ბოსტნეული და ხილი გვიცავს ნაწლავის კიბოსგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბოსტნეული და ხილი გვიცავს ნაწლავის კიბოსგან

სამხრეთ დაკოტას სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალ Cancers-ში გამოქვეყნდა.

  • ფლავონოიდები ბუნებრივი პიგმენტებია, რომლებიც გვხვდება ყველა მკვეთრი ფერის ბოსტნეულსა და ხილში.
  • მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნივთიერებათა ცვლის დროს ფლავონოიდების დაშლისას ნაწლავებში წარმოიქმნება მჟავა 2,4,6-THBA, რომელსაც აქვს უნარი ჩაახშოს კიბოს უჯრედების ზრდა მსხვილ ნაწლავსა და სწორ ნაწლავში.

უპირველეს ყოვლისა, საუბარია ანტოციანინის ფლავონოიდებზე, რომლებიც ფერს ანიჭებენ ყურძენს, მოცვს, მაყვალს, ჟოლოს, შავ მოცხარს, ალუბალს, ბადრიჯანს და სხვადასხვა სახის წიწაკას. ფლავონოიდების დაშლის პროდუქტი წითელ ღვინოშიც კი მცირე რაოდენობითაა ნაპოვნი.

მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა შემდგომი კვლევა ავთვისებიანი უჯრედების წინააღმდეგ 2,4,6-THBA-ის ეფექტურობის დასადასტურებლად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ნივთიერება მომავალში შეიძლება გახდეს კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების განვითარების საფუძველი.

გარდა ამისა, ვინაიდან ნაწლავის ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ფლავონოიდების დაშლაში, მკვლევარები ახლა ეძებენ ზუსტად იმ მიკროორგანიზმებს, რომლებიც გამოყოფენ 2,4,6-THBA. ეს ბაქტერიები, ფლავონოიდების შემცველ დანამატებთან ერთად, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პრობიოტიკი ნაწლავის კიბოს თავიდან ასაცილებლად.