რამდენი კალორიაა წითელხიზილალიან ბუტერბროდში
12 გრამი კარაქისა და ერთი ჩაის კოვზი ხიზილალისგან, დაახლოებით 180 კილოკალორიაა.
ორი ან სამი ბუტერბროდის მირთმევაც კი შეგიძლიათ, მაგრამ იმ პირობით, რომ დანარჩენი კერძები ნაკლებად კალორიული იქნება. მაგრამ თუ გინდათ ბევრი სხვადასხვა კერძის გასინჯვა, მაშინ ერთი ბუტერბროდი, სასურველია კარაქის გარეშეც მიირთვათ.
წითელი ხიზილალისადმი მთავარი მოთხოვნაა, რომ ეს პროდუქტი იყოს ახალი, რაც უზრუნველყოფს მის კარგ გემოს.
ასევე წაიკითხეთ:
წითელი ხიზილალის შემადგენლობა
წითელი ხიზილალა უძვირფასესი საკვებია. მის შემადგენლობაში შედის ცილები, А, D, Е ვიტამინები, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ფოლიუმის მჟავა, იოდი, ფოსფორი და კალციუმი. ცილა წითელ ხიზილალაში ძალიან ბევრია - 32% - და გაცილებით უკეთ შეიწოვება, ვიდრე რძისა და ხორცისა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერება ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
სასარგებლო თვისებები
წითელი ხიზილალას სასარგებლო თვისებები იოლი ასახსნელია: მისი თითოეული მარცვალი ხომ თევზის “კვერცხია“, რომელშიც ბუნებამ თავი მოუყარა ყველაფერს, რაც კი ჩანასახის სრულფასოვანი განვითარებისთვისაა საჭირო. წითელი ხიზილალა კარგია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის და იმუნიტეტის ასამაღლებლად; ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას, უხდება მხედველობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, საგრძნობლად ამცირებს თრომბების წარმოქმნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. ქოლესტერინის შემცველობას ზოგი სპეციალისტი ხიზილალას ნაკლად მიიჩნევს. სინამდვილეში ეს ნივთიერება ნერვული ქსოვილისა და უჯრედის მემბრანის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მავნებელია მხოლოდ სიჭარბის დროს. ამასთან, ხიზილალა შეიცავს ლეციტინს, რომელიც ქოლესტერინს ადგილზე აუვნებლებს. წითელი ხიზილალა აღადგენს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც დაბალი ჰემოგლობინი აქვს.