რამდენია შაქრის უსაფრთხო ყოველდღიური დოზა მოზრდილებისთვის
შაქრის ჭარბი დოზა ზრდის სიმსუქნის რისკს.
ასევე, დოზის გადაჭარბებით, არსებობს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, პირის ღრუს პრობლემების და ჯანმრთელობის სხვა გართულებების განვითარების რისკი.
- რეკომენდებულია ისეთი სასმელებისა და საკვების არჩევა, რომელიც შეიცავს შაქრის მინიმალურ რაოდენობას. უნდა შევზღუდოთ ტკბილი გაზიანი სასმელების მიღება, ასევე ნამხვრებისა და ზოგადად ტკბილეულის მოხმარება.
- ტკბილის მიღების სურვილის შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ხილი, ჩირი ან მცირე რაოდენობით თაფლი, რომელიც მიუხედავად იმისა რომ შეიცავს შაქარს ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რადგანაც მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით და სასარგებლოდ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.