დიეტოლოგმა შეაფასა წონის დაკლების წესი "30-30-30"
ეს მიდგომა გულისხმობს 30 გრამი ცილის ჭამას გაღვიძებიდან 30 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვება 30 წუთი დაბალი ინტენსივობის ვარჯიში. შმიდტმა დადებითად შეაფასა დილის ასეთი რუტინა.
დიეტოლოგმა ტარა შმიდტმა კომენტარი გააკეთა წონის დაკლების წესზე „30-30-30“. მის სიტყვებს TODAY.com ციტირებს.
30-30-30 წესი არის წონის დაკლების მეთოდი, რომელიც გულისხმობს 30 გრამი ცილის ჭამას გაღვიძებიდან 30 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვება 30 წუთი დაბალი ინტენსივობის ვარჯიში. დილის რუტინა პოპულარული გახდა TikTok-ზე.
შმიდტმა დადებითად შეაფასა ამგვარი მიდგომა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია საწყის დონეზე.
„თუ თქვენ არ აკეთებთ რაიმე ვარჯიშს და ახლა დაიწყეთ დღეში 30 წუთი დაბალი ინტენსივობის ვარჯიში, ეს უკეთესია, ვიდრე არაფერი“,- დასძინა ფიზიოლოგმა ჯეისონ მაჩოვსკიმ.