სწორი რაციონი - როგორ იკლებენ წონას იტალიელი ქალები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სწორი რაციონი - როგორ იკლებენ წონას იტალიელი ქალები

მაგარი ჯიშის ხორბლისგან დამზადებული პასტა (მაკარონი) ანაყრებს, მაგრამ არ ასუქებს. ის შეიცავს ნახშირწყლებს, რომლებიც ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას. სეროტონინი კი ის ჰორმონია, რომელიც სედაციურ (დამამშვიდებელ) გავლენას ახდენს ორგანიზმზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ ფუნქციას არეგულირებს.

პასტას გაცილებით დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, ვიდრე ბრინჯს, შვრიას, ბანანს და ბევრ სხვა “დიეტურ” პროდუქტს.ის არ იწვევს სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მომატებას. მის შემადგენლობაში შემავალი რთული ნახშირწყლები ნელა იხლიჩება და ენერგეტიკული მარაგი ორგანიზმს დიდხანს ჰყოფნის, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, თუ წონის კონტროლი გსურთ. იტალიელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 85 გ მშრალი პასტა ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით უზრუნველყოფს.

ერთი თეფში პასტა მხოლოდ 300 კილოკალორიას შეიცავს. ვინაიდან მაკარონის დიეტა არ გულისხმობს რაოდენობის მკაცრ შეზღუდვას, ის ადვილი ასატანია. მისი დაცვა მთელი ცხოვრება შეიძლება. ამასთან, დაკლებული კილოგრამები აღარ დაგიბრუნდებათ. წონის პირველადი დანაკარგი კი საწყის მონაცემებზეა დამოკიდებული. თუ მუდმივად დაიცავთ ასეთ დიეტას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობა 2-ჯერ დაიკლებს, მომაგრდება იმუნიტეტი, დაქვეითდება ინფექციის რისკი. პასტა სხვადასხვა ფორმისა და ფერისა. ასე რომ, შეგიძლიათ, ყოველდღე ნაირ-ნაირი შესახედაობის კერძი მიირთვათ.

ამასთან, ნატურალური საღებავები (ტომატი, ისპანახი, კარი) პასტას ოდნავ შესამჩნევ პიკანტურ გემოსაც ანიჭებს. იტალიური დიეტის წყალობით 1-2 თვეში მოწესრიგდება ნივთიერებათა ცვლა, საჭმლის მონელება, გაჯანსაღდება კანი და გაქრობას დაიწყებს ზედმეტი კილოგრამები. დაიცავით პასტის მომზადების ოქროს წესი: 10:100:1000 (10 გ მარილი, 100 გ პასტა, 1 ლ წყალი). ადუღებულ წყალში ჯერ მარილი ჩაყარეთ, მერე მაკარონი ჩაუშვით. ადუღეთ 5-7 წუთი.

მაკარონთან ერთად იტალიური დიეტის საფუძველია ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული, ზეითუნის ზეთი, თევზი, ზღვის პროდუქტები. პური და ხორცი იკრძალება. უარი უნდა თქვათ შაქარსა და ისეთ პროდუქტებზე, რომლებსაც დამატებული აქვს კონსერვანტები (მზა სოუსები, ძეხვეული და სხვ.). საბაზისო საკვები შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი რაოდენობით და ნებისმიერი შემადგენლობით. აკრძალულთა სიაში არ შედის მშრალი წითელი ღვინო. ნებადართულია დღეში ერთი ბოკალი.