რომელი საკვებია მდიდარი ცილით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცილებით ყველაზე მდიდარი ხუთი საკვები

ცილა ერთ-ერთი მთავარი ორგანული ნაერთია, რომელიც ორგანიზმისთვის საშენ მასალას წარმოადგენს.

ის მონაწილეობს ქსოვილების აღდგენაში, ფერმენტებისა და ჰორმონების გამომუშავებასა და იმუნური სისტემის სწორად ფუნქციონირებაში, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანის რაციონში იყოს ცილებით მდიდარი საკვები. ასეთ პროდუქტებს შორის კვების ექსპერტები გამოყოფენ: კრევეტებს, რომლებიც ორგანიზმისთვის ჯანსაღი ცილის წყაროა - კრევეტები თითქმის არ შეიცავს ნახშირწყლებს. კრევეტების ერთი პორცია შეიცავს დღიურ ცილის ნორმას - 20 გ 100 გ პროდუქტზე.

კვების ექსპერტები ასევე გვირჩევენ რაციონში დაკონსერვებული თინუსის ჩართვას. ყველაზე კარგი ვარიანტია თინუსი საკუთარ წვენში. პროდუქტის საშუალო პორცია, რომლის წონაა 60 გ, შეიცავს 14 გ ცილას. შეგიძლიათ დაამატოთ თინუსი სენდვიჩებში, მაკარონში და ხშირად მიირთვათ უბრალოდ ბოსტნეულთან ერთად.

ჯანსაღ ცხიმებთან ერთად, დიდი რაოდენობით ცილა გვხვდება კეშიუში, ნიგოზში, არაქისსა და სეზამის მარცვლებში. ექსპერტები გვირჩევენ მათ სხვადასხვა კერძებში დამატებას, მათ შორის დღიურ რაციონში არაუმეტეს 30 გ თესლის, რათა არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ კალორიულ შემცველობას. აღსანიშნავია, რომ თესლი და თხილი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს, ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს და მინერალებს, ანუ ყველა იმ ელემენტს, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისათვის. რაც შეეხება ცილებს, მაგალითად, გოგრის თესლის საშუალო პორცია - ¼ ჭიქა შეიცავს 9 გრამ ცილას. სელის თესლის ჭიქის მესამედი შეიცავს 5 გრამ ცილას.

გარდა ამისა, რაციონში უნდა შედიოდეს რძის პროდუქტები, განსაკუთრებით რეკომენდებულია ყურადღება მიაქციოთ ხაჭოს და ყველს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 100 გრამი პროდუქტი შეიცავს 19.0 გრამ ცილას და მხოლოდ 1.5 გრამ ნახშირწყლებს. ისინი გვირჩევენ, უპირატესობა მივანიჭოთ მინიმუმ 5%-იანი ცხიმიანობის მქონე პროდუქტებს, რადგან უცხიმო პროდუქტებში პრაქტიკულად არ არის სასარგებლო ნივთიერებები.

ცილებით მდიდარი მეხუთე უჩვეულო პროდუქტია სპირულინა. ერთი ჩაის კოვზი სპირულინა შეიცავს 1 გრამ ცილას (მშრალ სპირულინაში ცილა შემადგენლობის 60%-ს შეადგენს). ექსპერტები გვირჩევენ, დავამატოთ ის სხვადასხვა კერძებში - მაგალითად, ბოსტნეულის სმუზიში.

ცილა მნიშვნელოვანია კანის სიჯანსაღისთვის. ცილის ნაკლებობის გამო კანი ნაადრევად კარგავს სილამაზეს. მას უბრალოდ არ აქვს საშენი მასალა ჯანსაღი და ელასტიური ქსოვილის ასაშენებლად. კანისთვის ყველაზე სასარგებლოა: თევზი (ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი), ავოკადო და სხვა პროდუქტები.