როგორია ანთების საწინააღმდეგო კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორია ანთების საწინააღმდეგო კვება

რომლებიც უჯრედებს სწრაფად აღდგენაში ეხმარება. გარეგნულად ვითარდება: შეშუპება, კანის შეწითლება და გახურება. რეაქცია ჩერდება მაშინვე, როგორც კი ქსოვილი მოდის ნორმაში. მედიცინაში ამას მწვავე ანთება ეწოდება და ის ჩვენი სხეულისათვის აუცილებელია- ეს არის „მაშველთა ბრიგადა“, რომელიც სწრაფად მოემარტება „გამოძახებაზე“.

ზოგჯერ ანთება გადადის ქრონიკულ ფორმაში, მაშველთა არმია იზრდება, უმართავი ხდება და ვნებს ჯანმრთელ უჯრედებს. შედეგად იზრდება გულის, აუტოიმუნური, თირკმელების დაავადებების, დიაბეტის და კიბოს რისკიც კი.

ქრონიკული ანთება სტრესის, უძილობის, გამაღიზიანებელი ფაქტორების, მაგალითად ბაქტერიების, სოკოების და სხვა ნივთიერებების ზემოქმედების შედეგია.

ანთების დონეს ზრდის ზოგიერთი პროდუქტი: ძეხვი, სოსისი, ლორი, ფასტ ფუდი, სნეკები, სწრაფი მომზადების სუპები, გაზიანი სასმელები.

ანთების საწინააღმდეგო სუპერფუდი არ არსებობს. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი, მოამარაგოს ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებით, პირველ რიგში ანტიოქსიდანტებით, საკვები ბოჭკოებითა და ჯანსაღი ცხიმებით.

იდეალურ შემთხვევაში თეფში ცისარტყელას უნდა მოგვაგონებდეს: წითელი პომიდორი, სტაფილოსფერი და ყვითელი წიწაკა, მწვანილი, მოლურჯო-იისფერი ბადრიჯანი, სხვადასხვა ფერის კენკრა. თითოეული ფერი მეტყველებს მასში ამა თუ იმ ფიტონუტრიენტების შემცველობაზე. სხვათაშორის პროდუქტების გაყინვისას სასარგებლო შენაერთები მასში ნარჩუნდება. სასურველია 5-6 ულუფა ხილისა და ბოსტნეულის მიღება დღის განმავლობაში, რაც დაახლოებით 400 გრ შეადგენს.

ძალიან სასარგებლოა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომელსაც შეიცავს ცივი წყლების ცხიმიანი თევზი - ქაშაყი, სკუმბრია, ორაგული, კალმახი. მისი მიღება ასევე შესაძლებელია ნიგოზიდან. სალათები შეანელეთ არარაფინირებული ზეთით - სელის ზეთი განსაკუთრებით მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. მათ ორგანიზმი არ გამოიმუშავებს. ამასთან ისინი მონაწილეობენ იმ ნივთიერებების სინთეზში, რომლებიც ამცირებენ ანთების ხარისხს.

სასარგებლოა ბურღულეული: შვრია, ყავისფერი ბრინჯი, ბულგური, კინოა, ამარანტი, წიწიბურა, სიმინდის ფქვილი. ისინი მდიდარია საკვები ბოჭკოებით, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითებას და ნაწლავის მიკრობიოტის წარმოქმნას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ნაწლავის ბარიერული ფუნქციის შესანარჩუნებლად.

ანთების დონე დამოკიდებულია ცხოვრების წესზე. შეეცადეთ მოიწესრიგოთ ძილი, შეძლებისდაგვარად იმოძრავეთ, შეზღუდეთ ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება.