რატომ ვერ იქნება ყველა დიეტა უსაფრთხო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ არის ყველა დიეტა უსაფრთხო

სწორედ ამიტომ, ყველა დიეტა ვერ იქნება უსაფრთხო და ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა მოკლე დროში შედეგი მოგვცეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი გახდეს.

ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მაკრონუტრიენტებისა და მიკრონუტრიენტების ბალანსი. როდესაც დიეტა მკაცრად ზღუდავს ნახშირწყლებს, ცხიმებს ან ცილებს, ირღვევა ენერგეტიკული ბალანსი და ჰომეოსტაზი. მაგალითად, დაბალ-ნახშირწყლოვანი დიეტების დროს გლუკოზის მიწოდების შემცირება იწვევს ინსულინის დონის ვარდნას და ორგანიზმი გადადის ცხიმოვანი მჟავებისა და კეტონების გამოყენებაზე. ეს პროცესი მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა წონის კლებას იწვევდეს, თუმცა ხანგრძლივად უკავშირდება ბოჭკოს დეფიციტს, ნაწლავის მიკრობიომის გაღარიბებას და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიუთითებს, რომ არაბალანსირებული კვება ზრდის სხვადასხვა დაავადებების რისკს, როგორიც შეიძლება იყოს ანემია. რკინის, ფოლატის და ვიტამინების (A, B12) დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ანემია, როცა ჰემოგლობინის კონცენტრაცია სისხლში ნორმაზე ნაკლებია და ეს იწვევს სისუსტეს, დაღლილობას და სხვა სიმპტომებს [1]

განსაკუთრებით სახიფათოა დიეტები, რომლებიც სწრაფ და მკვეთრ წონის კლებას ჰპირდებიან. კალორაჟის მკვეთრი შემცირებისას ორგანიზმი ამ მდგომარეობას აღიქვამს როგორც შიმშილს და იწყება „მეტაბოლური ადაპტაცია“ მცირდება ბაზალური მეტაბოლური სიჩქარე, იზრდება ენერგიის დაზოგვა და აქტიურად იშლება კუნთოვანი ქსოვილი. ამ დროს მცირდება ლეპტინის დონე (სიმაძღრის ჰორმონი) და იზრდება კორტიზოლი, რაც შიმშილის გაძლიერებას და შემდგომ გადაჭარბებულ კვებას იწვევს. სწორედ ეს მექანიზმები განაპირობებს დაკარგული წონა სწრაფად ბრუნდებას. ამერიკული გულ-სისხლძარღვთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ ჯანმრთელი წონის კლება უნდა იყოს ეტაპობრივი, რადგან სწრაფი კლება ზრდის გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური გართულებების რისკს [2]

ზოგი დიეტა განსაკუთრებით საშიშია ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. მაღალი ცილოვანი დიეტების დროს იზრდება აზოტოვანი ნარჩენების წარმოქმნა, რაც თირკმელებზე დამატებით დატვირთვას ქმნის. ასეთი დიეტები არ არის რეკომენდებული თირკმლის დაავადების მქონე ადამიანებისთვის, რადგან შესაძლოა დააჩქაროს თირკმლის ფუნქციის გაუარესება.

ასევე, უკიდურესად დაბალკალორიული დიეტები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ხშირად იწვევს გლიკემიური კონტროლის დარღვევას, ჰიპოგლიკემიის ეპიზოდებს და მედიკამენტური თერაპიის გართულებას.

არ არსებობს ერთი უნივერსალური დიეტა, რომელიც ყველასთვის ერთნაირად ეფექტური და უსაფრთხო იქნება. გენეტიკური თავისებურებები, ჰორმონული ფონი, ასაკი და ფიზიკური აქტივობა განსაზღვრავს, როგორ რეაგირებს ორგანიზმი სხვადასხვა კვებით მოდელზე, ინდივიდუალურად მორგებული კვება მნიშვნელოვნად უფრო ეფექტურია, ვიდრე სტანდარტული დიეტები, დიეტების გავლენა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას არ ეხება. მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს ტვინის ჯილდოს სისტემაზე, ზრდის შფოთვას და უკმაყოფილებას, რაც ხშირად იწვევს კვებითი ქცევის დარღვევებს.

დიეტა არ არის უვნებელი ექსპერიმენტი. იგი წარმოადგენს ჩარევას ორგანიზმის რთულ ბიოლოგიურ სისტემაში და არასწორად შერჩეულმა კვების რეჟიმმა შესაძლოა მეტაბოლური, ჰორმონული და ფსიქიკური პრობლემები გამოიწვიოს. უსაფრთხო დიეტა უნდა იყოს ბალანსირებული, მეცნიერულად დასაბუთებული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული.

გიორგი ელიაშვილი