ხილი და საახალწლო სუფრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხილი და საახალწლო სუფრა

ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, C ვიტამინს, ფრუქტოზას, უჯრედისს. ასევე მდიდარია სხვა ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდაციური მოქმედების მქონე ნივთიერებებით. შაქრის შემცველი სხვა პროდუქტის მსგავსად, ხილის გემოვნური თვისებების მიხედვით, მისი მიღება ტვინს სიამოვნებს, თუმცა გლუკოზის შემცველი პროდუქტებისგან განსხვავებით, ხილში შემავალი ფრუქტოზა ნაკლებად მოქმედებს სისხლში შაქრის შემცველობის მომატებაზე. ხილში შემავალი უჯრედისი ხელს უწყობს ნაწლავთა პერისტალტიკის გააქტიურებასაც. საქართველოში გავრცელებული ზამთრის ხილიდან ყველაზე მეტად აღსანიშნავი ციტრუსებია: ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, გრეიპფრუტი. ზამთარში ციტრუსის წვენი გემრიელიცაა და გაციებისგან დამცავიც. რადგან ამ პერიოდში გაციების საფრთხე დიდია, ბავშვებსაც და მოზრდილებსაც იმუნიტეტის ამაღლება სჭირდებათ. ციტრუსებში შემავალი ვიტამინები ორგანიზმს აძლიერებს და ვირუსებთან გამკლავებაში ეხმარება. გარდა ამისა, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ეხმარება ზრდასა და განვითარებას.

რომელი ხილის მიღება არ შეიძლება დიდი რაოდენობით

ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ხილის მიღება არ არის რეკომენდებული. უმთავრესი ზომიერების დაცვაა და განსაკუთრებით მისთვის, ვისაც ჭარბი წონა, სიმსუქნე, ჰიპერქოლესტერინემია ან შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. ხილში შემავალი ფრუქტოზაც შაქრის ერთ-ერთი სახეობაა, თუმცა, გლუკოზასთან შედარებით, უფრო უსაფრთხო შაქრის სახეობას მიეკუთვნება, თუმცა, ამ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, რომ სხვა გამოწვევის წინაშე დადგეთ და ზომიერების შეგრძნება დაკარგოთ, რადგან ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თუ ადამიანის ტვინი გლუკოზის მიღებაზე სიმაძღრის შეგრძნებით რეაგირებს, ფრუქტოზის მიღების შემთხვევაში მადა მეტად აღიძვრება და შიმშილის ჰორმონები თავისუფლდება. ამიტომაც არაა აზრს მოკლებული ხალხში გავრცელებული ფრაზა, რომ „ხილი უფრო აშიებს“.

დღესდღეობით აქტუალურია ღირებული კალორიის ცნება, რაც გულისხმობს იმას, რომ საკვები არ უნდა იყოს ცარიელი კალორია, ანუ შაქარი (მაგალითად, ტკბილი გაზიანი სასმელები ან ნამცხვრები), რომელიც ენერგიას მოგვცემს, მაგრამ საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით ვერ შეგვავსებს. ხილი სავსებით აკმაყოფილებს ღირებული კალორიის პრინციპს და ყოველდღიურ რაციონში მისი ზომიერად ჩართვა აუცილებელია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კალორიებით დატვირთული ხილია – ბანანი, ყურძენი, ხურმა, ლეღვი, ნებისმიერი სახის ჩირი. ყოველთვის უმჯობესია, რომ ხილი ცოცხალი სახით მიიღოთ.

საახალწლო სუფრიდან რომელი ხილია სასარგებლო

საახალწლო სუფრაზე ძირითადად ხვდება სეზონური ხილი, კერძოდ, ფორთოხალი, მანდარინი, კივი, ბანანი, ვაშლი, ბროწეული. ჩამოთვლილთაგან ყველაზე დაბალკალორიული, ამასთან, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარია კივი და ფორთოხალი. მაგალითად, 100 გრამი ფორთოხალი სულ რაღაც 47 კკალორიას შეიცავს და სავსეა A ვიტამინით, კალციუმით; 100 გრ კივი კი მხოლოდ 60 კკალორიას შეიცავს. ის შეგივსებთ C ვიტამინის დღიურ მოთხოვნილებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში. საუკეთესოა მანდარინი, რომელიც, თავისი მცირე ზომის მიუხედავად, ბევრს იწონის. მჟავე მანდარინი უფრო ბრტყელია, ვიდრე სხვა დანარჩენი. საუკეთესო მანდარინის სახეობა კლემენტინის სახელით არის ცნობილი – ყველაზე ტკბილია და არომატული. კლემენტინი თავის გემოსთან ერთად, ინახება 1 თვეზე მეტი ვადით. საერთოდ, მანდარინის შენახვის დროს მთავარია, ნაყოფი არ გამოშრეს.

შემადგენლობა ამგვარია: 0.6-1.1% ლიმონის მჟავა, შაქარი, ვიტამინები – А, D, К, B4, ტიამინი, ვიტამინი ჩ, ქერქი შეიცავს 1-2% ეთერზეთებსა და კაროტინს. მანდარინი შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, ნატრიუმსა და კალციუმს. მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილი წყალია, რაც 85-87%-ს შეადგენს.

ითვლება დიეტურ პროდუქტად, რომელსაც შეუძლია იმუნიტეტის გაძლიერება და სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობების ხელშეწყობა.

რკინის შემცველობა ბანანსა და კივში მეტია, ვიდრე ვაშლში, თუმცა რკინაზე დღიურ მოთხოვნილებას მხოლოდ ამ ხილითაც ვერ შეივსებთ.

100 გრამი ბანანი შეიცავს დაახლოებით 90 კალ­ორიას, ამიტომ არ არის რეკომენდებული ზედმეტის მიღება. მიუხედავად ამისა, დღეში ერთი ბანანის ჭამა თქვენს ორგანიზმს გაამდიდრებს B1, A1, B9, B12 და C ვიტამინებით. ის შეიცავს კალიუმს, ფრუქტოზას, საქაროზას და გლუკოზას. გარდა ამისა, ბანანი არის ერთ-ერთი საუკეთესო ენერგიის წყარო, ამიტომ სპორტსმენების დიეტის შეუცვლელი კომპონენტია.

აღსანიშნავია, რომ ბანანი რეკომენდებულია მათთვის, ვინც ცდილობენ თავი დაანებონ მოწევას – B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობენ ნიკოტინისგან დამოკიდებულების დაძლევას.

გრეიპფრუტის უნიკალური თვისებები და მისი დიეტის ეფექტიანობა სრულყოფილად დღემდე არ არის შესწავლილი, თუმცა, გრეიპფრუტის დიეტას მთელ მსოფლიოში უამრავი ქალი იცავს. ვიცით, რომ გრეიპფრუტი ამხნევებს, ვიტამინებით ამარაგებს ორგანიზმს, წვავს ცხიმს, თუმცა, ცნობილია მისი უარყოფითი თვისებებიც. ვარაუდად რჩება მოსაზრება, რომ გრეიპფრუტი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან ცვლას. საუბრობენ გრეიპფრუტის შეუთავსებლობაზე მედიკამენტებთან. უსიამოვნო მოვლენების სპექტრი პრეპარატზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქალებმა, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებენ და ამავე დროს გრეიპფრუტის წვენს სვამენ, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინონ, რომ ორსულად არიან, ხოლო მათ, ვინც ციტრუსის წვენს ანტიდეპრესანტების ფონზე სვამს – დეპრესია დაეუფლოთ. ქიმიური ნაერთების უმრავლესობა ღვიძლში გადამუშავდება, რაშიც მთავარ როლს ციტოქრომების ფერმენტული სისტემა ასრულებს, ხოლო ფურანოკუმარინი – ნივთიერება, რომელსაც გრეიპფრუტი შეიცავს – ამუხრუჭებს მათ მოქმედებას.

აღსანიშნავია, რომ საახალწლო სუფრის დროს ხილის ჭამა მხოლოდ ზედმეტ კალორიებს შეგძენთ. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, თავი შეიკავოთ ტკბილი ხილის ჭამისგან დიდ სუფრებზე. კარგი იქნება ციტრუსების მიღება, რადგან ისინი ორგანიზმს საჭმლის მონელებაში ეხმარებიან.

ეგზოტიკური ხილი

ეგზოტიკური ხილი, მაგალითად, ანანასი, გრეიპფრუტი, ავოკადო, ძალიან სასარგებლოა და ზომიერების ფარგლებში ხშირად ჩართულია წონის კლებისთვის განკუთვნილ დიეტებში. ანანასი და გრეიპფრუტი საკმაოდ დაბალკალორიულია. ავოკადო მაღალკალორიული ხილია, თუმცა, არა ნახშირწყლების, არამედ სასარგებლო ცხიმის ხარჯზე, რაც მას ჰიპერქოლესტერინემიისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვისაც რეკომენდებულ პროდუქტად აქცევს. მასში მეტი კალიუმია, ვიდრე ბანანში, რომელიც ცნობილია როგორც კალიუმით მდიდარი ხილი.

ხილი საკვებთან ერთად

ხილის ჭამა უმჯობესია დღის პირველ ნახევარში, როდესაც ადამიანი მეტად დატვირთულია ფიზიკურად და ინტელექტუალურად და მეტ კალორიას ხარჯავს, რადგან ხილში მაინც სწრაფად შეწოვადი ნახშირწყლები შედის. თუმცა, არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ხილის მიღება სხვა საკვებთან ერთად ან დღის მეორე ნახევარში მავნებელია, ან ხილს სასარგებლო თვისებებს უკარგავს. ზედმეტი კილოგრამებისგან თავის ასარიდებლად მთავარია ზომიერების დაცვა და დაბალანსებული, მრავალფეროვანი კვება.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხილის შერჩევისას

დღესდღეობით საკმაოდ რთულია ჯანსაღი პროდუქტის შერჩევა. რასაკვირველია, უმჯობესია, რომ შევიძინოთ ენდემური, ქიმიურად ნაკლებად დამუშავებული, ჯანსაღ ნიადაგზე მოყვანილი ხილი. ნუ ენდობით ხილის მომხიბლავ გარეგნულ იერს! ჯანსაღ ხილს არ უნდა ჰქონდეს პრიალა ზედაპირი. ასევე ხილის არომატი და გემო ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია იმის გასარკვევად, რამდენად ბუნებრივი გზითაა ის მოყვანილი.