მწვანე ჩაი აჩერებს იმ მოლეკულების მოქმედებას, რომლებიც კიბოს განვითარებას იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვანე ჩაი აჩერებს იმ მოლეკულების მოქმედებას, რომლებიც კიბოს განვითარებას იწვევს

მისი კომპონენტების გარკვეული თანაფარდობა კომპლექსურად ახდენს გავლენას ორგანიზმზე. ჩაი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს (15-30%), ეთერზეთებს (0,02%), ცილოვან ნივთიერებებს (16-25%), თავისუფალ ამინმჟავებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, პექტინურ ნივთიერებას, ნახშირწყლებს და ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია C და P ვიტამინებით და ხორბლის პურზე 25-ჯერ კალორიულია. ჩაის შემადგენლობაში შედის სპეციფიკური ნივთიერება - თეოტანინი, რომელსაც უნარი შესწევს, შებოჭოს და მოსპოს არა მარტო ლპობის გამომწვევი ბაქტერიები, არამედ უფრო სპეციფიკური მიკრობებიც, მათ შორის - დიზენტერიის, ტიფის, პარატიფის ჩხირები, ყვითელი და ოქროსფერი სტრეპტოკოკი.

მწვანე ჩაი აჩერებს იმ მოლეკულების მოქმედებას, რომლებიც კიბოს განვითარებას იწვევს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ვიტამინების უხვი შემცველობის წყალობით მწვანე ჩაი არეგულირებს წნევას, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ჩაის შემადგენლობაში შედის ჩაის კოფეინი - თეინი, რომელიც აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და თავის ტვინის ქერქს, ამაღლებს განწყობილებას, ხელს უწყობს აზროვნებას, ზრდის შრომის ნაყოფიერებას, სისხლის წარმოქმნას, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობას. ამ კუთხით ის განსაკუთრებით ეფექტურია ასაკოვანთა და ხანდაზმულთათვის.

საზოგადოდ კი კოფეინი ხელს უწყობს შარდის გამოყოფას, გამოაქვს შხამები, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ამაგრებს გულს. ჩაი ანტიმჟანგავი სასმელების ლიდერია. თავისუფალ რადიკალებს ის სამჯერ უფრო ეფექტურად ანეიტრალებს, ვიდრე ვაშლის წვენი. 2 ფინჯანი ჩაი=1 ჭიქა წითელ ღვინოს=7 ჭიქა ფორთოხლის წვენს=20 ჭიქა ვაშლის წვენს. მკვლევართა აზრით, ჩაის კატექინები წარმატებით კურნავს ჰემატურიას (მწვავე და ქრონიკული ნეფრიტები), ღვიძლის ქრონიკულ ანთებას.

მწვანე ჩაის შემადგენლობაში შემავალი ელემენტების აქტიური მონაწილეობა ნივთიერებათა ცვლაში ხელს უწყობს ისეთ დაავადებათა თავიდან აცილებას, როგორებიცაა სიმსუქნე, ნიკრისის ქარი, მარილების დაგროვება, ავიტამინოზი და სხვა.