვის საჭიროა: 1 ცალი საშუალო ზომის გოგრა, 2 წიწილა, 50გ ბრინჯი, 500გ ვაშვლი და ქლიავი, 2-3 ხახვი, 100გ ნაღების კარაქი, ზეთისხილი და მწვანილი მოსართავად, მარილი. მწიფე გოგრას მოვხადოთ "სახურავი" (მივცეთ ღრმა ჯამის ფორმა), კოვზით მოვაცილოთ თესლი და რბილობის ნაწილი. წიწილები მოვამზადოთ, დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, შევაშროთ, დავაყაროთ მარილი და შევწვათ 1 სუფრის კოვზ ნაღების კარაქთან ერთად, შეწითლებამდე. ხახვი გავასუფთაოთ, დავჭრათ და მოვთუშოთ მეორე ტაფაზე იმავე რაოდენობის კარაქში. ვაშლს ამოვაჭრათ გულები და ქლიავს გამოვაცალოთ კურკები, დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. მოვხარშოთ ბრინჯი და შევურიოთ ხახვს. გოგრაში მოვათავსოთ ბრინჯი ხახვთან ერთად, შემდეგ - წიწილის ნაჭრები და ბოლომდე შევავსოთ ვაშლითა და ქლიავით, დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი კარაქი, დავახუროთ "სახურავი" (მოჭრილი გოგრის ნაწილი), დავამაგროთ ხის ჩხირებით. გოგრას მოვუსვათ დარჩენილი კარაქი, მოვათავსოთ ფორმაში და შევდგათ ჰაერღუმელში 2-3 საათით 200 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ მოვათავსოთ ლანგარზე და თავი მოვხადოთ. ერთი ულუფა - 606 კკალ. ცილები - 19 გ, ცხიმები - 11 გ, ნახშირწყლები - 44 გ.