8 წესი - მნიშვნელოვანი კვებითი რეკომენდაციები მარხვისთვის
ცილების, ვიტამინების და სხვათა დეფიციტი. როგორ შეიძლება ამის პრევენცია და კვების რაციონის დაბალანსება
როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ ცილის მიღება მარხვის დროს და თავიდან აიცილოთ ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი?
ძირითადი დიეტური რეკომენდაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია გასათვალისწინებელი მათთვის, ვინც გადაწყვეტს მარხვის დაცვას.
- ყველა კვება უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცილოვან პროდუქტებს: მარცვლეულს, პარკოსნებს და თხილეულს. რადგან მცენარეული ცილა ნაკლებად ასათვისებელია, ვიდრე ცხოველური ცილა, პორციების ზომა უნდა გაიზარდოს.
- ხორცში, რძის პროდუქტებსა და თევზში შემავალი ვიტამინების (ვიტამინები B12, D, K2 და სხვა) დეფიციტის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია რეგულარულად მიირთვათ მარცვლეული, მთლიანი მარცვლეულის ან მთლიანი ხორბლის პური, მაკარონი, ხილი, კენკრა და ბოსტნეული, განსაკუთრებით სხვადასხვა სახის კომბოსტო, თალგამი, ბოლოკი და ა.შ.
- ცხოველური საკვების შეზღუდვამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს მინერალების - კალციუმის, იოდის და თუთიის დეფიციტი. ამის შესავსებად, თქვენს რაციონში ჩართეთ ზღვის მცენარეები, თესლეულიდა თხილეული, პარკოსნები და ქატო.
- ვიტამინებისა და მინერალების შესავსებად, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ვიტამინებისა და მინერალების დანამატები და მიირთვათ სპეციალიზებული, გამდიდრებული საკვები.
- სასურველია რეგულარულად იკვებოთ - დღეში ხუთიდან ექვსამდე მცირე ულუფებით, 3-3,5 საათის ინტერვალით.
- თუ რაიმე ტკბილეული გსურთ, უმჯობესია აირჩიოთ ჩირი, რადგან, ტკბილეულისა და სხვა საკონდიტრო ნაწარმისგან განსხვავებით, ისინი შეიცავენ ვიტამინებს, მინერალებს და საკვებ ბოჭკოებს.
- დეჰიდრატაციისა და სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხის მიღება.
- ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა, ავადმყოფობისგან ახლახან გამოჯანმრთელებულებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა, ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა მკაცრად არ უნდა შეზღუდონ თავი დაშესაბამისი კვებითი რეკომენდაციების გათვალისწინებითდაიცვან მარხვა.
კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ღვიძლის, თირკმლის დაავადებების ან შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებმაც სიფრთხილით უნდა იმარხულონ; ზოგიერთ შემთხვევაში, მათ საერთოდ უნდა შეიკავონ თავი მარხვისგან.
დიდი მარხვის დროს დაშვებული ორი მთავარი შეცდომა
დიდი მარხვის დროს ბევრი ადამიანი უშვებს ორ მთავარ დიეტურ შეცდომას.
პირველი შეცდომა ცხოველური პროდუქტების აკრძალვის გამო, ერთფეროვან მენიუზე გადასვლაა. შედეგად, ორგანიზმს შეიძლება განუვითარდეს მნიშვნელოვანი ამინომჟავების, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი.
მეორე შეცდომაა სამარხვო და ვეგეტარიანული იმ კერძების მიღება, რომლებიც მდიდარია ნახშირწყლებითა და ცხიმებით, მაგრამ ღარიბია ცილით. ასეთი საკვები არ იძლევა დანაყრების შეგრძნებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი წახემსება და დისფუნქცია.
ამ პერიოდში სასურველია ყოველდღიურ მენიუში სტაფილოსა და ჭარხლის ჩართვა.