6 საკვები, რომელიც დაბერებას აჩქარებს
ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში რეალურია. ამაში ადამიანს მხოლოდ ჯანსაღი ძილი, რეგულარული ვარჯიში, კანის მოვლა და მუდმივი სტრესის არარსებობა ეხმარება.
ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ იმას, რასაც მიირთმევთ – ცნობილია, რომ ზოგიერთი საკვები უარყოფით გავლენას ახდენს სხეულზე.
1. ყავა
ყავის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას. ორგანიზმში საჭირო რაოდენობის წყლის ნაკლებობა იწვევს კანის სიმშრალეს და კოლაგენის გამომუშავების შემცირებას. ეს არის ცილა, რომელიც პასუხისმგებელია ახალგაზრდულ კანზე. სწორედ ამიტომ, ყავის მოყვარულებს შეიძლება განუვითარდეთ ნაადრევი ნაოჭები. ექიმები გვირჩევენ არ დალიოთ დღეში ორ-სამ ფინჯანზე მეტი ყავა. და ნუ დაუმატებთ მას შაქარს.
2. შაქარი
შაქარი ასევე იწვევს კანის გაუწყლოებას, ნებისმიერი ფორმით - ჩიზქეიქებში, შოკოლადში, ტკბილ გაზიან სასმელებში, ფუნთუშებში. გარდა ამისა, შაქარი იწვევს გლიკირების პროცესს: წარმოქმნილი ნაერთები გროვდება ორგანიზმში და იწვევს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების პრობლემებს. მათ გარეშე, როგორც სისხლძარღვები, ასევე კანი ზიანდება. ამიტომ ჯობია ყოველდღე ტკბილეული არ მიირთვათ.
3. ალკოჰოლი
სასმელი ზოგადად საზიანოა, თუნდაც მცირე რაოდენობით. ალკოჰოლი ასევე ახდენს სხეულის დეჰიდრატაციას. აღინიშნება სახის შეშუპება, ლოყების და ცხვირის სიწითლე. ფორების გაფართოება, ცხვირის ნაოჭი უფრო გამოხატულია და წარბებს შორის ჩნდება ნაოჭები.
4. მარილიანი ჩიფსები და კრეკერები
ბევრია ტრანსცხიმი, არომატიზირებული დანამატები და მარილი - ეს ყველაფერი იწვევს კანის გამუქებას, გამონაყარს, შეშუპებას და დანაოჭებას. ეს მარილიანი საჭმელები ასევე არის თქვენი ყოველდღიური კალორაჟის მიღების მყარი დანამატი. ზედმეტი კილოგრამები კი, ახალგაზრდობას არავის მატებს.
5. წითელი ხორცი
ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი ორგანიზმი კარგავს ფერმენტებს, რომლებსაც შეუძლიათ წითელი ხორცის ცილის მონელება. ამიტომ დიეტოლოგები გვირჩევენ სტეიკის ან სხვა კერძების მიღებას არა უმეტეს კვირაში ორჯერ. უმჯობესია დაიცვათ მრავალფეროვანი დიეტა: არ უგულებელყოთ თევზი, ქათამი, იხვი, ზღვის პროდუქტები და ზოგჯერ მიიღოთ საქონლის და ღორის ხორცი.
6. კარტოფილი ფრი
ჯერ ერთი, ის მარილიანია და მარილის საშიშროებაზე უკვე ვისაუბრეთ. მეორეც, ის კალორიულია. მესამე, მისი მომზადებისას გამოიყენება ცხელი ზეთი, რომელსაც არავითარი სარგებელი არ მოაქვს ორგანიზმისთვის. სხვა საკითხებთან ერთად, ამერიკული ქიმიური ასოციაციის ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს კერძი შეიძლება იყოს კიბოს განვითარების მიზეზი.