5 საკვები, რომელიც უნდა მიირთვათ, თუ კოვიდ19 გაქვთ
ცუდი კვება ანთებით პროცესებთან და ოქსიდაციურ სტრესთან ასოცირდება, რაც იმუნიტეტს აზიანებს. კოვიდ19-ით ინფიცირებისას ორგანიზმში ოქსიდაციური სტრესი და ანთებაც მომატებულია, ამიტომ აუცილებელია, დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებით მდიდარი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე პროდუქტები მივირთვათ.
D ვიტამინი

კოვიდ19-ის მართვის პროცესში D ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მიკროელემენტია. ის ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ჰორმონთან ერთად ანთების საწინააღმდეგო ეფექტს ავლენს, იმუნური სისტემის გადაჭარბებული აქტიობის დათრგუნვის გზით.
ვიტამინი D ზემოქმედებს ანგიოტენზინ გარდამქმნელ ფერმენტ 2-ზე (ACE2)- ცილის რეცეპტორზე, რომელიც ცხიმოვან ქსოვილსა და ფილტვებშია. სწორედ ACE2-ს უკავშირდება კოვიდ19-ის ინფექცია, რამაც შეიძლება მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი ან კოვიდ19-ის მძიმე შემთხვევა გამოიწვიოს.
D ვიტამინის ურთიერთქმედება ACE2 ცილის რეცეპტორთან, პოტენციურად აფერხებს ვირუსის შეკავშირებას, შესაბამისად, SARS-Cov-2-თან დაკავშირებულ გართულებებსაც. მას დამცავი ფუნქციაც აქვს, შესაძლებელია, ფილტვებში დაზიანებული ქსოვილების შეხორცებას შეუწყოს ხელი. D ვიტამინის, დაახლოებით, 80%-ს გამოვიმუშავებთ მზის სხივების დახმარებით, თუმცა, 20%-ს საკვებიდან ვღებულობთ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ D ვიტამინი შესაძლებელია სხვა მედიკამენტთან კომბინაციაში არაეფექტური იყოს, მაგალითად, სისხლის გამათხელებელ პრეპარატებთან ერთად, ამიტომ ექიმის გარეშე არ მიიღოთ.
D ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტებია:
- კვერცხის გული;
- ქაშაყი;
- ორაგული;
- სარდინი;
- ფორთოხლის წვენი;
- რძის ნაწარმი;
- თევზის ცხიმი;
- ზღვის პროდუქტები.
კაროტინოიდები და A ვიტამინი

კაროტინოიდები ანტიოქსიტანებია, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით A ვიტამინი და მისი წინამორბედი ბეტა-კაროტინი. A ვიტამინი ცხიმში ხსნადი კაროტინოიდია, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. კვლევები აჩვენებს, რომ ის პნევმონიისა და რესპირატორული დაავადებების სამართავად ეფექტურია. კოვიდ19-ის დროს ამცირებს ანთებას, ოქსიდაციურ სტრესს, აძლიერებს იმუნურ პასუსხს და დაავადების გართულებისგანაც გვიცავს.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ ის D ვიტამინის მსგავსად ACE2 რეცეპტორებს იცავს. ინფექციების და მათ შორის კოვიდ19-ით ინფიცირებისას ზოგიერთ ადამიანს შეიძლება A ვიტამინის დეფიციტიც კი განუვითარდეს, რა დროსაც აუცილებელია მისი დანამატის სახით მიღება.
A ვიტამინის შემცველი პროდუქტებია:
- მუქი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული;
- ქათმის ღვიძლი;
- ძროხის ღვიძლი;
- თხის ყველი;
- მოხარშული ტკბილი კარტოფილი;
- სტაფილო.
თუთია

თუთია ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან მინერალად ითვლება. მისი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გულის დაავადებების რისკს ამცირებს, იცავს თვალებს და აუმჯობესებს იმუნიტეტს. კოვიდ19-ის დროს თუთია ბაქტერიული ინფექციის რისკსაც ამცირებს და ACE2 რეცეპტორის აქტიობასაც. მინერალი ფილტვის ქსოვილსაც იცავს. თუთია, შესაძლებელია, კოვიდ19-ის სამკურნალო დამატებით თერაპიას წარმოადგენდეს.
თუთიით მდიდარია:
- საქონლის ხორცი;
- შავი შოკოლადი;
- გოგრის თესლი;
- ოსპი;
- კაკალი.
ომეგა3-ის ცხიმოვანი მჟავა

ომეგა3-ის ცხიმოვან მჟავებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნიათ და სასარგებლოა თავის ტვინისა და გულის ჯანმრთელობისთვის. ის ეფექტურია რევმატოიდული ართრიტის დროსაც. კერძოდ, ეიკოსაპენტაენოინის მჟავა (EPA) და დოკოზაჰექსაენოინის მჟავა (DHA) კოვიდ19-ით ინფიცირებისას გამოჯანმრთელებაში გვეხმარებიან. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ანთებას ამცირებს, ამასთან „ციტოკინური შტორმისგანაც“(იმუნური სისტემის ჰიპერაქტიურობა, რომელსაც უარყოფითი სიმპომები ახლავს თან) გვიცავს.
ომეგა3-ით მდიდარი პროდუქტები:
ომეგა3-ით მდიდარი პროდუქტები D ვიტამინის კარგი წყაროაცაა.
- ცხიმიანი თევზი;
- ნიგოზი;
- ჩიას თესლი;
- სელის თესლი;
- სოია.
C ვიტამინი

C ვიტამინი იმუნიტეტს აძლიერებს და გვეხმარება კოვიდ19-ისგან გამოჯანმრთელებაში. ის პნევმონიისა და ბაქტერიული ინფექციის, მაგალითად, სეფსის საპროფილაქტიკოდაც მნიშვნელოვანია. (ზოგიერთი მეცნიერი ამ კუთხით მის გამოყენებას და ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს).
C ვიტამინის წყაროა:
- ციტრუსი;
- კივი;
- ყვავილოვანი კომბოსტო;
- კარტოფილი(კანიანად);
- დაკონსერვებული პომიდორი;
- ტკვილი წითელი წიწკა;
- პაპაია.