რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან შეაჩვიეთ ბავშვი ვაშლს - ხილი ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნასა და გულის მუშაობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან შეაჩვიეთ ბავშვი ვაშლს - ხილი ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნასა და გულის მუშაობას

- ბავშვი რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან შეაჩვიეთ ვაშლის გემოს. თავდაპირველად შეურჩიეთ ნაზი, რბილი, მოტკბო, წვნიანი, არომატული ჯიშის ვაშლი. მასში ბევრია სასარგებლო შაქრები, კალიუმისა და რკინის მარილები, რომელიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას და გულის მუშაობას.

C ვიტამინი ვაშლში ცოტაა. სამაგიეროდ, ეს ხილი განთქმულია პექტინით. მცენარეული საკვებიდან ყველაზე მეტს სწორედ ვაშლი შეიცავს. პექტინი უჯრედის კედლის მშენებლობაში მონაწილეობს. გარდა ამისა, უხდება საჭმლის მონელებას. ამიტომაცაა ერთადერთი ხილი, რომლის მიღებაც ნებადართულია ნაწლავური ინფექციების დროს.

მოთუთქული ვაშლი შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა. მისი მიღება შეიძლება ნაწლავთა ყოველგვარი დაავადების, ასევე - ქრონიკული პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის დროს. მოთუთქული ვაშლისგან სხვადასხვა დესერტის მომზადებაა შესაძლებელი. მას შეიძლება დავუმატოთ ქიშმიში, ბანანი (რომელიც ასევე ძალიან უხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს), ხაჭო და სხვა ნატურალური პროდუქტები.

მარტივი რეცეპტი:

ვაშლის სიურპრიზი

საჭიროა:

  • 6 ცალი საშუალო ზომის ვაშლი;
  • 6 ჩაის კოვზი თაფლი;
  • 5-6 სუფრის კოვზი შავი მოცხარის ან ალუბლის მურაბა;
  • 2 სუფრის კოვზი გატარებული თხილი.

გარეცხილი ვაშლი კანიანად გაჭერით ორად, ამოაცალეთ გული, ჩააწყვეთ ჭურჭელში, ღრმული ამოავსეთ თაფლითა და თხილით. ზემოდან მოასხით მურაბა და 15 წუთით შედგით ღუმელში.