10 საკვები პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი კვების ნაწილი
შეამციროს მაღალი არტერიული წნევის, გულის დაავადებების, ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის და გარკვეული ტიპის სიმსივნის განვითარების რისკი.
არსებობს გარკვეული ტიპის საკვები პროდუქტები, რომელებიც გამოირჩევიან მათი სასარგებლო თვისებებით. ამ საკვებ ნივთიერებებს შეუძლიათ გააძლიერონ პოზიტიური ეფექტები ჯანმრთელობაზე. ესენია:
- კენკროვანი ხილი - მაღალბოჭკოვანი კენკროვანი ხილი ბუნებრივად ტკბილია და მათი მდიდარი ფერები ნიშნავს, რომ მათში მაღალია ანტიოქსიდანტების რაოდენობა;
- თევზი - იგი ცილისა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კარგი წყაროა, რაც ხელს უწყობს გულის დაავადებების განვითარების პრევენციას;
- ფოთლოვანი მცენარეები (მწვანილი) - A ვიტამინის, C ვიტამინის, კალციუმის და ბოჭკოს კარგი წყაროა, შეიცავს ისეთ ფიტოქიმიკატებს, რომელთაც დადებითი გავლენა აქვთ ჯანმრთელობაზე;
- თხილეული( თხილი, კაკალი, ნუში) - კაკალი მცენარეული ცილის კარგი წყაროა. ისინი ასევე შეიცავენ მონოუჯერი ცხიმებს, რაც შეიძლება იყოს გულის დაავადების განვითარების რისკის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი;
- ზეითუნის ზეთი - E ვიტამინის, პოლიფენოლების და მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავების კარგი წყაროა, რაც ხელს უწყობს გულის დაავადებების განვითარების პრევენციას;
- მთლიანი მარცვლეული - ხსნადი და უხსნადი ბოჭკოს წყაროა, ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს და ფიტონუტრიენტებს. მათ აჩვენეს, რომ ამცირებენ ქოლესტერინის დონეს და იცავენ ადამიანის ორგანიზმს დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარებისგან;
- იოგურტი - მდიდარია კალციუმითა და ცილებით. იოგურტი ასევე შეიცავს ცოცხალ კულტურებს, რომლებსაც პრობიოტიკები ეწოდება. ამ "სასარგებლო ბაქტერიებს" შეუძლიათ დაიცვან ორგანიზმი სხვა, უფრო მავნე ბაქტერიებისგან;
- ბოსტნეული(ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო) - ისინი ბოჭკოს, ვიტამინებისა და ფიტოქიმიკატების წყაროა( მათ შორისაა ინდოლები, თიოციანატები და ნიტრილები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთი სახის სიმსივნის განვითარების პრევენციას);
- პარკოსნები (მოიცავს ლობიოს, ასევე სოიოს და ბარდას) - პარკოსნები ბოჭკოთი, ფოლიუმით და მცენარეული ცილით მდიდარი პროდუქტებია. კვლევებმა აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ გულის დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას;
- პომიდორი - შეიცავს C ვიტამინს და ლიკოპენს. მიჩნეულია, რომ ლიკოპენს შეუძლია შეამციროს გარკვეული ტიპის სიმსივნეების განვითარების რისკი.