როგორ დავიკლოთ წონა დღესასწაულების შემდეგ
ნიშნავს თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესი საყვარელი კერძების სამუდამოდ უარყოფას და რატომ ბრუნდება ძველი წონა ხანგრძლივი დიეტების შემდეგ.
დღესასწაული და თანმხლები პრობლემები, როგორ მოვერიოთ ჭარბ წონას ახალი წლების შემდეგ
დღესასწაულების შემდეგ საკმაოდ რთულია ფორმაში ჩადგომა, რადგან ადამიანები ახალი წლის დღეებში დიდი რაოდენობით მაღალკალორიულ საკვებს ჭამენ. თუ ადამიანს ჭარბი წონა ისედაც აქვს, კიდევ უფრო სწრაფად აისახება მატება, რამდენიმე დღეში 5-7 კილოგრამისაც კი. ასეთ დროს, პირველ რიგში, უნდა მიმართონ სპეციალისტს, ჩაიტარონ გამოკვლევები და ამის მიხედვით მოწესრიგდეს ცვლილებები. ხშირად შაქრის დონეა მომატებული ან ქოლესტერინის.
რა სახის განტვირთვის დღეებსა და მონოდიეტებს გვირჩევენ სპეციალისტები მომატებული კილოგრამების დასაკლებად
განტვირთვის დღეების მოწყობა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაშია გამართლებული. მონოდიეტებს კი მაშინ მიმართავენ, როდესაც სწრაფად სურთ წონის კლება. მონოდიეტის ხანგრძლივად დაცვა არ შეიძლება, რადგან ის იმუნიტეტს აქვეითებს. მონოდიეტა, ორგანიზმის მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალისტმა უნდა დანიშნოს. მონოდიეტა გულისხმობს ერთი სახეობის პროდუქტის მიღებას, შესაძლოა იყოს ორი პროდუქტიც. რაც შეეხება განტვირთვის დღეებს მხოლოდ წყლით, წყალი სასარგებლოა, მაგრამ გააჩნია რა რაოდენობით მიიღებს ადამიანი მას, თუმცა, წყალთან ერთად, დაბალპროცენტიანი კეფირის მიღება წონის კლებას გააუმჯობესებს.
გულისხმობს თუ არა, ჯანსაღი ცხოვრების წესი „გემრიელი საკვების“ სამუდამოდ აკრძალვას
ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, გულისხმობს სწორ კვებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა გემრიელი კერძები სამუდამოდ აიკრძალოს. დიეტოლოგები პაციენტებს მრავალფეროვანი კვების საშუალებას აძლევენ, ასწავლიან, როგორ მოამზადონ შინ გემრიელი საჭმელი და თან წონა დაიკლონ. სადღესასწაულო დღეებში ისინი არ ზღუდავენ გემრიელი საკვების მიღებას.
ჯანსაღი ცხოვრების წესი მოიცავს სწორ კვებას, მნიშვნელოვანია საუზმე და მრავალფეროვანი საჭმელი. ხილი შეიცავს შაქარსა და ფრუქტოზას და მისი მიღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში. ხილი ჭამეთ არა დესერტად, არამედ დამოუკიდებელი კვების სახით. ტკბილეულიც დღის პირველ ნახევარში ჯობს, მაგალითად, შავი შოკოლადი. ბოსტნეულის კი შეიცავს ცოცხალ უჯრედისს, ვიტამინებსა და მინერალებს, ამიტომ უხვად უნდა მიიღოთ. მნიშვნელოვანია, ორგანიზმმა მიიღოს ცილოვანი პროდუქტი, რომლის ჭამაც რეკომენდებულია როგორც დილას, ისე საღამოს.
უნდა იყოს თუ არა რაციონში პური, თუ მისი უარყოფა სჯობს
პური უმჯობესია იყოს დიეტური, საფუარის გარეშე, სასურველია შავი. არ არის რეკომენდებული ცხელი პურის ჭამა, უმჯობესია მეორე დღის. პურეულის ჯგუფს მიეკუთვნება ბურღულეულიც, მაგალითად, წიწიბურა, ჰერკულესი და ჩანაცვლებაც შესაძლებელია.
ჰორმონული დისბალანსი და რატომ იწვევს ის წონის ცვალებადობას
ჭარბი წონის ან სიმსუქნის მიზეზი მხოლოდ ჰორმონული დისბალანსი არ არის. ხშირად ამბობენ და უკვირთ, რომ დღეში ერთხელ ჭამენ და მაინც ვერ იკლებენ. კვება აუცილებელია 4-5-ჯერ, 3 საათიანი ინტერვალით. დღეში ერთხელ ან ღამით საკვების მიღება ჭარბი წონის მიზეზი ხდება. ხშირად ვხვდებით კვებითი ქცევის ფსიქო-ნერვოლოგიურ დარღვევებს, სტრესის ფონზე, გაუცნობიერებლად დიდი რაოდენობით იღებენ საკვებს. ამ დროს მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის დახმარება, რომ ადამიანმა მართოს თავისი თავი. სასურველია ფსიქოლოგისა და ენდოკრინოლოგის კომპლექსურად ჩართვა სიმსუქნის პრობლემის მოსაგვარებლად. ერთობლივი მუშაობით კარგი შედეგი მიიღება. შედეგის მისაღებად დაახლოებით 6 თვეა საჭირო. არ არის რთული აკრძალვები, მორგებულია ჯანსაღი კვების პრინციპებზე, მთავარია სურვილი, რომ ადამიანი შეიცვალოს.
შესაძლოა თუ არა ბავშვის წონის განსაზღვრა, ექნება თუ არა მას მიდრეკილება სიმსუქნისკენ მომავალში
სამწუხაროდ, სიმსუქნის პრობლემას დღითი დღე უფრო ხშირად ვხვდებით, ხშირია ჭარბი წონა ბავშვებს შორის. სიმსუქნე ეს არის დაავადება და დიდი შეცდომაა, როდესაც ჯანმრთელად მიიჩნევა ბავშვი ან მოზრდილი მაშინ, როდესაც მისი წონა ნორმაზე მეტია. ნუ დააძალებთ ბავშვებს საკვებს, ნუ გაასუქებთ, ნუ გაზრდით იმ დაავადებების გამოვლენის რისკს, რაც ზედმეტ წონას ახლავს, მოუწესრიგეთ მათ კვების რეჟიმი.
ჰორმონული დისბალანსის გამოსარიცხად აუცილებელია ძირითადი კვლევების ჩატარება
სიმსუქნის ერთ-ერთი მიზეზი ხშირად არის ხოლმე ჰიპოთირეოზი, რაც ხშირია საქართველოში, ასევე გასათვალისწინებელია შაქრის დონე სისხლში, თუ ძალიან დიდია წონა, უნდა შეფასდეს ქოლესტერინის დონეც.
როგორ ავიცილოთ თავიდან ხანგრძლივი დიეტები და სასურველი შედეგის შემდეგ, არ დავუბრუნდეთ ძველ კილოგრამებს
თუ ადამიანმა მკაცრი დიეტა შეარჩია, რასაც ხშირად თვითნებურად მიმართავენ, შემდეგ კი გარკვეულ ეტაპზე წყვეტენ და სასურველი შედეგიც ნაკლებად მიიღება. ხშირია წონის დაბრუნებაც, მნიშვნელოვანია, რა მეთოდი აირჩია ადამიანმა წონის დასაკლებად. ამიტომ არის დიეტის დროს ფსიქოლოგის ჩართვა პრიორიტეტული. ფსიქოემოციური ფონი და ჰორმონული დისბალანსი წესრიგდება, კვების რეჟიმიც რეგულირდება, დამოკიდებულებები დაიძლევა. მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობა 6 თვეა, ამ დროს პაციენტი მუდმივი დაკვირვების ქვეშ არის, რაც კიდევ უფრო ამარტივებს შედეგის მიღებას. მოწესრიგებული კვების რეჟიმი 6 თვის შემდეგაც უნდა შენარჩუნდეს. 6 თვე საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა მოიწესრიგოს კვების რეჟიმი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ხანგრძლივი პროცესი და არა სამდღიანი მონოდიეტა. უნდა გავიაზროთ, რომ სიმსუქნე ეს არის დაავადება, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, შესაძლოა სიმსუქნის გამო განვითარდეს დაავადება, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორი, იზრდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკი, იმატებს ძვალ–სახსროვანი პრობლემების გაჩენის რისკი და სხვა. ასევე, არის დაავადებები, რასაც თან ახლავს ჭარბი წონა, მაგალითად, ჰიპოთირეოზი.
რა აკლია თქვენს ორგანიზმს ზამთარში? – 5 რჩევა, როგორ იკვებოთ და დააბალანსოთ ყოველდღიური რაციონი
ზამთარი ის პერიოდია, როდესაც ჩვენს ორგანიზმს ვიტამინები საგრძნობლად აკლდება და ტემპერატურასთან ერთად, იმუნიტეტიც გვიქვეითდება. როგორც წესი, ორგნიზმი ვიტამინების: D, C, E, K, B1₁, B6₆, B3₃ და რკინის ნაკლებობას განიცდის.
რჩევა 1 – რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი
ზამთრის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი, რომელზეც თქვენი კეთილდღეობაა დამოკიდებული, დაბალანსებული კვების რაციონის დაცვაა. ყოველდღიური მენიუ უნდა შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალებს და ბოჭკოებს. წელიწადის ამ დროს ეს წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმი დიდ ენერგიას ხარჯავს ვირუსებისა და ინფექციებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მხოლოდ დაბალანსებული კვება და რაციონში სხვადასხვა საკვების არსებობა დაგეხმარებათ ამ დანაკარგების ანაზღაურებაში. სწორედ ამიტომ, ექიმები და დიეტოლოგები არ გირჩევენ დიეტის დაცვას და ზამთარში გარკვეული საკვების შეზღუდვას, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე.
რჩევა 2 – უპირატესობა მიანიჭეთ ცილოვან საკვებს
ზამთრის რაციონში ცილებით მდიდარი საკვების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მათი დეფიციტისას ორგანიზმს უჭირს ვირუსებთან ბრძოლა. ჭამეთ თევზი, მჭლე ხორცი, რძის პროდუქტები, კვერცხი და ზღვის პროდუქტი. თევზი გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულებით. იგი ცილების, ცხიმების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების მდიდარი წყაროა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. თევზი შეიცავს ასევე კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, მაგნიუმს და სხვ. მასში უხვადაა მიკროელემენტებიც. იოდისა და სელენის შემცველობის მიხედვით თევზს ვერც ერთი საკვები პროდუქტი ვერ შეედრება. მისი ჭამა რეკომენდებულია კვირაში ორჯერ.
თევზის რომელი სახეობა უნდა ვჭამოთ ზამთარში
ბიუჯეტურ თევზეულში რეკომენდებულია ქაშაყი, არ არის ძვირადღირებული და ხელმისაწვდომია ყველასთვის. გარდა ამისა, ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. ქაშაყი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალიზებაზე, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაზე, მხედველობისა და იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე და სხვ. მნიშვნელოვანია, შეიძინოთ ადგილობრივი წარმოების ხარისხიანი პროდუქტი. მაგალითად, „ოკეანის“ ქაშაყი შეფუთვით. მსგავსი შეფუთვები უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა და მიკროელემენტების შენარჩუნებას. ქაშაყი შეგიძლიათ შეიძინოთ წონით, დამარილებული. ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ვადებს. ასევე, აუცილებელია იცოდეთ, რომ თუ დამარილებული ქაშაყის თვალი დაბურულია (გათეთრებულია), ეს ნიშნავს რომ კარგად არის დამარილებული და ტექნოლოგიური პროცესები დაცულია.
ზამთარში ორგანიზმი D ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს ცხიმიანი თევზი და განსაკუთრებით, ორაგული. იმისათვის, რომ ამ პროდუქტისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ, აუცილებელია თევზი შესაბამის გარემო პირობებში იყოს გაზრდილი. ასეთ საუკეთესო პროდუქტად კი მიჩნეულია ნორვეგიული ორაგული, რომელიც ბუნებრივი საკვებით არის გაზრდილი. აქაც, ადგილობრივი მწარმოებლის მიერ დაფასოებულ პროდუქტს გირჩევთ.
რჩევა 3 – დალიეთ მეტი მწვანე ჩაი
არ დაუშვათ ორგანიზმის გაუწყლოვნება (დეჰიდრატაცია). მარცვლეულისგან დამზადებული სურნელოვანი სასმელის მოყვარულებმა ცოტახნით უარი უნდა თქვათ მასზე. ყავა ზამთრის მელანქოლიის სიმპტომებს გააძლიერებს. მწვანე ჩაი, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, გამოგაფხიზლებთ კიდეც და ყავასთან შედარებით, გაცილებით სასარგებლოცაა.
რჩევა 4 – იკვებეთ ულუფებად
ზამთარი შესანიშნავი დროა დიეტოლოგებისა და სწორი კვების მიმდევრების რეკომენდაციების პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ულუფებად კვება ვარაუდობს, რომ კვება ხდება ყოველ 3-4 საათში. საჭმლის ულუფა არ უნდა აღემატებოდეს ჭიქის მოცულობას. უპირატესობა უნდა მიენიჭოს მაღალი ენერგეტიკული ღირებულების მქონე საკვებს. მარცვლეული და ხილი საუკეთესოა დღის პირველ ნახევარში, ცილა და ბოსტნეული – მეორეში.
ეს რეჟიმი ხელს შეუწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და ორგანიზმს მისცემს ენერგიას, რომელიც აუცილებელია ეფექტურობისა და სითბოს შესანარჩუნებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის სეზონზე.
რჩევა 5 – შეიყვარეთ ცხელი წვნიანები
ცხელი საკვები ყოველთვის საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის. ზამთარში ეს მოთხოვნილება ყველაზე მწვავე ხდება. მოხარშეთ მეტი წვნიანი: ის შესანიშნავად შეიწოვება ორგანიზმის მიერ, არეგულირებს წყლის ბალანსს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და გვათბობენ ზამთარში. ძალიან სასარგებლოა ხორცის, თევზისა და სოკოს ბულიონები, გაჯერებული მინერალებითა და ვიტამინებით. მაგალითად, ქათმის ბულიონი არის ანთების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალება, რომელიც გვეხმარება გაციების სიმპტომეთან ბრძოლაში. რაც შეეხება მომზადების მეთოდებს, არ ვადუღოთ დიდხანს, რადგან არ დაიკარგოს ვიტამინები და არ შემცირდეს კვებითი ღირებულება.
დამატებითი რეკომენდაციები:
1. ჩართეთ თხილი და ჩირი თქვენს რაციონში;
2. დატვირთეთ ორგანიზმი სეზონური ბოსტნეულითა და ხილით;
3. მიიღეთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები: ახალი ბოსტნეული და ხილი, თხილი, კენკრა, ხილის სასმელები, პიურე, მწვანე ჩაი, კაკაო და ღვინო;
4. გამოიყენეთ სანელებლები და მწვანილი. ეს ინგრედიენტები საიმედო დამხმარეები არიან იმუნური სისტემის გაძლიერებასა და სხეულის დაცვაში, რადგან ისინი ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების საცავია;
5. დღეში 7-8 ჭიქა წყალი დალიეთ.