რითია სასარგებლო არაჟანი
რძის ცხიმი ხელს უწყობს სისხლძარღვების სინაჯანსაღის შენარჩუნებას და შეიძლება დაიცვას გული პრობლემებისაგან.
არაჟნის მცირე ულუფაც კი ხანგრძლივად გვიკლავს შიმშილის გრძნობას. პროდუქტში ბევრი სასარგებლო ლაქტობაქტერიაა, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავის მუშაობას და აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას.
კვლევები აჩვენებს, რომ რძის ცხიმი, რომლითაც არაჟანია მდიდარი, აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებას.
ნებისმიერი რძის პრიდუქტის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს იმ ადამიანებს, რომელთაც ლაქტოზას აუტანლობა აქვთ. ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევა და მუცლის შებერილობა.