ზრდის თუ არა კვერცხი და კარაქი ქოლესტერინის დონეს სისხლში
კვერცხზე, კარაქზე და არაჟანზე უარის თქმა ხელს არ უწყობს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას, რადგან ქოლესტერინის მხოლოდ 10-15% მიეწოდება ადამიანის ორგანიზმს საკვებით, დანარჩენ 85-90%-ს თავად ორგანიზმი გამოიმუშავებს.
ასე რომ, ეს პროდუქტები ზომიერად შეგიძლიათ მიირთვათ.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ქოლესტერინის სწორი ცვლა. ევოლუციამ განაპირობა მისი წარმოება, რადგან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ამ ნივთიერებისგან შენდება უჯრედის მემბრანები (კედლები). მისგან სინთეზირდება სასქესო და სხვა ჰორმონები მამაკაცებსა და ქალებში.
არსებობს სხვადასხვა სახის ქოლესტერინი, მაგრამ ყველა არ არის მავნე.
ამერიკელმა დიეტოლოგებმა, ემილი კაილმა და ჯულია ზუმპანომ, ასევე ავსტრალიელმა დიეტოლოგმა რანი პოლაკმა განაცხადეს, რომ ქოლესტერინის ბალანსს ორგანიზმში აწესრიგებს:
- თხილეული,
- თესლოვანი პროდუქტი,
- პარკოსნები,
- ავოკადო,
- ორაგული,
- ზეითუნის ზეთი.