ნუში, კაკალი, ფისტა და თხილი - ჯანსაღი თხილეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნუში, კაკალი, ფისტა და თხილი - ჯანსაღი თხილეული

კლივლენდის კლინიკის თანახმად, თხილი აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობას რეგულარულად მიღების დროს და ამცირებს რამდენიმე ქრონიკული დაავადების რისკს.

კვლევამ აჩვენა, რომ პირებს, რომლებიც ჭამდნენ თხილს, განსაკუთრებით კაკალს, ჰქონდათ ჯანმრთელობის უკეთესი მაჩვენებლები, მათ შორის დაბალი არტერიული წნევა, ტრიგლიცერიდების დაბალი მაჩვენებელი და სისხლში შაქრის ნორმალური დონე.

მაიოს კლინიკის თანახმად, დიეტამ, რომელიც შეიცავს თხილს, შეიძლება შეამციროს გულის დაავადების რისკი ანთების შემცირების, არტერიების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სისხლის შედედების რისკის შემცირების წყალობით.

თხილი ცხიმის უფრო მდიდარი წყაროა, ვიდრე ბევრი სხვა საკვები, მაგრამ ცხიმების ტიპები, რომლებიც მას შეიცავს, არის გულისთვის ჯანსაღი, და პორციების დაცვით შეგიძლიათ მარტივად მიირთვათ თხილი ყოველდღიურად, კალორიების გადაჭარბების გარეშე.

ნუში

ნუში ბოჭკოს ყველაზე მაღალი შემცველობით გამოირჩევა და შეიცავს ყველაზე მეტ E ვიტამინს, მაგნიუმსა და კალციუმს ერთ პორციაში. ნუში უზრუნველყოფს ფოსფორისა და კალიუმის ჯანსაღ დოზას - ყველა ეს საკვები ნივთიერება ხელს უწყობს უჯრედების ზრდას, ენერგიის გამომუშავებას და იმუნური ფუნქციის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ნუში შეიცავს ანტიოქსიდანტებს.

კაკალი

კაკალი უფრო დაბალია ცილებისა და ბოჭკოს შემცველობით, ხოლოუფრო მაღალია კალორიების შემცველობით. კლივლენდის კლინიკის თანახმად, ნიგოზი არის ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეული წყარო.

კაკალი განსაკუთრებით ეფექტურია კოგნიტური დაქვეითების თავიდან ასაცილებლად, განწყობის ამაღლებისათვის და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის დაცვისათვის. კაკლის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება შეამციროს სტრესი, გააუმჯობესოს განწყობა და გაზარდოს ნაწლავის მიკრობიომის მრავალფეროვნება. კაკალი ყველაზე ნაკლებ ნახშირწყალს შეიცავს.

ფისტა

ფისტა ნაკლებად კალორიულია ვიდრე ნუში ან ნიგოზი. ფისტა შეიცავს უფრო მეტ გულისთვის სასარგებლო უჯერ ცხიმებს, კალიუმს და მცენარეულ ნაერთებს, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ საერთო ჯანმრთელობა და შეამცირონ ორგანიზმში ანთება. ფისტა ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა.

თხილი

თხილი ნებისმიერი დიეტის ჯანსაღი დანამატია, როგორც ჯანსაღი ცხიმების, ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების კონცენტრირებული წყარო.

არჩევანი დამოკიდებულია პირადი ჯანმრთელობის მიზნებზე. თუ თქვენი მიზანია იმუნური ფუნქციის გაუმჯობესება ან ძვლების ან საჭმლის მომნელებელი სისტემის გაძლიერება, აირჩიეთ ნუში. უკეთესი გულის ან ტვინის ჯანმრთელობისათვის კაკალი, ხოლო თუ წონაში დაკლება გსურთ ან ეძებთ ანტიოქსიდანტურ პროდუტქს აირჩიეთ ფისტა.