წყალი უფრო გამამხნევებელად მოქმედებს, ვიდრე ყავა - 5 პროდუქტი, რომელიც ამარცხებს სტრესს
1. კვერცხი. ეს პროდუქტი მდიდარია რკინით, ცილებით და ქოლინით (B ვიტამინი). ეს ნივთიერებები აუცილებელია ტვინის აქტიური ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა, ცილა ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და მაღალი ხარისხის ენერგოცვლას.
2. ბანანი. განწყობის ასამაღლებლად ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილი. უნდა მიირთვათ 1-2 ბანანი დღეში. ის შეიცავს უამრავ მაკროელემენტს და ვიტამინს, რომლებიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის და აქტიური მეტაბოლიზმისთვის: მაგნიუმი, კალიუმი, ვიტამინები E, C და B6. გარდა ამისა, ბანანი შეიცავს ბოჭკოს, რომელიც ახანგრძლივებს სისავსის შეგრძნებას, ასევე ფრუქტოზასა და გლუკოზას – სწრაფ ნახშირწყლებს, რომლებიც მყისიერად ანაყრებენ ორგანიზმს და ავსებენ ენერგიით.
3. თხილი. შეიცავს უამრავ ცილას, ასევე სპილენძს, მაგნიუმს და რიბოფლავინს (ვიტამინი B). ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას და ტვინის ფუნქციის სტიმულირებას.
4. მანდარინი და ფორთოხალი. ციტრუსები შეიცავს უამრავ C ვიტამინს, რომელიც მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების - ნორეპინეფრინისა და სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონის) სინთეზში.
5. წყალი. თუ ცოტა წყალს დალევთ, სისხლი შესქელდება და მისი მოძრაობა შენელდება, ხოლო უჯრედებს ნაკლებად მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. მაშინაც კი, თუ ადამიანს საკმარისად სძინავს, მაგრამ ცოტა სითხეს სვამს, ის უფრო სწრაფად დაიღლება.