რა ხდება, როდესაც 40 ან 70 წლის ასაკში გადადიხართ ჯანსაღ კვებაზე?
ამის შესახებ ექიმმა ფედერიკა ამატიმ Zoe-ს პოდკასტზე ისაუბრა, იუწყება Daily Mirror.
ექიმმა ისაუბრა კვლევაზე, რომელიც ჩატარდა დიდ ბრიტანეთში.
კვლევამ აჩვენა, რომ 40 წლის ასაკში ჯანსაღ კვებაზე გადასვლამ შეიძლება სიცოცხლე 10-11 წლით გაახანგრძლივოს.
გარდა ამისა, 70 წლის ასაკშიც არ არის დაგვიანებული დიეტის შეცვლა: ამ შემთხვევაში სიცოცხლე შეიძლება ექვსი წლით გახანგრძლივდეს.
ექიმმა გვირჩია რაციონში შევიტანოთ მეტი:
- ხილი,
- ბოსტნეული,
- პარკოსნები,
- თხილი.
ამავდროულად, საკმარისად უნდა ჭამოთ, რადგან ასაკთან ერთად ორგანიზმი ნაკლებად ითვისებს საკვებ ნივთიერებებს. ასევე უნდა დალიოთ წყალი, რათა თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროტეინის საკმარისი რაოდენობით მიღება: მოზრდილებში 0,83 გრამი სხეულის 1კგ მასაზე, ხოლო ხანდაზმული ადამიანებისთვის 1 გრამამდე 1 კგ წონაზე. ექიმმა რეკომენდაცია გაუწია მცენარეული ცილის (ლობიოს ან ოსპის ჩაშუშული), კვერცხის ან ცხიმიანი თევზის ყოველ კვებაში ჩართვას. ყველა ეს პროდუქტი სასარგებლოა ცხოვრების ხარისხისა და კანის დატენიანებისთვის.