რომელი საკვები აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს
ამ პრობლემის დროს, მოერიდეთ:
- სწრაფ კვებას,
- ტკბილეულს და შაქრიან სასმელებს (გაზიანი სასმელები, ნაყინი, კანფეტი),
- შემწვარ საკვებს,
- რაფინირებულ ნახშირწყლებს (თეთრი მაკარონი და პური),
- მარცვლეულის პროდუქტებს გლუტენით.
მენიუში შეამცირეთ დამუშავებული საკვები და ხორცი: გაყინული მზა კერძები, ბეკონი, ძეხვი და ხორცის სხვა დელიკატესები.
ამის ნაცვლად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანებმა უნდა მიირთვან:
- ხილი,
- ბოსტნეული,
- ჯანსაღი ცხიმები (ავოკადო, ზეითუნის ზეთი),
- რძის პროდუქტები,
- ცხოველური ცილები (კვერცხი, ინდაური, კრევეტები),
- თესლეული,
- თხილეული,
- პარკოსნები,
- სანელებლები და სუნელები (კურკუმა, რეჰანი, როზმარინი, პაპრიკა, ზაფრანა, შავი პილპილი),
ასევე დალიონ ჩვეულებრივი და მინერალური წყალი ან უშაქრო ჩაი.