რომელი პროდუქტები ზრდის ლიბიდოს ქალებში
ლიბოდოს ზრდას ხელს უწყობს ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც მდიდარია თევზით, ბოსტნეულითა და ხილით. ასეთი კვების ტიპი ეხმარება ადამიანს წონის კლებაში, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ინტიმური ცხოვრების ხარისხს.
ქალებში ლიბიდოს ზრდის ანტიოქსიდანტებით მდიდარი ბროწეული და შოკოლადი. მწარე შოკოლადი მძლავრი აფროდიზიაკია, რადგანაც კაკაო შეიცავს ფენითილამინს, რომელიც ასტიმულირებს დოფამინის გამომუშავებას. სწორედ ის იძლევა ბედნიერების განცდას. შოკოლადი იწვევს კეთილდღეობისა და სიხარულის შეგრძნებას. სრულიად საკმარისია დღეში ამ ნუგბარის 30 გრამის ოდენობით მიღება.
ასევე რეკომენდებულია ქალებისთვის რაციონში მწარე წიწაკის ჩართვა, რადგანაც ის შეიცავს ნივთიერებას კაპსაიცინს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მათ შორის მცირე მენჯის ორგანოებში. ასევე სასარგებლოა ამ მხრივ ვანილი, რომელიც დადებითად მოქმედებს ჰიპოთალამუსზე. ტვინის სწორედ ეს ნაწილია პასუხისმგებელი სექსუალურობაზე. თავის მხრივ, სეროტონინის დეფიციტს შეგვივსებს პარკოსნები და სიმინდი.