ვისთვის არ არის რეკომენდებული მჟავე კომბოსტოს ჭამა და ვისთვის არის სასარგებლო
ჰიპოთირეოზისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს არ არის რეკომენდებული მჟავე კომბოსტოს მიღება.
მჟავე კომბოსტო შეიცავს მჟავას და ბოჭკოს, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს გასტრიტის, პანკრეატიტის, ენტეროკოლიტის, წყლულისა და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის სხვა დაზიანების დროს. მჟავე კომბოსტომ, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება.
გარდა ამისა, კომბოსტოს შეუძლია ზიანი მიაყენოს ორგანიზმს, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს. კომბოსტო ბლოკავს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას.
თუ არ არსებობს მჟავე კომბოსტოს მოხმარების უკუჩვენება, ის მხოლოდ სარგებელს მოუტანს ორგანიზმს და ხელს შეუწყობს წონის დაკლებას:
- მჟავე კომბოსტო შეიცავს ტარტრონის მჟავას. ის ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გადაქცევას და, შესაბამისად, ნაწილობრივ ხელს უწყობს წონის დაკლებას.
გარდა ამისა, პროდუქტი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც აუცილებელია სისხლძარღვების და იმუნური სისტემის სიჯანსაღისთვის.
კომბოსტოში ფერმენტაციის პროცესში იქმნება ყველაზე ხელსაყრელი პირობები სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებისა და ზრდისთვის. გარდა ამისა, მჟავე კომბოსტო ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო პრობიოტიკური ბაქტერიების ათვისებაში. რძემჟავა ბაქტერიები იზრდება და მრავლდება კომბოსტოს წვენზე.
მჟავე კომბოსტოს შეუძლია გააუმჯობესოს ნაწლავის ფუნქცია, შეამციროს ან მთლიანად აღმოფხვრას მეტეორიზმი, სპაზმი, დიარეა, ყაბზობა, მუცლის სიმძიმე და კიდევ გააუმჯობესოს ფსიქიკური ჯანმრთელობა: ნაწლავის მიკრობიომსა და ადამიანის ფსიქიკურ კეთილდღეობას შორის კავშირი უკვე დადასტურებულია.
მჟავე კომბოსტო შეიცავს: C, B ჯგუფის, K ვიტამინებს, პრობიოტიკებს, რკინას, ფოსფორს, კალიუმს, მანგანუმს, მაგნიუმს, ასევე ბოჭკოს, რომელიც ასუფთავებს ნაწლავებს ტოქსინებისა და ნარჩენებისგან და ადვილად გამოდევნის მათ ორგანიზმიდან.
კვლევებით დადასტურებულია, რომ კომბოსტოს მწნილის საკვებ რაციონში რეგულარულად ჩართვა აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აფერხებს სიმსივნური პროცესების განვითარებას. ამ მწნილის მარილწყალი ორსულთათვის სასარგებლოა ტოქსიკოზთან საბრძოლველად.