წონაში დაკლების მსურველებმა მადის გასაკონტროლებლად რაციონში ორაგული უნდა შეიტანონ
ორაგული ძალიან მდიდარია სასარგებლო მიკროელემენტებითა და ვიტამინებით.
- 100 გრ პროდუქტი შეიცავს ქრომის ყოველდღიური მოთხოვნილების 100%-ზე მეტს.
- ორაგული ასევე შეიცავს სელენს, რომელიც აწესრიგებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას და მონაწილეობს ტესტოსტერონის სინთეზში, რაც ასევე ხელს უწყობს სხეულის წონის შემცირებას.
იმავდროულად, თევზი მაღალკალორიულია, ამიტომ ამ პროდუქტით ძალიანაც გატაცება არ ღირს. დღეში უნდა მიირთვათ არაუმეტეს ერთი ან ორი თხელი ნაჭერი ორაგული, სასურველია ბოსტნეულთან ერთად. კარგია ორაგულის მირთმევა საუზმეზე ან დილით.
ქაშაყი ასევე ხელს უწყობს სისხლძარღვების გაძლიერებას და გულის ჯანმრთელობას. თევზი თავისი ვიტამინების შემცველობით, არ ჩამოუვარდება კალმახს ან ორაგულს, შეიცავს სასარგებლო ომეგა ცხიმოვან მჟავებს, ასევე D ვიტამინს და სელენს, რომლებიც საჭიროა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
ხანდაზმულებისთვის, საჭიროა რაციონში თევზის, ზღვის პროდუქტებისა და ფრინველის ხორცის შეტანა, რადგან მნიშვნელოვანია ცილების მიღება სწორი საკვებიდან. ქალებმა დღეში 200-300 გ ცილა უნდა მიირთვან, მამაკაცებმა - 300-400 გ.