გულისთვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტები
ასევე მწვანე ჩაი, გულის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Food & Function-ში (F&F) გამოქვეყნდა.
დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარებული კვლევის ფარგლებში, მეცნიერები 30 000-ზე მეტი მონაწილის კვების რაციონს ბიომარკერების გამოყენებით აკვირდებოდნენ. შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობა არ იღებს ფლავანოლების - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემამცირებელი ნივთიერებების - საკმარის რაოდენობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი დღეში ხილისა და ბოსტნეულის რეკომენდებულ ხუთ ულუფას მოიხმარენ.
ერთ ულუფაში ფლავანოლების ყველაზე მაღალი შემცველობით მოცვი, შავი ქლიავი, მაყვალი, მწვანე ჩაი, წითელი ლობიო, ალუბალი და ვაშლი გამოირჩევა. მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კონკრეტული პროდუქტების მიზანმიმართულად შერჩევა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მოხმარებული ხილისა და ბოსტნეულის საერთო რაოდენობა. მაგალითად, ყოველდღიურ რაციონში მცირე რაოდენობით კენკრის, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაის ან ლობიოს დამატება ორგანიზმში ამ სასარგებლო ნივთიერებების მიღებას საგრძნობლად გაზრდის.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ დღეში ხილისა და ბოსტნეულის ხუთი ულუფის მიღების ამჟამინდელი გლობალური რეკომენდაცია დახვეწას საჭიროებს. მათი მტკიცებით, პროდუქტების სწორი შერჩევა კვებით რეკომენდაციებს უფრო ეფექტურს გახდის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.