/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ჯანსაღი კვება და ზაფხული

ჯანსაღი კვება და ზაფხული
ზაფხულის სიცხე ხშირად სხვადასხვა დაავადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პროვოცირებას იწვევს.

ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო კვების რაციონთან დაკავშირებით. მაღალი ტემპერატურისას ადამიანის ორგანიზმი იცვლება ორი მიმართულებით: მცირდება ძილის ხანგრძლივობა და იზრდება ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციები.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტემპერატურის 10 გრადუსით მომატებისას საჭიროა მისაღები კალორიების 5-10%-ით შემცირება, ე.ი. არა მარტო საკვების რაოდენობრივად შეზღუდვა, არამედ ნაკლებკალორიული პროდუქტების მიღება. რაციონში აღარ უნდა იყოს: ცხიმიანი ხორცი, ტორტები, ბლინები, მაიონეზით გაზავებული საკვები. სასურველია ხილის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება, თუმცა ცხიმის საერთოდ ამოღება რაციონიდან საჭირო არაა.

ზაფხული ადამიანს სწორი კვების საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს. ჭარბი კილოგრამების მოცილებაც წელიწადის ამ დროს გაცილებით იოლია. ახალი ხილის, ბოსტნეულის, კენკრის ფართო არჩევანია – ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ორგანიზმს ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებით ამარაგებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორგანიზმი ზაფხულში, ოფლთან ერთად, სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებსა და მიკროელემენტებს კარგავს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით უხვადაა წყალში ადვილად ხსნადი ვიტამინები (С, B1, В2, B6 და РР). დიეტოლოგების აზრით, ცხელ სეზონზე გამოყოფილი ოფლის შედეგად დაკარგული ვიტამინები და მიკროელემენტები შეგვიძლია შევავსოთ: სეზონური ხილით, ბოსტნეულით, ახალგამოწურული წვენებით, ბალახის ჩაით და ბურახით. ზაფხულში სწორი კვების მთავარი წესია, მიიღოთ ის ახალი, ცოცხალი საკვები, რომელიც საქართველოსთვისაც არის დამახასიათებელი.

სხვა სეზონებთან შედარებით, ზაფხულის კვების რაციონი მდიდარია ხილით და ბოსტნეულით და არჩევანიც დიდია. თუმცა ხილისა და ბოსტნეულის მიღებისას საჭიროა ზომიერების დაცვა და თითოეული პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების შეფასება. ნესვი, ყურძენი, ლეღვი ძალიან მაღალკალორიულია, დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს და მთელი დღის განმავლობაში არ არის საჭირო დიდი რაოდენობით მიღება. საზამთრო კი დაბალკალორიული პროდუქტია, მისი შემცველობის დაახლოებით 70% წყალია, თუმცა ისიც ზომიერად უნდა ჭამოთ. საზამთროს დიდი ულუფებით მიღება განსაკუთრებით სახიფათოა მათთვის, ვისაც თირკმლის რომელიმე დაავადება აქვს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

ზაფხულის პერიოდში ხილიდან განსაკუთრებით სასარგებლოა გარგარი, ბალი, ალუბალი, შავი ქლიავი, ატამი, ვაშლი. კენკროვანი ხილიდან უპირატესობა ენიჭება შავ მოცხარს, რომელიც არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს გაყინული სახითაც. ის შეიცავს დიდი რაოდენობით С ვიტამინს, ასევე მდიდარია Р ვიტამინით, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ათეროსკლეროზის პრევენციისათვის. მხედველობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა მოცვი, ასევე სეზონური ხილიდან აღსანიშნავია მაყვალი და მარწყვი, რომლებიც ცხელ სეზონზე მიკროელემენტებისა და ვიტამინების უნიკალური წყაროა.

გასათვალისწინებელია, რომ ხილის ამ სახეობათა დიდი რაოდენობით გამოყენების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მათგან გამოწვეული ალერგიული ფონი, განსაკუთრებით კი ბავშვებთან დაკავშირებით.

ზაფხულში კვების რაციონში ჩართული უნდა იყოს მეტი მხალეული და მწვანილი – ქინძი, ოხრახუში, მწვანე სალათა, ისპანახი, ჭინჭარი. ეს პროდუქტები ვიტამინების, მინერალებისა და ამინმჟავების უნიკალური წყაროცაა.

ზაფხულში, სიცხისას, წყლის დეფიციტი ვითარდება. ხშირადმოხმარებადი პროდუქტებია კიტრი და პომიდორი. კიტრის მიღებით ორგანიზმი იწმინდება, ბევრი ტოქსინი და შლაკი გამოიდევნება. პომიდორიც დაბალკალორიულია, მაგრამ მეტ-ნაკლებად კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ნაღვლის ბუშტს აღიზიანებს, ამიტომ მხოლოდ პომიდვრის გამოყენება მთელი დღის განმავლობაში დისკომფორტს გამოიწვევს.

ზაფხული წელიწადის ის ერთადერთი დროა, როცა რძის ნაწარმის (რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი) მიღება შეუზღუდავად შეიძლება. ეს პროდუქტები აგრილებს და ხელს უწყობს სითხის დაგროვებას, რაც ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან – გამოშრობისგან – იცავს.

საკვები სასურველია იყოს თბილი და მსუბუქი. კარგია ბრინჯის, ხორბლის, შვრიისა და წიწიბურას ფაფები – გარდა იმისა, რომ სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს, ორგანიზმს ენერგიითაც ავსებს.

საუზმის მიღება რეკომენდებულია დილის 00:06-00:07 საათზე. სადილი – შუადღის ძლიერ სიცხემდე, ხოლო ვახშამი – 18:00 საათზე. ვისაც ცარიელი კუჭით დაძინება არ შეუძლია, მათ 20:00-21:00 საათისთვის მცირე წახემსებას ურჩევენ. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით რეკომენდებულია დღიური რაციონის კალორაჟის ამგვარი გადანაწილება: საუზმე – 35%; სადილი – 25%; ვახშამი – 25%; გვიანი წახემსება – 15%.

თუ წელიწადის ცივ დროს საუზმე ჩვეულებრივ ნახშირწყლებთან ასოცირდებოდა, რომელიც ენერგიას მატებს, ცხელ ამინდში ნახშირწყლოვანი პროდუქტების სადილად მიღებაა რეკომენდებული. ბოსტნეულისა და ხილის სალათები, წიწიბურა და ბრინჯი, კარტოფილი და წვნიანები (უხორცო) – ეს ის კერძებია, რომლებიც კუჭში სიმძიმის შეგრძნებას არ იწვევს. ამგვარ ნახშირწყლებს ორგანიზმი ადვილად შეითვისებს, ისინი იწვევენ მინიმალურ მჟავურ რეაქციას და შესაბამისად, ბევრი სითხის მიღებაც არაა საჭირო ორგანიზმიდან მათ გამოსადევნად.

ძილის წინ შიმშილის გრძნობის მოსაკლავად სასურველია რძემჟავა პროდუქტები, რომლებიც დაბალცხიმიანობით გამოირჩევა. უმჯობესია ცხელი კერძის მომზადებისთანავე მიღება. პროდუქტის შეზავება ან ცხელი კერძის გამოყენება უშუალოდ დამზადებისთანავე უნდა მოხდეს. ანუ სალათები, რომლებიც ასე სასიამოვნოა ზაფხულში, უნდა შეზავდეს ზუსტად კვების წინ.

რაც შეეხება სითხის რაოდენობის გაზრდას, ზაფხულის ცხელ დღეებში ორგანიზმის მოთხოვნილება სითხეზე მკვეთრად იზრდება. ასეთ დროს უკეთესია წყლის თითო ჯერზე მცირე რაოდენობით მიღება, რადგან ბევრ წყალს ორგანიზმი ვერ ითვისებს და სიმძიმედ აწვება თირკმელებს. წყლის მინიმალური რაოდენობა ადამიანისთვის, რომელიც 50 კგ-ს იწონის (ფიზიკური დატვირთვის გარეშე), სულ მცირე, 2,5 ლიტრს უნდა შეადგენდეს. მაქსიმალური რაოდენობის ცნება არ არსებობს, რადგან ყველაფერი ადამიანის წონაზე, ჰაერის ტემპერატურასა და მის საქმიანობაზეა დამოკიდებული.

სიცხეს ორგანიზმი გამოყოფილი ოფლით ებრძვის, რომელიც ორთქლდება და კანს აგრილებს. ადამიანის სუნთქვა ხშირდება, ეს კი კიდევ უფრო აძლიერებს ორგანიზმში წყლის აორთქლებას. ამის გამო ზაფხულში ადამიანის ორგანიზმი, სულ მცირე, 3 ლიტრ წყალს გამოყოფს, რაც არღვევს ბალანსს და წყლის დონეც დაშვებულ ნორმაზე ქვევით ეცემა. სითხის ქრონიკული სიმცირის დროს ადამიანს შეშუპება უჩნდება და წონასაც იმატებს. დიეტოლოგების განცხადებით, სითხის სიმცირე არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და სწორედ ეს იწვევს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას. ზედმეტ წონას კი ყოველთვის თან ახლავს შეშუპება. იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანი ცოტა წყალს სვამს, შეშუპება ქრონიკულ სახეს იღებს.

ოფლის გამოყოფასთან ერთად, ორგანიზმი მარილს და მიკროელემენტების გარკვეულ ნაწილს კარგავს, რასაც, როგორც წესი, მინერალური წყლის მიღებით ივსება. მინერალური წყლის მიღება გამართლებულია, თუმცა უკეთესია უარი თქვათ სხვა მარილიან პროდუქტზე, რადგან ზედმეტი მარილი ისევ შეშუპებას იწვევს.

რეკომენდებული არ არის ტკბილი სასმელისა და ალკოჰოლის მიღება, რადგან ისინიც კანის გაუწყლოებას იწვევს. წყურვილის გრძნობის გაძლიერებას ტკბილი წვენებიც იწვევს.

სიცხეში უკეთესია პომიდვრის, კიტრის ან ოხრახუშის წვენის მიღება. ახალგამოწურული წვენი ბევრად უფრო სასარგებლოა, რადგან მასში მეტი ვიტამინი და უჯრედისია. თუმცა ამგვარი კოქტეილის დალევა რეკომენდებულია წყალთან გაზავებით.

ყინულიანი წყლის დალევა ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს, რაც, თავის მხრივ, სისხლძარღვების შევიწროების მიზეზი ხდება და ირღვევა სისხლის მიწოდება. თბილ ამინდში ცხელი წყლის დალევა კი, პირიქით, სასარგებლოა, რადგან პირის ღრუს თერმორეცეპტორები ორგანიზმს გაგრილების სიგნალს აძლევენ, ის კი, თავის მხრივ, „დამცავ სისტემას“ რთავს და იცავს ადამიანს გადახურებისგან.

ცხელ დღეებში არ არის რეკომენდებული კოფეინის შემცველი სითხის დიდი რაოდენობით მიღება. ამგვარი მეთოდით დახარჯული სითხის კომპენსირება სრულიად უშედეგოა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჯანსაღი კვება და ზაფხული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები