მწვადი და წითელი ხორცი: სარგებელი, რისკები და ოქროს შუალედი
თუმცა, უახლესი კვლევები და ექსპერტების რეკომენდაციები გვაფრთხილებენ, რომ გემრიელ მწვადსა თუ სხვა ხორცპროდუქტებთან ზომიერების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
რატომ არის წითელი ხორცი სასარგებლო?
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წითელი ხორცი ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი რამდენიმე კომპონენტის უნიკალური წყაროა:
-
მაღალი ხარისხის ცილა: აუცილებელია კუნთოვანი მასის ზრდის, შენარჩუნებისა და აღდგენისთვის.
-
რკინა და ვიტამინი B12: ეს ნივთიერებები გადამწყვეტ როლს თამაშობენ სისხლწარმოქმნასა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობაში.
-
იმუნიტეტის მხარდაჭერა: მასში შემავალი მიკროელემენტები გვეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებაში.
სად გადის ზღვარი? - რეკომენდებული ნორმები
მიუხედავად სარგებლისა, წითელი ხორცი შეიცავს ცილა მიოგლობინს, რაც მას სპეციფიკურ ფერს აძლევს. კვლევების თანახმად, ამ ტიპის ხორცის ჭარბი მოხმარება ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.
-
დღიური ნორმა: რეკომენდებულია დღეში საშუალოდ 70 გრამი წითელი ან გადამუშავებული ხორცის მიღება.
-
მონაცვლეობა: სასურველია კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ მიირთვათ გატარებული ხორცის კერძები, სხვა დღეებში კი ის ჩაანაცვლოთ ცილის ალტერნატიული წყაროებით: ფრინველის ხორცით (ქათამი, ინდაური), თევზით ან პარკოსნებით (ლობიო, სოიო, ოსპი).
ვისთვის არის შეზღუდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი?
არსებობს დაავადებათა ჯგუფი, რომელთა დროსაც წითელი ხორცის (განსაკუთრებით მწვადისა და ცხიმიანი ნაჭრების) შეზღუდვა აუცილებელია:
-
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ჰიპერტენზია, კორონარული დაავადება).
-
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი.
-
პოდაგრა და სიმსუქნე.
-
ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის.
როგორ მოვამზადოთ ხორცი უსაფრთხოდ?
თუ გსურთ, რომ პროდუქტიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ და მინიმუმამდე დაიყვანოთ ზიანი, გაითვალისწინეთ ექსპერტების რჩევები:
-
მოაცილეთ ცხიმი: მომზადებამდე მოაშორეთ ხორცს კანი და ხილული ზედმეტი ცხიმი. ეს დაგეხმარებათ რაციონში ცხიმების რაოდენობის კონტროლში.
-
აირჩიეთ ხარისხი: უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო, ნატურალურ ხორცს.
-
მოერიდეთ გადამუშავებულ პროდუქტებს: ძეხვეული, ბეკონი და შებოლილი ხორცი ყველაზე მაღალი რისკის შემცველია ქრონიკული დაავადებების განვითარებისთვის.
წითელი ხორცი შეიძლება იყოს დაბალანსებული კვების ნაწილი, თუ მას მივიღებთ მცირე პორციებით და უპირატესობას ხარისხიან, სწორად მომზადებულ პროდუქტს მივანიჭებთ.