პრობიოტიკები ჩვენი ჯანმრთელობისთვის - კარგი იმუნიტეტი და ჯანსაღი კუჭ-ნაწლავი რომ გქონდეთ, რეგულარულად მიირთვით კეფირი და სასმელი იოგურტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობიოტიკები ჩვენი ჯანმრთელობისთვის - კარგი იმუნიტეტი და ჯანსაღი კუჭ-ნაწლავი რომ გქონდეთ, რეგულარულად მიირთვით კეფირი და სასმელი იოგურტი

როგორც მოგეხსენებათ, პრობიოტიკები ანუ „კარგი“ ბაქტერიები სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის და იმუნური სისტემისთვის. დღესდღეობით სასურსათო მაღაზიებში რამდენიმე სახის სასმელია ხელმისაწვდომი, რომლებიც პრობიოტიკებს შეიცავენ, ესენია:

რძის ნაწარმი

სასმელი იოგურტი და კეფირი პრობიოტიკებით არის გაჯერებული. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ კეფირს ანტიმიკრობული, სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტიკარცინოგენული და იმუნომოდულატორული მოქმედება აქვს. ამასთან, ლაქტოზის მონელებასაც აუმჯობესებს.

კომბუჩა

კომბუჩა ფერმენტირებული ჩაია, ის პრობიოტიკებით არის მდიდარი და იდიალური საკვებია მათთვის, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აწუხებთ. კომბუჩას ჩაის სოკოსაც უწოდებენ. ეს სასმელი საფუარს, ჩაის და შაქარს შეიცავს, აქვს ბოსტნეულის გემო.

ბურახი

ბურახი ფერმენტული პროდუქტია, ის წყლისა და ალაოსგან მზადდება. სასმელი უამრავ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს. ებრძვის დაღლილობასა და ავიტამინოზს.

ამასთან, ბაზარზე შეიძლება შევხვდეთ ქოქოსის კეფირს, ფერმენტულ ბოსტნეულის სასმელებს(მაგალითად, ჭარხლის წვენი), პრობიოტიკების შემცველი არომატიზირებული წყალი და აშ.

ახლა უფრო ვრცლად განვიხილოთ ის სასარგებლო თვისებები, რომლებიც პრობიოტიკებით მდიდარ სასმელ პროდუქტებს ახასიათებთ.

ნაწლავის ჯანმრთელობა

პრობიოტიკებით მდიდარი სასმელები ნაწლავის მუშაობას აუმჯობესებს, გევხმარება მონელებაში. მათი დახმარებით, აღიდგენთ ნაწლავის ჯანსაღ მიკრობიომს. თუ რეგულარულად მიირთმევთ, მაგალითად, კეფირს, აღარ შეგაწუხებთ შებერილობა, დიარეა, ყაბზობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და სხვ.

ინფექციები და ქრონიკული დაავადებები

პრობიოტიკები იმუნურ სისტემას აძლიერებენ, ფერმენტული პროდუქტებით კვების რაციონის გამდიდრება, ინფექციებთან ბრძოლაში გვეხმარება. პრობიოტიკები ეფექტურად გვიცავენ სოკოვანი და საშარდე გზების ინფექციებისაგან. მაგალითად, ჭარხლის ბურახი ანტიოქსიდანტებით არის მდიდარი და ნაღვლის ბუშტს ბუნებრივად წმენდს. ამასთანავე, ნაღვლის გადინებასა და ღვიძლის დეტოქსს უწყობს ხელს. პრობიოტიკებით მდიდარი პროდუქტები გრიპისგან, გაციებისა და კანის ინფექციებისგანაც გვიცავს. სასმელი ეფექტურია ჰიპერტენზიის დროსაც, ებრძვის ქოლესტერინის მაღალ დონეს და იცავს გულს.

ფსიქიკური პრობლემები

საჭმლის მომნელებელ სისტემას ხშირად „მეორე ტვინსაც“ უწოდებენ. ამასთან, ნევროლოგიური პრობლემების მიზეზი ხშირად კუჭ-ნაწლავიდან მოდის. საჭმლის მომნელებლ ტრაქტში ჯანსაღი მიკრობიომი და პრობიოტიკები ნეიროტრანსმიტერებისა და სხვა ნაერთების სინთეზს უზრუნველჰყოფს. ეს კი ჩვენს განწყობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება. ხშირად ანთებითი პროცესები შფოთვას, დეპრესიას და დაღლილობას იწვევს, ანთებასთან და შესაბამისად, აღნიშნულ სიმპტომებთან ბრძოლაში კი პრობიოტიკები გვეხმარებიან.

ალერგია

პრობიოტიკური საკვები ლაქტოზის აუტანლობით გამოწვეულ სიმპტომებს ამსუბუქებს და კვებით ალერგიას ამცირებს.

საკვები ნივთიერბები

პრობიოტიკებით მდიდარი სასმელი პროდუქტები ცილის, კალციუმის და ვიტამინ B12-ის კარგი წყაროა. მაგალითად, კეფირი და სასმელი იოგურტი უამრავ ჯანსაღ მინერალს, ცხიმებსა და ცილებს შეიცავს.