/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები

-მამას ფეხზენთითებს შიაბ აქვს გაყვლეფილებივით ექავება კოდეც ცოტანდანსტკივაბზელიონკასნოსმევს უივე შევამჩნიე 3კერ.მამასთან მოროდებით ვარ და ვერ ვეკითხები მთლად ასე ძირფესვიანად მაგრამ აშკარაა აწიხებს.ის გულთ ავადმყოფია ოოერაციის მიიხედავად აქვს სარქველი ღოად აკასნვერ შველიან და კიმშვადობა 36 სულნდაძაბული ვარ .ისედაც სულ ნერვოულიბს მოსნგამო ამხელა ვალები რომ დაჰვედო და ოლერაციიდან რაკდენომე წელი ექომებში ომხელანთანხა რომ მიდოდა კონსულტაციებზე და ხმას ვერანაირად ვერამოიღებ ახლანექომთან საწვლაზე.სულ დარდი მაქვს კონტროლზე რომ ვეღარ მოგვყავს არაა ამის საშუალება და მეშენია შეიძლება რომ ან ომ წამლებმა ამდენინწელია მიჭით რომ იყრის ერატნდალევაზე 7ეამალს ასმევს ექომი ყოველ დღე ან მისს მსგომარეობას გამოეწვია ეს?რაც თავი ლახსოვს შულ გაცვეთილი ფეხსაცმლით დადიანსულ კილეულით არვიცი ამან ქნა თუ რამ მაგრამ არვიცინროგორნდავეხმარო.ან არ გაურთულდეს რამე მეშენია.რატონაქ ფეხზე ეაენი?წყლილებივიყ თითქოსნსითხეაო თითებ შუა.მეცოდება.რანჰქბოა ამ დაავადებას ?

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ღვთაებრივი სასმლის სასარგებლო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვთაებრივი სასმლის სასარგებლო თვისებები

აცტეკებს კაკაო მოჰყავდათ და მისი ნაყოფისგან გასაოცარ ფხვნილს იღებდნენ. ამ ფხვნილისგან მომზადებული სასმელი მათ ძალას, მხნეობასა და ენერგიას მატებდა. ეს სასმელი განსაკუთრებით მამაკაცებს იზიდავდა. მისი სახელწოდებიდან - "ჩოკოლატლ" - წარმოიშვა თანამედროვე სიტყვა "შოკოლადი".

მე-16 საუკუნეში ცენტრალურ ამერიკაში ესპანელი დამპყრობლები გამოჩნდნენ. შოკოლადი მათ ძალიან მოეწონათ, ამიტომ კაკაო ევროპაში შეიტანეს და მეზობლებს არა მხოლოდ გემრიელი და არომატული სასმლის, არამედ შოკოლადის მომზადებაც ასწავლეს. მაშინდელი შოკოლადი კაკაოს ფხვნილის, შაქრისა და ვანილისგან მზადდებოდა და ძალიან ჰგავდა თანამედროვეს. ევროპაში ეს პროდუქტი მალე გახდა პოპულარული. ევროპელებმა თავად დაიწყეს შოკოლადის წარმოება.

ფრანგებმა, შვეიცარიელებმა და ინგლისელებმა ამ საქმეში ყველა დაჯაბნეს. მათი შოკოლადი ხარისხით დღესაც საუკეთესოა მთელ მსოფლიოში. დასავლეთევროპელებს არც რუსები ჩამორჩნენ, გასული საუკუნის დასაწყისში რუსული შოკოლადიც ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად ითვლებოდა მსოფლიო ბაზარზე. ერთხანს კაკაო ჩვენშიც ძალზე პოპულარული იყო. მას რძეში ხარშავდნენ და ისე მიირთმევდნენ. დღეს ის რატომღაც ჩაიმ და ყავამ შეცვალა, მიუხედავად იმისა, რომ კაკაო ამ სასმელებზე გაცილებით სასარგებლოა. კოფეინი კაკაოში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ყავაში. სამაგიეროდ, ის შეიცავს სხვა მატონიზებელ კომპონენტებს: თეოფილინს - ააქტიურებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას, აფართოებს სისხლძარღვებს; თეობრომინს - აუმჯობესებს შრომის უნარს, მაგრამ კოფეინზე გაცილებით მსუბუქად მოქმედებს; ფენილეფილამინს - ამაღლებს გუნება-განწყობას, აფერხებს დეპრესიის ჩამოყალიბებას. ამიტომაც კაკაო რეკომენდებულია სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით - წინასაგამოცდო პერიოდში ნერვიულობისა და დაძაბულობის შესასუსტებლად და კარგი გუნება-განწყობის შესაქმნელად.

შემადგენლობა და კალორიულობა

კაკაოში ბევრი მცენარეული ცილა და ცხიმია. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ნახშირწყლები, საკვები ბოჭკო, ორგანული მჟავები, შაქარი, სახამებელი, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, A, E, PP, აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინები, ბეტა-კაროტინი, მინერალებიდან - კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, ქლორი, გოგირდი, რკინა, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, ფთორი, მოლიბდენი. კაკაოს ფხვნილი საკმაოდ კალორიულია - 100 გრამი პროდუქტი 289 კკალორიას შეიცავს, ამიტომ შესანიშნავად ანაყრებს.

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ზოგიერთი ელემენტი კაკაოში გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა პროდუქტებში. მაგალითად, კაკაო მდიდარია რკინითა და თუთიით. რკინა სისხლის წარმოქმნის პროცესთა ნორმალიზებისთვის უმნიშვნელოვანესი მინერალია, თუთია კი მთლიანად ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციათა რეალიზებისთვის არის მნიშვნელოვანი. ის მონაწილეობს ფერმენტებისა და ცილების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების (რნმ-სა და დნმ-ს) სტრუქტურათა შექმნაში, უზრუნველყოფს უჯრედთა ნორმალურ ცხოველმყოფელობას. სქესობრივი მომწიფება-განვითარება, სისხლის წარმოქმნა თუთიის გარეშე ნორმალურად ვერ წარიმართება. ეს ელემენტი ხელს უწყობს ჭრილობათა შეხორცებას. იმისთვის, რომ ორგანიზმი სრულფასოვნად მომარაგდეს თუთიით, საკმარისია, კვირაში 2-3-ჯერ ერთი ფინჯანი კაკაო ან ყოველდღე შოკოლადის 2-3 პატარა ნატეხი მიირთვათ. კაკაოს ფხვნილი შეიცავს მელანინს, რომელიც კანს ულტრაიისფერი, ინფრაწითელი და სხვა გამოსხივებისგან იცავს.

სასარგებლო თვისებები

კაკაო სასარგებლოა ნაავადმყოფარი ადამიანებისთვის მოსაღონიერებლად, ტონუსის ასამაღლებლად და სხვადასხვა ნივთიერებით ორგანიზმის შესავსებად. გულის უკმარისობით დაავადებულთათვის კაკაო კარგია კალიუმის მაღალი შემცველობის გამო. ეს სასმელი ანტიოქსიდანტებსაც უხვად შეიცავს, ამიტომაც, როგორც მეცნიერები ამბობენ, დაბერებას აფერხებს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. კაკაოს ნაყოფში შემავალი ბუნებრივი პოლიფენოლები ხელს უშლიან უჯრედებში თავისუფალი რადიკალების დაგროვებას, რითაც ორგანიზმს ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარებისაგან იცავენ.

კაკაოს რეგულარული სმა ტვინის მუშაობას აუმჯობესებს, რადგან მასში შემავალი ანტიოქსიდანტი ფლავანოლი არეგულირებს ტვინში სისხლის მიმოქცევასა და წნევას. კაკაო და შოკოლადი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ტვინის სისხლძარღვებში სისხლის დაბალი ნაკადი აღენიშნება.

რა უნდა იცოდეთ

პურინების შემცველობის გამო კაკაო რეკომენდებული არ არის პოდაგრითა და თირკმლის პათოლოგიებით დაავადებულთათვის. შოკოლადის შეძენისას აუცილებლად გაეცანით წარწერას მის ეტიკეტზე და შეიძინეთ ის პროდუქტი, რომელსაც კაკაოს ცხიმი აქვს დამატებული - ზოგიერთი შოკოლადი სხვა, ნაკლებად ღირებული მცენარეული ცხიმებისგან მზადდება. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს კაკაოს ფხვნილისა და კაკაოს ცხიმის პროცენტული თანაფარდობა პროდუქტში. სხვა მცენარეულ ცხიმებს შოკოლადი არ უნდა შეიცავდეს. რაც შეეხება გახეხილ კაკაოს, მაღალი ხარისხის შოკოლადის შემადგენლობაში ის 60-70%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.