კვება კუჭის დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება კუჭის დაავადებების დროს

ქრონიკული გასტრიტის, წყლულოვანი პათოლოგიის, კუჭის კიბოსი. ის შეიძლება გამოიწვიოს გადაძღომამაც, შეკრულობამ, ნერვულმა გადაძაბვამ, ძლიერმა სტრესმა. დაავადების გამომწვევი ფაქტორები რომ აღმოიფხვრას და მდგომარეობა გაუმჯობესდეს, პაციენტმა მთლიანად უნდა შეიცვალოს ცხოვრების სტილი – დაიცვას ექიმის მიერ შერჩეული დიეტა და კვების რეჟიმი.

ურეჟიმო და არარაციონალური კვება – ჭამა ხანგრძლივი ინტერვალებით, მხოლოდ მშრალი საკვების მიღება, ცხარე საკვების სიყვარული – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გადატვირთვა-გადაძაბვას იწვევს. ცარიელ კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ჭარბად გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი წვენები, მათი დიდხანს დაყოვნების გამო კი იწყება ლორწოვანი გარსის მონელება, რამაც შესაძლოა წყლულის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ამრიგად, კვების რეჟიმსა და თვით საკვებს დიდი მნიშვნელობა აქვს კუჭის დაავადებების სამკურნალოდაც და პროფილაქტიკისთვისაც. ამ დაავადებების გამწვავების პერიოდში იკრძალება შემწვარ-მოხრაკული და შებოლილი ხორცი, შაშხი, ლორი, ხორცის ნახარში, გაზიანი სასმელები. ნებადართულია: მოხარშული თევზი, საქონლისა და ქათმის ხორცი, ჭყინტი, უმარილო ყველი, ბოსტნეულის სუპი. სასურველია ფაფა (მათ შორის – წიწიბურას), გამომშრალი (წინა დღის) პური. ეს დიეტა – შედარებით მკაცრი – ავადმყოფმა 1-1,5 თვის განმავლობაში უნდა დაიცვას, მერე კი, კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალად, რაციონის გაფართოება და გამრავალფეროვნებაც შეიძლება, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს შემწვარ-მოხრაკულ და ცხარე კერძებზე გადასვლას. ღორის ხორცს უმჯობესია წყლულის ჩაცხრობის შემდეგაც ერიდოთ. ბოსტნეული (მაგალითად, კომბოსტო) მწვავე პერიოდში თუ მხოლოდ მოხარშულია ნებადართული, შემდგომ უმი ან მცენარეულ ზეთში მოშუშულიც შეიძლება. კვება სასურველია დღეში ოთხჯერ, მცირე ულუფებით, თანაც ერთსა და იმავე დროს – წყლულოვანი დაავადების მკურნალობისას რეჟიმის დაცვა აუცილებელია.

რძის ნაწარმი და ხილის წვენები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმარილო ჭყინტი ყველი და ხაჭო წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთა რაციონში შედის. რაც შეეხება თვით რძეს, ზოგჯერ ექიმი პაციენტს ურჩევს, მისი მიღებისგან თავი შეიკავოს. მართალია, რძე ანტაციდური თავისებურებით გამოირჩევა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს, მაგრამ მუცლის შებერვასაც იწვევს. ზოგიერთის ორგანიზმი რძეში შემავალ ცხოველურ ცილებს ძნელად ითვისებს. ასე რომ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დასაბალანსებლად რძეს ზოგჯერ საკვები რაციონიდან იღებენ, თუმცა დიეტაში მისი ჩართვა ორგანიზმისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამავე პრინციპით არ იკრძალება მაწონი (რა თქმა უნდა, არა მჟავე). ხილის, განსაკუთრებით – ყურძნის, ფორთოხლის, ბროწეულისა და სხვა მჟავე წვენების მიღებას კი თავი უნდა არიდოთ. ვაშლი მოშუშული გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე უმი. გაზიანი (ქიმიურ კონცენტრატებზე დამზადებული) სასმელები წყლულოვანი პათოლოგიის დროს ორგანიზმის უბოროტესი მტრები არიან.

ალკოჰოლი

წყლულოვანი დაავადების გამწვავების პერიოდში ყოველგვარი ალკოჰოლიანი სასმელი იკრძალება, რემისიისა და ზოგადი სტაბილიზაციის დროს კი ნატურალური ღვინო ნებადართულია, ოღონდ, რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით – 1-2 ჭიქა.

ტანინისა და კოფეინის შემცველი სასმელები

ასეთი სასმელებიდან შედარებით მსუბუქია ჩაი, ყავის უზომო (3-4 ფინჯნისა და მეტის) სმა კი, რაც ისედაც ვნებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, მით უფრო მავნებელია წყლულოვანი პათოლოგიის დროს. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩაისა და ყავის მოყვარულებისთვის ამ სასმელების მკაცრი აკრძალვა სტრესია, ამიტომ ექიმი ზოგჯერ რთავს თითო ფინჯნის დალევის ნებას.

სამკურნალო კვება

თუ დასტურდება ნაწლავების ანთებითი დაა­ვადება და წყლული ნაწლავებზეც გადადის, ინიშება სამკურნალო კვება. ამ დროს რაციონი უნდა იყოს მექანიკურად და ქიმიურად დამზოგველი და ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი. რძე გამორიცხულია, აუტანლობის შემთხვევაში მკაცრად იზღუდება მცენარეული უჯრედისიც. ეს რაციონი შეესაბამება დიეტა #4-ს (თეთრი ორცხობილა, ჩაი, ახალი ხაჭო, მჭლე ხორცის ბულიონი, წყალში მოხარშული ბრინჯისა და მანანის ფაფები). მერე კი შეიძლება დაინიშნოს დიეტა #4/ა (ორთქლზე მომზადებული კატლეტი, გუფთა, მოხარშული მჭლე თევზი, შტოშის, მოცვის კისელი). კუჭი შესაძლოა ბევრი მიზეზის გამო გვტკიოდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში აუცილებელია, კვებით არ დავამძიმოთ მდგომარეობა.

მცირე ულუფები

მთავარია გვახსოვდეს, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემა უძირო ორმო არ არის და ამიტომაც მისი გადატვირთვა არ შეიძლება, მით უფრო, როცა კუჭი ისედაც ცუდად გრძნობს თავს. ჯობია, მივირთვათ ხშირად და ცოტ-ცოტა.

რბილი საკვები

კუჭის ტკივილისას თქვენს ორგანიზმს, როგორც არასდროს, რბილი საკვები ესაჭიროება. შეგიძლიათ, პროდუქტი პიურეს სახით მიირთვათ ან ლუკმა, უბრალოდ, კარგად დაღეჭოთ.

სხეულის ტემპერატურა

უკეთესია, თუ საკვების ტემპერატურა 36-38 გრადუსი იქნება. ასე რომ, ნუ დაიზარებთ საკვების გაცხელებას ანდა გაგრილებას.

დასაშვები პროდუქტები, როცა კუჭი გაწუხებთ:

ქვემომოყვანილი პროდუქტების სია კუჭის მდგომარეობას არ გააუარესებს. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ მიირთვათ. გამონაკლისი მხოლოდ ექიმის აკრძალვა და ინდივიდუალური დიეტაა.

ბულიონი

ეს ოპტიმალური ვარიანტია, მაშინაც კი, როცა არაფრის ჭამის თავი არ გვაქვს. თანაც ბულიონი კუჭისთვის ძალიან მსუბუქი საკვებია.

ბრინჯი

ბრინჯი ძალიან კალორიულია, ის დიარეის შეჩერებაში დაგვეხმარება, ორგანიზმს ენერგიით აავსებს. მაგრამ ყურადღებით იყავით. ის კუჭისთვის მძიმეა და ამიტომ ყოველთვის არ გამოდგება.

ბანანი

ბანანი კუჭის ტრაქტს არ აღიზიანებს. ეს პროდუქტი განსაკუთრებით კარგია პირღებინებისა და დიარეის შემდეგ, რადგან, კალიუმის შემცველობის წყალობით, მარილის ბალანსის აღდგენა შეუძლია.

ორცხობილა ანდა ტოსტები

თეთრი პურის ანდა ფუნთუშის ორცხობილა თქვენს კუჭს ნამდვილად მოეწონება.

შემწვარი ვაშლი

ძალიან გემრიელია და თანაც ძალიან სასარგებლო. ასე მომზადებული ვაშლები კუჭის მსუბუქ შემკვრელ ეფექტს იწვევს, მათში ხომ ბევრი პექტინია.

პროდუქტები, რომლებიც არ შეიძლება!

ახლა კი იმ პროდუქტებზე, რომლებისგანაც დროებით თავი უნდა შეიკავოთ.

  • ყველაფერი მწარე და ცხარე;
  • რძის პროდუქტები;
  • ახალი ხილი და ბოსტნეული;
  • შემწვარი და ცხიმიანი.