ხანდაზმულებს ძილის დროს წონის დასაკლებად რაციონში 10 საკვების დამატება ურჩიეს
ნუტრიციოლოგმა საჰარ ბურგისმა განაცხადა, რომ 45-50 წლის შემდეგ მეტაბოლიზმი ნელდება, რაც წონის დაკლებას მნიშვნელოვნად ართულებს. გამოცემა La Razon-თან ინტერვიუში მან ჩამოთვალა 10 საკვები, რომელიც ხანდაზმულებს ძილის დროსაც კი ეხმარება წონის დაკლებაში.
ბურგისმა ხანდაზმულებს უცხიმო ცილების, მაგალითად, ქათმის ან ინდაურის ხორცის, მიღება ურჩია. „ძილის წინ უცხიმო ცილის მცირე ულუფა გლუკოზის დონის სტაბილიზაციას უწყობს ხელს და მელატონინის, ძილის ჰორმონის, გამომუშავებას ასტიმულირებს. კარგი ძილი ორგანიზმს კორტიზოლის დონის რეგულირებაში ეხმარება. კორტიზოლი კი არის სტრესის ჰორმონი, რომელიც, თავის მხრივ, ცხიმის წვას აფერხებს“, - განმარტა მან.
სპეციალისტის თქმით, წონის ეფექტური დაკლება ასევე შესაძლებელია ბერძნული იოგურტის, კივის, გვირილას ჩაის, დამამშვიდებელი მცენარეული ნაყენების, ხაჭოს, რიკოტას, ნუშის და ნიგვზის დამატებით. ექიმის თქმით, ნიგოზი დიდი რაოდენობით მაგნიუმს შეიცავს, რომელიც ღამით უჯრედების რეგენერაციასა და სისხლში შაქრის დონის კონტროლში მონაწილეობს.
ნუში შესანიშნავი და გემრიელი საკვებია მრავალი სასარგებლო თვისებით. ის წარმოადგენს მიკრო- და მაკროელემენტების წყაროს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის სათანადო ფუნქციონირებისთვის. ის მდიდარია მინერალებით (კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი) და შეიცავს B ჯგუფის მრავალ ვიტამინს, ასევე E ვიტამინს. ის ასევე მდიდარია უჯერი ცხიმებით, ამინომჟავებით და ფლავონოიდებით. საკვები ნივთიერებების ამ კომპლექსის წყალობით, ნუში განსაკუთრებით სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის. E ვიტამინი აძლიერებს ფლავონოიდების ეფექტს. ამიტომ, ნუშის რეგულარულ მოხმარებას ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს და რეკომენდებულია როგორც დაბალანსებული კვების რაციონის ნაწილი. ეს თხილეული ძალიან სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის მის შემადგენლობაში არსებული ცხიმოვანი მჟავების გამო. ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობენ სისხლში შაქრის დონის რეგულირებას, ხელს უშლიან გლუკოზის მკვეთრ მატებას. ისინი ასევე აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, რაც მნიშვნელოვანია დიაბეტის გართულებების პრევენციისთვის. ისინი ასევე დადებითად მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ.
ნუშში შემავალი საკვები ბოჭკოები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და „წმენდს“ ორგანიზმს, ასტიმულირებს სასარგებლო მიკროფლორის ზრდას და აძლიერებს პრებიოტიკურ ეფექტს.
თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტკბილი ნუში მაღალკალორიულია (დაახლოებით 600 კალორია 100 გრამზე). ეს გასათვალისწინებელია მათი მოხმარებისას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აკონტროლებს წონას ან კალორიების მიღებას.