რომელი დიეტაა საუკეთესი გულისთვის, წონის კორექციისთვის, ნერვული სისტემისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვების როგორი რეჟიმია საუკეთესო გულის ჯანმრთელობისთვის, გასახდომად, დეპრესიისგან თავის დასაცავად

ხმელთაშუა ზღვის დიეტა ყველაზე სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის. ის დაფუძნებულია:

  • თევზზე,
  • ზღვის პროდუქტებზე,
  • ბოჭკოვანით მდიდარ ხილსა და ბოსტნეულზე.

ამას გარდა, კვების ამ რაციონში შეზღუდულია სწრაფი კვების და წითელი ხორცის მიღება. გარდა ამისა, გულის ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულია მარილისა და მარტივი ნახშირწყლების შეზღუდვა.

გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნება მხოლოდ კვების რაციონის ცვლილებებზე მეტს მოითხოვს. კერძოდ, თავი უნდა დავანებოთ მოწევას, ვისწავლოთ სტრესის მართვა და კვირაში სულ მცირე ხუთჯერ დღეში 30-დან 60 წუთამდე ფიზიკური აქტივობით დავკავდეთ. ნებისმიერი აერობული ვარჯიში, როგორიცაა: სწრაფი სიარული, ცურვა ან ველოსიპედით სიარული, საუკეთესოა.

საუკეთესო დიეტა გასახდომად

დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს გააჩნია გვერდითი ეფექტები.

თანამედროვე საზოგადოებაში წონის მატებას ხელს უწყობს სტრესები, ალკოჰოლი, მოწევა, ენდოკრინული სისტემის დაავადებები. ზოგიერთმა ვირუსმა, სოკომ და ბაქტერიამაც კი შეიძლება ჭარბი წონის პროვოცირება გამოიწვიოს.

კვების ყველაზე დაბალანსებული სისტემა, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს ეფექტურად მოგვაშორებს, ხმელთაშუაზღვის დიეტაა. მასში ის პროდუქტებია, რომელიც მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ომეგა-3-ით. კვების ამგვარი სტილი ასევე გულისხმობს დღეში არა ნაკლებ 40 გრ უჯრედისის მიღებას.

გახდომა შესაძლებელია ნებისმიერი დიეტით, თუმცა მკაცრი შეზღუდვებით მიღწეული სანუკვარი ციფრი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს მატებისკენ და დაკარგული წონა სწრაფად დაგვიბრუნდეს.

როგორ დიეტას შეუძლია დეპრესიისგან დაცვა

ხმელთაშუაზღვის დიეტა ხილის, ბოსტნეულის, ნიგვზის და თევზის ჭარბი შემცველობით გამოირჩევა.

როგორც სპეციალისტებმა გამოარკვიეს, აღნიშნული დიეტა დეპრესიის განვითარების რისკს ამცირებს. მეცნიერებმა კვებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობისადმი მიძღვნილი 41 სამეცნიერო ნაშრომი გააანალიზეს.

აღმოჩნდა, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის მკაცრი დაცვა დეპრესიის რისკს 33%-ით ამცირებდა. მეცნიერები ამას შემდეგით ხსნიან: ბევრი ადამიანის რაციონში არსებობს ანთების გამომწვევი ნივთიერებები. ამ ნივთიერებებს შეიცავს მაგალითად: დამუშავებული ხორცის პროდუქტები, ტრანს-ცხიმები, ალკოჰოლი. მათ კი შეუძლია დეპრესიის გამომწვევა.

ანთებით რაციონსა და სისტემურ ანთებას პირდაპირ შეუძლია ფსიქიკური გადახრის პროვოცირება. ზოგადად ჟანგვითი სტრესი, ინსულინისადმი რეზისტენტობა და ანთება დიეტის საშუალებით ექვემდებარება კონტროლს. გასათვალისწინებელია, რომ პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების, В ჯგუფის ვიტამინების, თუთიის და მაგნიუმის მსგავსი საკვები ნივთიერებები დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე.