მეცნიერებმა რძიანი ყავის ახალი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს

მკვლევართა მუშაობის შედეგები The Journal of Agricultural and Food Chemistry-ში გამოქვეყნდა.
როდესაც ბაქტერიები, ვირუსები და სხვა უცხო ნივთიერებები შედიან სხეულში, იმუნური სისტემა რეაგირებს სისხლის თეთრი უჯრედების და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით თავის დასაცავად, რაც იწვევს ანთებას.
გარდა ამისა, ანთება შეიძლება გამოწვეული იყოს ოქსიდაციური სტრესით - უჯრედების დაზიანება ჟანგბადით დაჟანგვის შედეგად. ცნობილია, რომ პოლიფენოლები სასარგებლოა ადამიანისთვის, რადგან ისინი ხელს უწყობენ ოქსიდაციური სტრესის შემცირებას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
„როდესაც პოლიფენოლი რეაგირებს ამინომჟავასთან, მისი ინჰიბიტორული მოქმედება იმუნურ უჯრედებში ანთებაზე ძლიერდება. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი იმუნური უჯრედებით, რომლებიც დამუშავებული იყო პოლიფენოლებისა და ამინომჟავების კომბინაციით. როგორც გაირკვა, ისინი ორჯერ უფრო ეფექტურად ებრძვიან ანთებას, ვიდრე უჯრედები, რომლებსაც მხოლოდ პოლიფენოლები დაემატა“, - აღნიშნეს მკვლევარებმა.
ყავის მარცვლები მდიდარია პოლიფენოლებით და რძე მდიდარია ცილებით. ამიტომ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ კომპონენტების შემცველი სასმელები დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე.