რატომ უნდა მივირთვათ შავი შოკოლადი - გემრიელი და თანაც სასარგებლო

ფლავონოიდების მაღალი შემცველობის წყალობით, შავ შოკოლადს ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია. გაითვალისწინეთ, რომ მასში კაკაოს შემცველობა 70% მაინც უნდა იყოს, რათა ის ჯანსაღად ჩაითვალოს.
შავი შოკოლადი გულის დაავადებებისაგან და რაც მთავარია, ინსულტისაგან გვიცავს
სხვადასხვა კვლევის მეტა-ანალიზით ირკვევა, რომ შავი შოკოლადი არტერიებს იცავს. კვირაში ერთხელ მისი მირთმევა 8%-ით ამცირებს არტერიების დახშობას. ამასთან, ისინი, ვინც რეგულარულად მიირთმევენ შოკოლადს, კორონარული დაავადებების განვითარების რისკი ნაკლებად ემუქრებათ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
შავ შოკოლადში შემავალი ფლავანოიდები სისხლში აზოტის ოქსიდის გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც სისხლძარღვბის მოდუნებასა და არტერიული წნევის დაქვეითებას უწყობს ხელს.
მეხსიერებას აუმჯობესებს
70%-იანი შავი შოკოლადი სასარგებლოა თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის. ის თავის ტვინის ნერვულ აქტიობას ასტიმულირებს, ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 48 გრამი შავი შოკოლადი თავის ტვინის ნეიროპლასტიკურობას ზრდის, რაც ტვინს ახალი სინაფსური კავშირების შექმნაში ეხმარება, შედეგად მეხსიერება, შემეცნება და განწყობა უმჯობესდება.
სისხლში შაქრის დონე და დიაბეტი
შავი შოკოლადი დიაბეტის საპრევენციოდ ნამდვილად არ არის კარგი საშუალება, თუმცა ის შესაძლებელია სისხლში გლუკოზის მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს.
მეცნიერების აზრით, ინსულინ რეზისტენტობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ოქსიდაციური სტრესია, რასაც ფლავანოიდებით მდიდარი შავი შოკოლადი ებრძვის.
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეები, რომლებიც არ მიირთმევდნენ შოკოლადს დიაბეტის განვითარების უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც კვირაში ერთხელ შავ შოკოლადს შეექცეოდნენ ხოლმე.
ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი და წონის კლება
იცოდით, რომ მცირე რაოდენობით შავი შოკოლადის მირთმევა ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ სისავსის შეგრძნებას გვანიჭებს, ამ დროს ჰორმონების საშუალებით ტვინს სიგნალს ეგზავნება, რომ დანაყრებულები ვართ.
საჭმლის მონელების დროს კი შავი შოკოლადი მოქმედებს, როგორც პრებიოტიკი, რაც ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების ზრდას უწყობს ხელს.
კანის ჯანმრთელობა
შავი შოკოლადი სპილენძს, რკინას, მაგნიუმსა და მანგანუმს შეიცავს, რაც კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მინერალებია.
მაგალითად, მანგანუმი კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. კოლაგენი პროტეინია, რომელიც კანს ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას უნარჩუნებს.
რამდენიმე კლვევა იმასაც მოწმობს, რომ შავი შოკოლადი მზის ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგანაც გვიცავს.
ქოლესტერინის დონე
როგორც აღმოჩნდა, შავი შოკოლადი სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის ანუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს ამცირებს, ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ანუ „კარგი“ ქოლესტერინის დონეს ზრდის.