/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

მიირთვით რაც შეიძლება მეტი პომიდორი

მიირთვით რაც შეიძლება მეტი პომიდორი
პომიდვრის უნიკალურობას, საუცხოო გემოს გარდა, მისი სასარგებლო თვისებებიც განაპირობებს. რაც უფრო მწიფეა პომიდორი, მით უფრო მეტ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

პომიდორში წარმოდგენილია შაქრები (გლუკოზა და ფრუქტოზა), A, B, B2, B6, B9, C, E, K, PP ვიტამინები და ბეტა-კაროტინი, ორგანული ვაშლის, ლიმონისა და ღვინის მჟავები, ორგანული მფრინავი სპირტი და ეთერზეთები, კალციუმი, კალიუმი, იოდი, ფოსფორი, მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა, ქლორი, სპილენძი, თუთია და გოგირდი მანგანუმთან ერთად.

პომიდვრის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს მიიჩნევენ.

პომიდორი მძლავრი ანტიოქსიდანტია

პომიდორი მდიდარია ლიკოპენით, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია. ლიკოპენი ბუნების საოცრებაა, უამრავი დაავადების მკურნალი. მას გააჩნია ანტისიმსივნური მოქმედება – აფერხებს დნმ-ის მუტაციას და წყვეტს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას. პომიდვრის სისტემატურად გამოყენება ყოველდღიურ რაციონში ამცირებს სიმსივნური პათოლოგიის განვითარების რისკს. ეს კი სწორედ პომიდორში შემავალი ლიკოპენისა და კაროტინოიდების დამსახურებაა. ლიკოპენი ცხიმებთან ერთად უკეთ შეითვისება ორგანიზმის მიერ, ამიტომაც სასურველია პომიდორი მცენარეულ ცხიმთან (ზეთთან) ერთად მივირთვათ. სწორედ ლიკოპენი ანიჭებს პომიდორს ღაჟღაჟა წითელ ფერს. ლიკოპენისა და ამავე დროს კალიუმის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო პომიდორი მეტად სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის. კალიუმს ხომ ორგანიზმში მიმდინარე წყალმარილოვან ცვლაში განსაკუთრებული როლი აქვს.

პომიდორს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პომიდვრის წვენი, ფიტონციდების წყალობით, ხოცავს მავნე მიკრობებსა და პათოგენური ფლორის სხვა წარმომადგენლებს. ანტიბაქტერიული მოქმედების გარდა, პომიდორს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გლიკოალკალოიდის შემცველობის გამო კი ის ავლენს არა მხოლოდ ბაქტერიციდულ, არამედ ფუნგიციდურ (სოკოს მომკვლელ) მოქმედებასაც. პომიდორი სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლისათვის.

პომიდორი ამაღლებს გუნება-განწყობას

პომიდორი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მონელების პროცესს, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში და ზრდის ჰემოგლობინის დონეს. გარდა ამისა, ის არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციობას. პომიდორში შემავალი სეროტონინი ამაღლებს გუნება-განწყობას. ამის გამო პომიდორს საუკეთესო ნატურალურ ანტიდეპრესანტად მიიჩნევენ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მაქვს მაღალი ქოლესტერინი,უნდა გადავიდე სიმინდის ზეთით მომზადებულ საკვებზე, რადგან ვერ ავიტანე ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები.მაგრამ ვერავინ ვერ მეუბნება კონკრეტულად რომელი ზეთი შევიძინო.გთხოვთ მითხრათ,რომელი ფირმის და წარმოების ზეთი შეიძლება მივიღო? იქნებ სახელი მიმითითოთ ყველა სხვადასხვას მეუბნება,დავიბენი,არადა სასწრაფოდ უნდა შევცვალო მზესუმზირის ზეთი.მადლობა...</p>

ჭარბი წონის მქონეთ თამამად შეუძლიათ პომიდვრის ჭამა, რადგანაც ის დაბალკალორიულია (100 გრამი ნაყოფი – 23 კკალ). პომიდვრის დადებით თვისებად მიიჩნევა ისიც, რომ მასში შემავალი ქრომი და რამდენიმე ნივთიერება განაპირობებს სწრაფად დანაყრებას, მყისიერად ანეიტრალებს შიმშილის გრძნობას.

გარკვეული გამოკვლევებით დადგენილია, რომ ამ მცენარის მწიფე ნაყოფში ნიტრატები არ გროვდება. რაც უნდა გაგიკვირდეთ, მწიფე პომიდორში ნიტრატები არ არის!

პომიდორი თრომბოზების წინააღმდეგ

ამერიკელმა მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ჟელესმაგვარი სუბსტანცია, რომელიც გარს აკრავს პომიდვრის თესლებს, შეიცავს მეტად სპეციფიკურ ნივთიერებას. მას მეცნიერებმა P3 უწოდეს. ეს ნივთიერება თურმე მეტად სასარგებლოა, რადგანაც „ათხელებს“ სისხლს და ეფექტურად ეწინააღმდეგება თრომბების წარმოქმნას. პექტინების წყალობით პომიდორი აბალანსებს არტერიულ წნევასაც.

პომიდორი აახალგაზრდავებს კანს

B ჯგუფის ვიტამინების წყალობით პომიდორი აუმჯობესებს სახის კანის ფერს, აფერხებს ნაოჭების განვითარებას და საზოგადოდ, გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს კანზე. პექტინი, რომელიც დიდი რაოდენიბითაა წარმოდგენილი პომიდორში, ორგანიზმიდან წიდებისა და სხვადასხვა მავნე ნივთიერების გამოდევნას უწყობს ხელს. პომიდორი მედიცინაში

პომიდორი უნიკალური შემადგენლობის გამო კარგ ეფექტს იძლევა ასთენიის მკურნალობაში. მისი წვენი გამოიყენება წყლულებისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ. ახალგაწურული წვენი და რბილობისაგან მომზადებული პიურე (ფაფისებრი მასა) სამკურნალო მიზნით ენიშნებათ ორსულებს, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ქრონიკულ მოავადეებსა და ბავშვებს საკვებ რაციონში, როგორც ვიტამინების, მიკროელემენტებისა და მინერალების უნიკალური წყარო. პომიდორი ავიტამინოზების სამკურნალო და საპროფილაქტიკო უნივერსალური საშულებაა.

ჯერ კიდევ ინდიელი ტომები იყენებდნენ პომიდორს პოტენციის გასაძლიერებლად. პომიდორი მართლაც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სასქესო ჯირკვლების ფუნქციობაზე. ტყუილად როდი შეარქვეს ფრანგებმა ამ ნაყოფს სიყვარულის ვაშლი. პომიდორი ღვიძლის გამწმენდი კარგი საშუალებაცაა. განსაკუთრებით კარგ ეფექტს იძლევა ის, თუ მის ფაფას მწვანილის წვენს შეურევთ.

პომიდვრის სიფრთხილით გამოყენების ჩვენებები:

  • პომიდორი ერთ-ერთი ძლიერი ალერგენია. ამდენად, საკვებ პროდუქტებზე ალერგიულებმა ის სიფრთხილით უნდა მიიღონ. გამოხატული ალერგიული რეაქციის მქონე პირებმა კი საერთოდ გამორიცხონ საკვები რაციონიდან;
  • პოდაგრითა და თირკმლის მწვავე პათოლოგიით დაავადებულებმა არ უნდა ჭამონ პომიდორი. საყურადღებოა ისიც, რომ დაკონსერვებული პომიდვრის ან მისი წვენის სისტემატურად გამოყენებამ, განსაკუთრებით სახამებლის შემცველ საკვებთან ერთად, შესაძლოა თირკმელებსა და შარდის ბუშტში კენჭების განვითარების პროვოცირება მოახდინოს.
  • პომიდორი მავნებელია ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონეთათვის, რადგანაც ის ნაღვლის დენას აძლიერებს და ხელს უწყობს კენჭების გადაადგილებას. გარდა ამისა, პომიდორში შემავალმა ორგანულმა მჟავებმა შესაძლოა ნაღველკენჭოვანი პათოლოგიის დროს ტკივილი გააძლიერონ.
კომენტარები (3)
Badri gogvadzei
სოფელი ყველას გაქვთ და მიხედეთ ადგილებს
თარიღი : 15-11-2023
???
რომელი პომიდორი, მაღაზიების უმეტესობაში როა და კარტოფილივით რომ ითლება???? არა მგონია ძალიან სასარგებლო ოყოს...
თარიღი : 15-11-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ უნდა ვჭამოთ პომიდორი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები