იდეალური მენიუ ზაფხულისთვის
ზაფხულში სჯობს მეტი ბოსტნეულის სალათის, კენკრის და ხილის მიღება, მათ შორის ბანანის, რომელიც, გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, არ იწვევს, პირიქით ამცირებს შებერილობას. ასევე, აუცილებელია რაციონში კეფირის, სმუზის ან ჯანჯაფილის, პიტნისა და ლიმონის შემცველი სასმელების ჩართვა - ისინი ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის აღდგენას.
ამავდროულად, ზაფხულში, რაციონიდან გამორიცხეთ ლობიო, ბარდა და ხილის წვენები და დამატკბობლები, რადგან ეს პროდუქტები იწვევს გაზების წარმოქმნას და დისკომფორტს ნაწლავებში.
რომელი საკვები იწვევს შებერილობას და გაზების წარმოქმნას?
საკვები, რომელიც იწვევს შებერილობას, თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. მაგრამ მათ შორის არიან ლიდერები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ დისკომფორტს.
- ხილი: ვაშლი, საზამთრო, მანგო, გარგარი, ალუბალი, მსხალი, ქლიავი და ჩირი, დაკონსერვებული ხილი;
- ბოსტნეული: ხახვი, ნიორი, კომბოსტო, ჭარხალი, არტიშოკი;
- პარკოსნები (ყველა);
- მარცვლეული: ხორბალი, ჭვავი, ქერი;
- რძის პროდუქტები: რძე, ნაღები, ნაყინი, რბილი ყველი, იოგურტი;
- დამატკბობლები: ფრუქტოზა, აგავა, მანიტოლი, სორბიტოლი, ქსილიტოლი;
- გადამუშავებული საკვები: მზა საკვები, საკონდიტრო ნაწარმი, ძეხვეული, მწნილი;
- კეშიუ და ფისტაშკები.
შებერილობისგან ეფექტურად გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ პრობლემის მიზეზის აღმოფხვრით. მისი იდენტიფიცირება ხშირად მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაციისა და გამოკვლევის შემდეგ შეიძლება.
შებერილობასთან დაკავშირებული მდგომარეობების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ჯგუფების პრეპარატები:
- პროკინეტიკები;
- ადსორბენტები;
- პანკრეასის ფერმენტები და ფერმენტული დანამატები;
- პრე-, პრო-, მეტაბიოტიკები;
- საფაღარათო საშუალებები;
- სპაზმოლიზური საშუალებები.
კიდევ ერთი ჯგუფი პრეპარატებისაა ანტიდეპრესანტები. ისინი ინიშნება ფუნქციური დარღვევების გამოსასწორებლად, რათა გავლენა მოახდინონ ნაწლავ-ტვინის ღერძზე.
კვების რეჟიმის ცვლილებები
სიმპტომური თერაპიის დაწყებამდე მნიშვნელოვანია სცადოთ კვების რაციონის შეცვლა.
- ჭამეთ ნელა.
- კარგად დაღეჭეთ საკვები.
- არ ისაუბროთ ჭამის დროს.
- გადაყლაპეთ მცირე ულუფები.
- მოერიდეთ ჭარბ კვებას.
- ეცადეთ, არ გააკეთოთ ხანგრძლივი შესვენებები კვებებს შორის.
- შეზღუდეთ გაზიანი სასმელების(მათ შორის ალკოჰოლური), საღეჭი რეზინის,საწუწნი კანფეტების მიღება, საწრუპის მეშვეობით სასმელის დალევა.
- ნაკლები მოწევა.
- რაციონიდან ამოიღეთ საკვები, რომელიც კონკრეტულად აძლიერებს თქვენს სიმპტომებს.
- მოერიდეთსაკვებს, რომელსაც ნორმაში შეუძლია გაზარდოს მეტეორიზმი.
ფიზიკური აქტივობა
რეგულარული ვარჯიში ხელს შეუწყობს მუცლის კუნთების ტონუსში მოყვანას და ნეიროკუნთოვანი სიგნალების გადაცემის გაუმჯობესებას, ასევე ნაწლავების მოქმედების გაუმჯობესებას. ამისათვის სპორტდარბაზში შტანგის აწევა აუცილებელი არ არის. ზომიერი ფიზიკური აქტივობა გამოდგება:
- დღეში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში მშვიდი ტემპით სიარული;
- ცურვა;
- დიდი რაოდენობით საკვების მიღების შემდეგ სიარული;
- მუცლის კუნთების ტონუსში მოსაყვანი ვარჯიშები;
- იოგა;
- ველოსიპედით სიარული;
- დილის ვარჯიშები სხეულის მობრუნებისა და მოხრის ელემენტებით.
მუცლის მასაჟი
მუცლის მსუბუქი თვითმასაჟი სტიმულირებს საკვების, გაზების და განავლის გადაადგილებას. მოძრაობები სრულდება საათის ისრის მიმართულებით (ნაწლავების გასწვრივ) 2-5 წუთის განმავლობაში. ეს შეიძლება უკუნაჩვენები იყოს მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. მოერიდეთ ღრმა ზეწოლას და ნუ მიიყვანთ საქმეს მტკივნეულ შეგრძნებებამდე.
სტრესის შემცირება
თუ ფუნქციური პრობლემები გაქვთ, კარგი იქნება ისწავლოთ ნერვული სისტემის მუშაობის გადართვა. ყველაზე მარტივი ვარიანტია დაწოლა და დასვენება, ან კიდევ უკეთესი - რამდენიმე საათით ძილი.
რჩევა „ნაკლები ნერვიულობის შესახებ“ კიდევ უფრო გამაღიზიანებელია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შებერილობა ხშირად თან ახლავს შფოთვით აშლილობებს. ასეთ პაციენტებს შეიძლება დაეხმაროს მედიტაცია, წიგნების კითხვა, სუნთქვითი ვარჯიშები ან მუსიკის მოსმენა.