ჭარხლის ფოთლები შეკრულობის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭარხლის ფოთლები შეკრულობის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა

ეს ძირხვენა ძალიან სასარგებლოა.ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ დაასაბუთეს ექიმებმა, რომ მრავალი ბოსტნეულის ფოთლოვანი ნაწილი, ბიოლოგიური ფასეულობით, ბევრად აღემატება მათსავე ფესურებს, რომელთა გამოც ისინი მოჰყავთ. მაგალითად, ჭარხლის ფოთლებში c ვიტამინი რამდენჯერმე მეტია, ვიდრე ფესვებში. ჭარხალში არის უ ვიტამინიც, რომელიც ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის მოშუშებას, ამცირებს და ანელებს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზულ ცვლილებებს.

ასკორბინისა და ფოლიუმის მჟავებთან ერთად ჭარხლის ფოთლები და ფესვები შეიცავს b1, b2, p, pp ვიტამინებს და ბევრ სხვა ღირებულ ნივთიერებას. ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რკინის, მაგნიუმის, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, კობალტის მარილები, რომლებიც ააქტიურებს სისხლწარმოქმნის პროცესს და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

არადა, რა უდიერად ვექცევით ჭარხლის ფოთლებს! დავთესავთ, რამდენიმე ხნის შემდეგ კი გამოვხშირავთ და ზედმეტ ამონაყარს ვყრით. ამ დროს უნდა შევაგროვოთ, დავარჩიოთ, დავრეცხოთ და საკვებად გამოვიყენოთ. ჭარხლის ფოთლების კერძები ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ანემია აწუხებს. ჭარხალი შეიცავს ბეტაინსაც, რომელიც უჯრედების საშენი მასალაა და არეგულირებს ცხიმოვან ცვლას. ამასთან, სითბური დამუშავებისას ბეტაინი არ იშლება. ის არსებითად ეხმარება ბავშვის ორგანიზმს, მთლიანად აითვისოს სხვა საკვები ნივთიერებები, განსაკუთრებით – ცხიმები. მომავალი დედებისთვის ეს ნივთიერება იმითაა სასარგებლო, რომ ოპტიმალურ დონეზე ინარჩუნებს სისხლის წნევას, ხელს უშლის მის აწევას.

ბეტაინი ქოლინის წარმოქმნაშიც მონაწილეობს. ქოლინი ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია მეხსიერების სრულფასოვანი ფუნქციობისთვის და, იმავდროულად, სასიკეთოდ მოქმედებს ღვიძლზე.

ჭარხლის ფოთლები შესანიშნავად ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას. უჯრედისის უხვი შემცველობის წყალობით ეს ძირხვენა შეკრულობის საწინააღმდეგო აღიარებული საშუალებაა.

ჭარხლის პექტინები კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს საკვების გადამუშავებისა და ათვისების პროცესზე, ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებას.

წაიკითხეთ სრულად