რომელ კვების რეჟიმს შეუძლია ნაადრევი სიკვდილის რისკის შემცირება | კვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელ კვების რეჟიმს შეუძლია ნაადრევი სიკვდილის რისკის შემცირება

ეს დასკვნა დანიის ორჰუსის უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით. კვლევის დეტალური შედეგები ჟურნალ The American Journal of Clinical Nutrition (AJCN)-ში გამოქვეყნდა.

კვლევის დეტალები

მკვლევარებმა გააანალიზეს შვედეთის 64 000-ზე მეტი საშუალო და ხანდაზმული ასაკის მაცხოვრებლის მონაცემები. სპეციალური სტატისტიკური მოდელის გამოყენებით, მათ შეაფასეს, თუ როგორ მოქმედებდა 24 წლის განმავლობაში სკანდინავიური დიეტის დაცვა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

რას მოიცავს სკანდინავიური დიეტა?

ეს კვების რეჟიმი შემადგენლობით ხმელთაშუა ზღვის დიეტის მსგავსია, თუმცა ტრადიციულად ჩრდილოეთ ევროპაში გავრცელებულ საკვებს ეფუძნება. მისი ძირითადი კომპონენტებია:

  • ბოსტნეული, ხილი და კენკრა;

  • მარცვლეული (განსაკუთრებით შვრია და ჭვავი);

  • ცხიმიანი თევზი;

  • კანოლას (რაფსის) ზეთი, რომელიც კარაქის ჯანსაღ ალტერნატივად გამოიყენება.

ამასთანავე, სკანდინავიური დიეტა მკაცრად ზღუდავს ხორცის მოხმარებას.

ძირითადი მიგნებები და სარგებელი

გამოთვლებმა აჩვენა, რომ სკანდინავიური დიეტის დაცვა ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილის რისკს 4 პროცენტით ამცირებს (ჯანსაღი კვების სტანდარტულ რეკომენდაციებთან შედარებით). მკვლევრებმა ყველაზე დიდი პროგნოზირებული სარგებელი აღმოაჩინეს ჯგუფში, სადაც ჭარბობდნენ ქალები და 65 წელს გადაცილებული ის პირები, რომლებსაც ჰიპერტენზია ან დიაბეტი აღენიშნებოდათ.

მეცნიერები ამ პოტენციურ სარგებელს რაციონში ბოჭკოს, ჯანსაღი ცხიმებისა და ანტიოქსიდანტების მაღალ შემცველობას უკავშირებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ღვიძლის მძიმე დაავადებების პრევენციის კუთხით სკანდინავიური დიეტის დამაჯერებელი ეფექტურობა არ დადასტურებულა.