როგორ შეიძლება გახდომა წონის დაკლების შეწყვეტის შემთხვევაში
და სასწორზე ისარი შეწყვეტს ქვევით მოძრაობას. მის რჩევებს ScienceAlert-ი გვაწვდის.
ექსპერტის თქმით, წონის დაკლების პროცესში ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ ბოლო რამდენიმე კილოგრამის მოშორება. ამას პლატო ეფექტი ეწოდება - წონის დაკლების დროებითი შეჩერება. ეფექტი აღინიშნება წონის დაკლებიდან სამიდან ექვს თვემდე. ფულერის თქმით, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ წონის დაკლებისადმი ადრე წარმატებული მიდგომა კორექტირებას საჭიროებს.
წონის დაკლების მსურველებს სპეციალისტმა ურჩია საკვების ულუფის მონიტორინგი. ფულერმა აღნიშნა, რომ დილით ორგანიზმი წვავს კალორიებს ორჯერ უფრო ეფექტურად, ვიდრე საღამოს. „საკვების მიღების დროის შემცირების ნაცვლად, მიირთვით მსუყე საუზმე და საღამოს შეამცირეთ კვების მოცულობა“, - ამბობს ის.
მეორე, რაც ფულერმა გვირჩია, იყო წონის დაკლების მიზნის გადახედვა. თუ ადამიანი რეგულარულად ვარჯიშობდა, დიდი ალბათობით მოიმატა კუნთების მასამ ან გააუმჯობესა კუნთ-ცხიმის თანაფარდობა, რამაც გაზარდა წონა, ვინაიდან კუნთი ცხიმზე მძიმეა. ”ასე რომ, აიღეთ საზომი ლენტი, შეამოწმეთ, როგორ გაქვთ ტანსაცმელი და იფიქრეთ ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ამ ბოლო რამდენიმე კილოგრამის დაკლება”, - თქვა ექსპერტმა.
ფულერმა დასძინა, რომ მხოლოდ დიეტაზე დაყრდნობამ წონის დასაკლებად შეიძლება შეამციროს კუნთების ზომა ცხიმთან ერთად. ეს ანელებს თქვენს მეტაბოლიზმს და ართულებს წონის შენარჩუნებას გრძელვადიან პერსპექტივაში. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ხელს შეუწყობს კუნთების მასის შენარჩუნებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყოველკვირეული ვარჯიშის რეჟიმში ჩართოთ რამდენიმედღიანი ძალოვანი ვარჯიში, ხაზგასმით აღნიშნა მან.
ექსპერტის აზრით, ასევე უნდა გადავხედოთ დიეტას. წონის 10%-ით დასაკლებად, უნდა დაიწყოთ 10 პროცენტით ნაკლები კალორიების მიღება, რათა შეინარჩუნოთ თქვენი ახალი წონა. ”მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი თავის შეზღუდვა ან შიმშილი. ამის ნაცვლად, ფოკუსირება მოახდინეთ საკვები ნივთიერებებით მდიდარი საკვების ჭამაზე და შეზღუდეთ არაჯანსაღი საჭმლის და უსარგებლო საკვების მიღება“ - განაცხადა ფულერმა.
პლატოს ეფექტის შემთხვევაში წონის დაკლების მეხუთე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გზა სტრესის დონის შემცირებაა. „სტრესი აფერხებს წონის დაკლებას. ის ზრდის კორტიზოლის გამომუშავებას ორგანიზმში, ხელს უწყობს ცხიმების დაგროვებას და იწვევს ლტოლვას არაჯანსაღი საკვების მიმართ“, - ამბობს ექსპერტი. ფულერმა დასძინა, რომ სტრესთან გამკლავების საუკეთესო გზა ვარჯიშია.