მიეკუთვნება თუ არა ლეღვი სასარგებლო ხილს?
შეიცავს სხვადასხვა ვიტამინს, მინერალს, უჯრედისს. ძლიერი ანტიოქსიდანტია, შეიცავს ნაკლებ ცხიმს.
ლეღვის შემადგენლობაშია პრებიოტიკები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის მიკროფლორის სიჯანსაღის შენარჩუნებას და შესაბამისად, ლეღვი სასარგებლოა საჭმლის მონელების პროცესისთვის (ხელს უწყობს ყაბზობის პრევენციას).
ლეღვი არ შეიცავს ქოლესტერინს და ნატრიუმს. პატარა ზომის(40 გრამ) ლეღვს გააჩნია 30 კალორია, შეიცავს 6.7 გ ნახშირწყალს, 1,2 გ ბოჭკოს, 0.3 გ ცილას, 0.1 გ ცხიმს.
ლეღვი შეიცავს შემდეგ მინერალებსა და ვიტამინებს:
- კალციუმს;
- კალიუმს
- რკინას;
- მაგნიუმს;
- თუთიას;
- სელენიუმს;
- C ვიტამინს;
- K ვიტამინს;
- B ჯგუფის ვიტამინებს
ლეღვი კვებავს კანს, ატენიანებს თმას, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას.
ლეღვი სასარგებლო ხილია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ:
ლეღვმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
არ შეიძლება დიდი რაოდენობით მიღება, ვინაიდან შეიძლება გახდეს ფაღარათის მიზეზი.
აქვს საშუალო გლიკემიური ინდექსი(რაც მის სიტკბოს განსაზღვრავს). სწორედ ამიტომ არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.
კალიუმის შემცველობის გამო არ არის მიზანშეწონილი თირკმლის უკმარისობის დროს.
თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს უნდა შეზღუდოთ ლეღვის მიღება (K ვიტამინის შემცველობის გამო, შესაძლოა შეამციროს წამლის ეფექტი).