ყურძნის წვენი იმუნიტეტს აძლიერებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყურძნის წვენი იმუნიტეტს აძლიერებს

ფორთოხლის წვენს ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო სასმელად აღიარებენ, რადგან ის იმუნიტეტს აძლიერებს. მასში დიდი რაოდენობით C ვიტამინია და ის სავსეა ანტიოქსიდანტებით.

კვლევები აჩვენებს, რომ ინფექციებთან ბრძოლასა და ავადმყოფობის თავიდან აცილებაში, მხოლოდ ფორთოხლის წვენი არ გვეხმარება. ამ მხრივ, იისფერ ყურძნის წვენს გასაოცარი თვისებები გააჩნია, ის იმუნურ სისტემას აძლიერებს.

კვლევის ის მონაწილეები, რომლებიც ყოველდღიურად, 9 კვირის განმავლობაში კონკორდის ყურძნის წვენს( კონკორდი ვაზის წითელყურძნიანი ჯიშია) სვამდნენ, ინფექციებთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა მომატებული ჰქონდათ.

კვლევაში 85 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდნენ, მათ 9 კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 1½ ჭიქა ყურძნის წვენის მიღება მოუწიათ. როგორც კვლევის ბოლოს აღმოჩნდა, მათ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით სისხლში უფრო მეტი T უჯრედები ჰქონდათ.

T უჯრედები სისხლის თეთრ უჯრედებს განეკუთვნებიან, რომლებიც ინფექციებთან ბრძოლაში გვეხმარებიან. როგორც აღმოჩნდა, მათ რაოდენობას ყურძნის წვენი ზრდის. T უჯრედებს ძირითადად ფილტვებში, ნაწლავებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ვხვდებით. ისინი მას შემდეგ, რაც პათოგენს ამოიცნობენ, იმუნურ უჯრედებს ასტიმულირებენ, რათა ორგანიზმი დაიცვან.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ ყურძნის წვენის გასაოცარი უნარი-გაგვიძლიეროს იმუნიტეტი, მასში შემავალი პოლიფენოლების დამსახურებაა.

  • კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც ჰქონდა, მაგალითად, მონაწილეებს წითელი, ლუჯი და იისფერი შეფერილობის ხილის მირთმევა ეკრძალებოდათ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყურძენი დიდი რაოდნეობით შაქარს შეიცავს. ეს ბუნებრივი შაქარია, თუმცა მაინც საყურადღებოა მისი შემცველობა;
  • 1½ ჭიქა ყურძნის წვენი 217 კკლ-ია და მასში 53 გრამი შაქარია. ერთბაშად ამ რაოდენობის გლუკოზის მიღება კი, არ არის რეკომენდირებული;
  • 1½ ჭიქა ყურძნის წვენი შაქრის დღიური ნორმის, რასაც ამერიკის გულის ასოციაცია გვირჩევს, გაორმაგებულ დოზას შეიცავს;
  • ამასთან, წვენში ბუნებრივ ხილში არსებულ ბოჭკოებს არ არის.

პოლიფენოლებს შეიცავს ლურჯი და წითელი კენკროვანი ხილი, ყავა, შავი და მწვანე ჩაი, შოკოლადი, ქლიავი და სხვ.

იმუნიტეტის გაძლიერებისათვის აუცილებელია მოიწესრიგოთ ძილი, ივარჯიშოთ და თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს, ვინდაიდან სტრესი იმუნიტეტს ასუსტებს.