/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

კეფირი - სუპერპროდუქტი რძის ნაწარმიდან

კეფირი - სუპერპროდუქტი რძის ნაწარმიდან
კეფირი დატვირთულია ვიტამინებით, მინერალებითა და ნუტრიენტებით.

კეფირი მზადდება ძროხის, თხის ან ცხვრის რძეში კეფირის მარცვლების დამატებით, რომელიც შეიცავს საფუარს და სასარგებლო ბაქტერიებს. მიკროორგანიზმები გარდაქმნის ლაქტოზას (რძის შაქარს) რძემჟავად, რაც მას მჟავე გემოს აძლევს.

screenshot-2023-04-21-at-1739-1682084415.26.png

არსებობს არომატიზებული კეფირიც, თუმცა ყურადღება მიაქციეთ შაქრის რაოდენობას და აირჩიეთ პროდუქტი დაბალი შაქრის შემცველობით.

კეფირის კვებითი სარგებელი დამოკიდებულია ფერმენტაციის პროცესზე და იმაზე თუ რა ტიპის რძისგან არის დამზადებული. ზოგადად, ის უკეთესია, ვიდრე იოგურტი, რადგან შეიცავს პრობიოტიკების უფრო მეტ რაოდენობას.

კეფირი განიხილება სუპერპროდუქტად, რადგან ის დატვირთულია ვიტამინებით, მინერალებითა და ნუტრიენტებით, მათ შორისაა:

  • კალციუმი;
  • მაგნიუმი;
  • პროტეინი;
  • B2 ვიტამინი;
  • B12 ვიტამინი;
  • D ვიტამინი

ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი არის მიკროორგანიზმების მთელი სამყარო (მიკრობიომი). სასარგებლო ბაქტერიები, ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას. როდესაც სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა მცირდება და ბაქტერიები, რომლებიც მავნეა იწყებენ გამრავლებას, ეს არღვევს მიკრობიომის ბალანსს, რაც იწვევს მუცლის ტკივილს, ყაბზობას ან დიარეას.

კეფირი შეიცავს დაახლოებით 12 აქტიურ პრობიოტიკურ შტამს. ისინი აკონტროლებენ მავნე ბაქტერიებს და ხელს უწყობენ ნაწლავის ჯანმრთელობას. ერთ-ერთი კვლევა ვარაუდობს, რომ კეფირის რეგულარული მოხმარება დადებითად ცვლის მიკრობიომის ბალანსს, ამცირებს ნაწლავის ანთებითი დაავადების სიმპტომებს. სხვა კვლევამ კი აჩვენა, რომ კეფირი ხსნის ქრონიკულ ყაბზობას.

უნარჩუნებს ძვლებს სიძლიერეს

ძლიერი ძვლების ქონა აუცილებელია აქტიურობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასაკთან ერთად ძვლოვანი მასა იკარგება. ერთი ჭიქა კეფირი შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა ძვლების აღდგენისთვის და გაძლიერებისთვის, მათ შორის არის:

კალციუმი: ეს აუცილებელი მინერალი აძლიერებს ძვლებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია მისი წარმოება, აუცილებელია მისი რაციონიდან მიღება.

D ვიტამინი: კალციუმს ვერ აითვისებთ, თუ არ გაქვთ D ვიტამინი. ასე რომ, ეს ვიტამინი გადამწყვეტია ძვლების ჯანმრთელობისთვის.

ფოსფორი: ეს მინერალი კალციუმთან ერთად უზრუნველყოფს ძვლების სიძლიერეს.

მაგნიუმი: ძვლის სტრუქტურის ძირითადი კომპონენტია და აძლიერებს ძვლებს.

K ვიტამინი: კეფირში ნაპოვნი არსებული K მონაწილეობს მრავალ პროცესში, მათ შორის ძვლების გაძლიერებაში

ებრძვის მიკრობებს

კეფირი ებრძვის დაავადების გამომწვევ მიკრობებს, როგორიცაა E. coli(ეშერიხია კოლი) და სალმონელა. ლაბორატორიულ კვლევებში კეფირი ისეთივე ეფექტური იყო მავნე ბაქტერიებთან ბრძოლაში, როგორც ანტიბიოტიკები. ისინი, ასევე ორგანიზმს ათავისუფლებენ მავნე ბაქტერიებისა და საფუარის ტოქსიკური ქვეპროდუქტებისგან.

გარდა იმისა, რომ ებრძვის ცუდ ბაქტერიებს თქვენს ნაწლავში, კეფირი იცავს კბილებს ისეთი ბაქტერიების მავნე ზემოქმედებისგან, რომლებიც კარიესს იწვევენ.

shutterstock-1421622539-1-1682084482.jpg

უნარჩუნებს კუნთებს სიჯანსაღეს

პროტეინი აუცილებელია კუნთების აშენებისა და აღდგენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კეფირს არ აქვს იმდენი ცილა, როგორც, მაგალითად ბერძნულ იოგურტს. ის, ასევე მდიდარია მაგნიუმით, რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია კუნთებისთვის და ფოსფორით, რომელიც აუცილებელია ქსოვილების ზრდისა და აღდგენისათვის.

ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს

თუ თქვენ გაქვთ ტიპი 2 დიაბეტი, თქვენს სხეულს არ შეუძლია ეფექტურად გადაამუშაოს გლუკოზა. კეფირი შეიძლება დაეხმაროს დიაბეტის თავიდან აცილებას ან შესაძლოა იყოს მკურნალობის გეგმის ნაწილი სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად.

ამცირებს სტრესის სიმპტომებს

პრობიოტული სასმელი ხელს უწყობს ისეთი ბაქტერიების გამრავლებას, რომლებიც წარმოქმნიან გამა-ამინობუტირის მჟავას (GABA). ამ ამინომჟავას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და გეხმარებათ მოდუნებაში.

კეფირი მდიდარია სხვა ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ამცირებენ დაძაბულობას. ეს ნუტრიენტები ხელს უწყობს ტვინში იმ ქიმიური ნივთიერებების რეგულირებას, რომლებიც ასტაბილურებენ განწყობას. ესენია:

  • B ჯგუფის ვიტამინები;
  • მაგნიუმი;
  • ტრიპტოფანი

screenshot-2023-04-21-at-1743-1682084677.39.png

გასათვალისწინებელია, რომ პირველად პრობიოტიკებით მდიდარი საკვების მიღებისას, შეიძლება თავი იჩინოს შებერილობამ, ამიტომ ნელ-ნელა დაამატეთ კეფირი რაციონში, მანამ, სანამ ორგანიზმი ადაპტირდება.

კომენტარები (1)
aza lobzhanidze gvelebiani
rogor sheizleba ojaxis pirobebshi kepiris damzadeba
თარიღი : 22-04-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კეფირი - სუპერპროდუქტი რძის ნაწარმიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები