როგორ ვიკვებოთ ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვიკვებოთ ზამთარში

ზამთარში კვება არაფრით განსხვავდება ზაფხულისაგან და რეკომენდებულია დღეში 3-5-ჯერ ჭამა მცირე ულუფებით. მაგიდასთან შიმშილის შეგრძნების დროს უნდა დავჯდეთ და არაა საჭირო ჭარბად მივიღოთ ცხიმიანი, კალორიული პროდუქტი გათბობის მიზნით. პირიქით, ამით ზედმეტი კილოგრამების დაგროვების რისკი იზირდება. ზამთრის პერიოდში, სიცივეში ჭარბობს აპათიური განწყობა და სპორტდარბაზის ნაცვლად დივანისკენ მიგვიწევს გული.

შედეგად ვიღებთ ჩაკეტილ წრეს. ზამთარში ვაგროვებთ ჭარბ კოლოგრამებს, გაზაფხულზე ვცდილობთ მისგან განთავისუფლებას. საკვები არ უნდა იყოს ძალიან ცხელი, რათა ორგანიზმა ბევრი ენერგია არ დახარჯოს მის გასაცივებლად. უმჯობესია შინ მომზადებული მოხარშული, ორთქლზე მოხარშული ან გამომცხვარი კერძები მივირთვათ.

ორგანიზმს ყველაფერი სჭირდება: ცხიმები, ცილები და ნახშირწყლები. თუმცა, ზამთარში ადამიანები ცხიმიან საკვებს ანიჭებენ უპირატესობას, ამიტომ ცილა ნაკლებადაა რაციონში. ცილა უნდა მივიღოთ თევზულის, ზღვის პროდუქტების, ფრინველის, უცხიმო ხორცის, ხაჭოს, კვერცხისა და ყველის საშუალებით.

არ უნდა დაგვავიწყდეს მცენრეული პროდუქტები: ცილას შეიცავს შვრია, წიწიბურა, ნიგოზი, პარკოსნები.

უმჯობესია ხორცზე ხშირად მივირთვათ თევზი და ფრინველის ხორცი. ცხიმიანი თევზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც თრგუნავს ანთებით პროცესებს ორგანიზმში და აქვეითებს დეპრესიის განვითარების რისკს.

ცხიმიანი თევზი ასევე შეიცავს ვიტამინს D.

აუცილებელია მეტი ვიტამინის მიღება, რომელსაც შეიცავს ხილი და ბოსტნეული.

ზამთარში ყველას სიამოვნებს ფინჯანი ჩაის და ტკბილეულის მირთმევა. ამის აკრძალვა არ ღირს. საკვები არა მარტო კალორიების წყაროა, არამედ ემოციური კმაყოფილებაც. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ტკბილეული დესერტია და არა ძირითადი კერძი. სასარგებლო ტკბილეულია გადაუმუშავებელი ჩირი: ანანასი, ვაშლი, ბანანი.

ალკოჰოლის მიღება ნებისმიერ შემთხვევაში არაა რეკომენდებული. ის მოსაზრებაც მცდარია, რომ ზამთარში, ზაფხულთან შედარებით ნაკლები წყალი გვჭირდება. ცივი ჰაერი აშრობს კანს, წყალი აუცილებელია ტენის დანაკლისის შესავსებად, საჭმლის მონელებისა და სისხლძარღვთა სისტემის მუშაობისთის. სასარგებლოა მცენარეული ჩაი, ხილის ან ჩირის უშაქრო კომპოტები.

ზამთრისა და ზაფხულის კვება განსხვავდება იმით, რომ ზამთარში უფრო მეტად ცხელი გვინდება, ზაფხულში კი ცივი და გამაგრილებელი. საკვებად შევარჩიოთ სეზონური პროდუქტები ვიტამინიების მაქსიმუმის მისაღებად, ზედმეტად არ ვჭამოთ, მოვამზადოთ სახლში, თერმულად რაც შეიძლება ნაკლებად დავამუშავოთ ხილი და ბოსტნეული, გავსინჯოთ ხმელთაშუა ზღვისა და სკანდინავიური სამზარეულო რეცეპტები - მეცნიერება კვების ამ მოდელებს უფრო ჯანსაღად მიიჩნევს.