5 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კითხვა კვერცხის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კითხვა კვერცხის შესახებ

1. სოფლის კვერცხი უფრო ჯანსაღია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი?

მიჩნეულია, რომ სოფლის კვერცხი უფრო ჯანსაღია, ვიდრე ჩვეულებრივი მაღაზიაში ნაყიდი. და ეს საკმაოდ ლოგიკურია: ეზოში თავისუფლად გაშვებული ქათმები თავს ბევრად უკეთ გრძნობენ, ვიდრე ფერმის ქათმები, რომლებიც თავიანთ ხანმოკლე სიცოცხლეს გალიებში ატარებენ და პრაქტიკულად არასდროს უნახავთ მზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს კვერცხის ხარისხზე.

სოფლის კვერცხი ნატურალური პროდუქტია გაჯერებული გემოთი და სუნით, მაღალკალორიული და კარგად ანაყრებს ადამიანს. არ შეიცავს ანტიბიოტიკებს ან სხვა დანამატებს, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქათმების პატრონის ნებაზეა დამოკიდებული.

თუმცა, სოფლის ი კვერცხით, ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგალითად, სალმონელოზით ან ჰელმინთოზით. დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ნაჭუჭმა უნდა გაიაროს გარკვეული დამუშავება. სწორედ ამიტომ, სოფლის კვერცხი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაირეცხოს.

2. რატომ მიირთმევენ კვერცხს საუზმეზე?

საყვარელი რეცეპტით მომზადებული კვერცხი ნამდვილად შესანიშნავი საუზმის მაგალითია. მათ დილით მიირთმევენ, რათა მთელი დღის განმავლობაში თავი ენერგიულად და ფხიზლად იგრძნონ ჯანსაღი ცხიმების, ცილების, ვიტამინებისა და მინერალების წყალობით, ასევე, ტვინის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. კვერცხი არსებითად სასარგებლოა ქოლინის მაღალი შემცველობის გამო.

ამავდროულად, ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია ყოველდღე მიირთვას კვერცხი, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს. ითვლება, რომ კვერცხში შემავალი ქოლესტერინი არ ზრდის ადამიანის ქოლესტერინის დონეს, როგორც ამას ზოგიერთი სხვა, მაგალითად, ტრანსცხიმების და ნაჯერი ცხიმების შემცველი პროდუქტები აკეთებს.

რა თქმა უნდა, ზომიერების დაცვა აუცილებელია - კვირაში არაუმეტეს 7 ცალისა.

  • ექიმების აზრით, ასეთი კვების რაჟიმი არ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. უფრო მეტიც, ითვლება, რომ კვერცხის მოხმარების ასეთი დონე ხელს შეუწყობს ინსულტის და თვალის სერიოზული დაავადების (მაკულური დეგენერაცია) პრევენციას.

კვერცხი უკეთესად აითვისება, თუ ოდნავ არის მოხარშული, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ათქვეფილი კვერცხი ან პაშოტი. თერმული დამუშავება მნიშვნელოვანია, მაგრამ ტაფა დიდხანს არ გააჩეროთ ღუმელზე, ამ გზით მეტ ამინომჟავას და ვიტამინს შეინარჩუნებთ.

3. თეთრი კვერცხი უფრო ჯანსაღია, ვიდრე ყავისფერი?

ბევრი ადამიანი მაღაზიის თაროებზე თეთრ კვერცხს ეძებს, რადგან თვლის, რომ ის უფრო გემრიელი და ჯანსაღია. თუმცა ეს აბსოლუტური მითია.

  • ნაჭუჭის ფერი არ არის ხარისხის, გემოს ან საკვები ნივთიერებების მაჩვენებელი, ის მხოლოდ ქათმის ჯიშზეა დამოკიდებული. თეთრი ბუმბულის მქონე ქათმები თეთრ კვერცხებს დებენ, მოწითალო-ყავისფერი ბუმბულის მქონე ქათმები კი - ყავისფერს.

4. მწყერის კვერცხი უფრო ჯანსაღია, ვიდრე ქათმის კვერცხი?

ეს ძირითადად მარკეტინგული ხრიკია. ნებისმიერი ფრინველის კვერცხს დაახლოებით იგივე შემადგენლობა აქვს, ისინი ძირითადად ცხიმებისა და ცილისგან შედგება. ამავდროულად, მწყერის კვერცხში საკმარისზე მეტი ქოლესტერინია: ორჯერ მეტი, ვიდრე ქათმის კვერცხში. მართალია, ის ასევე შეიცავს ლეციტინს, რომელიც ხელს უშლის ქოლესტერინის სისხლძარღვების კედლებზე დალექვას.

თუ ავიღებთ ვიტამინებისა და მინერალების შემადგენლობას, ორივე წარმომადგენელს აქვს უპირატესობა.

ქათმის კვერცხი შეიცავს D ვიტამინს და ფტორს, მწყერის კვერცხი - ვიტამინებს B1, B2, PP.

  • მწყერს აქვს სხეულის მაღალი ტემპერატურა, 42° და მათ ნაკლებად აქვთ სალმონელოზის განვითარების რისკი, თუმცა სალმონელას საშიში ბაქტერიების გასანადგურებლად 50°-ზე მეტი ტემპერატურა მაინც აუცილებელია. ამიტომ, ეს პატარა, ჭრელი კვერცხი უმად არ უნდა მიიღოთ, ისევე როგორც ქათმის კვერცხი.

ასევე ღირს ჰიპოალერგიულობაზე საუბარი. თავად ცილამ შეიძლება იმოქმედოს როგორც ალერგენმა და მას შეიცავს როგორც ქათმის, ასევე მწყერის კვერცხი.

5. წონის დაკლებისას ბევრი არ ჭამს გულს - მართალია ეს?

სიგამხდრისა და კუნთების ზრდისკენ სწრაფვისას ბევრი უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ კვერცხის ცილას: მაგალითად, საუზმეზე მიირთმევენ არა ჩვეულებრივ ომლეტს, არამედ ცილოვან ომლეტს. ამას ხსნიან იმით, რომ კვერცხის ცილა გაცილებით ნაკლებად კალორიულია (სინამდვილეში, სამჯერ ნაკლები!), თითქმის არ შეიცავს ცხიმს ან ნახშირწყლებს (1%-ზე ნაკლები) და მდიდარია ცილებით.

ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ქათმის კვერცხის გული ვიტამინებისა და მინერალების მთავარი წყაროა, ის შეიცავს კვერცხში არსებული ყველა ცხიმს და თითქმის ნახევარ ცილას. ეს არის ყველაზე ძვირფასი პროდუქტი ჩვენს სუფრაზე, რომლის უგულებელყოფაც არ უნდა მოხდეს.

კვერცხის გულის სარგებელი ფასდაუდებელია: ის დიდწილად პასუხისმგებელია სტეროიდული ჰორმონების - ტესტოსტერონის, ესტროგენის, კორტიზოლის - გამომუშავებაზე. გული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წყაროა, რომლიც აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციას და ამცირებენ თრომბოზის რისკს. ის ასევე შეიცავს D ვიტამინს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ინარჩუნებს ძვლების ჯანმრთელობას და ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას.