სიმსუქნის მიზეზები ბავშვებში
მიზეზები საკმაოდ მარტივია, როგორც მოზრდილებში: ფიზიკური უმოძრაობა და ჭარბი საკვები, რომელიც ხელს უწყობს სიმსუქნეს (მარტივი ნახშირწყლები და გაჯერებული ტრანს ცხიმები).
ბავშვების მკურნალობა გართულებულია მედიკამენტების შეზღუდული არჩევანით, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მხოლოდ ზრდასრულებისათვის. წამლების უმეტესობა რეგისტრირებულია მხოლოდ მოზრდილებში. ბავშვების სიმსიქნის მკურნალობისას, საჭიროა მთელი ოჯახის მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკურნალობა არაეფექტური იქნება.
ფიზიკური უმოძრაობა გამოწვეულია კოროვირუსული პანდემიის დროს დისტანციური სწავლების ტენდენციით. გაჯეტებზე დამოკიდებულების გამო, ბავშვებს არ სურთ და არ უყვართ სუფთა ჰაერზე სიარული, ურჩევნიათ სახლში დარჩენა და ვირტუალური თამაშებით გართობა.