წვენების პროგრამა, რომელიც ქოლესტერინის დონეს შეგიმცირებთ

ცნობილი იმუნოლოგები და ბიოლოგები გვირჩევენ, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად (ასევე - ცელულიტის შესამცირებლადაც) ყოველდღიურ რაციონში შევიტანოთ გრეიპფრუტი და სხვა ციტრუსები, ასევე - მათი ახალგამოწურული წვენი. ძალიან ეფექტურია წვენების პროგრამა, რომელიც თავდაპირველად ცელულიტის საწინააღმდეგოდ იქნა შემუშავებული, მაგრამ შედეგებმა აჩვენა, რომ არანაკლებ ეფექტურია ქოლესტერინის მოსაწესრიგებლადაც:
1-ელი დღე: სტაფილოს წვენი - 130 გ, ნიახურის ფესვების წვენი - 75 გ;
მე-2 დღე: სტაფილოს წვენი - 100 გ; ჭარხლის წვენი - 70 გ (მიღებამდე 1,5-2 საათით გააჩერეთ მაცივარში); კიტრის წვენი - 70 გ;
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მე-3 დღე: სტაფილოს წვენი - 130 გ; ნიახურის წვენი - 80 გ; ვაშლის წვენი - 70 გ;
მე-4 დღე: სტაფილოს წვენი - 130 გ; კომბოსტოს წვენი - 50 გ;
მე-5 დღე: ფორთოხლის წვენი - 130 გ.
წვენების მიღების თანმიმდევრობის მკაცრად დაცვა საჭირო არ არის. ნებადართულია, ერთი მეორით შეცვალოთ. ერთი პირობა კი აუცილებლად უნდა დაიცვათ: წვენები აუცილებლად ახალი უნდა იყოს, 2-7 საათზე მეტხანს ნუ შეინახავთ, დალევამდე კი აუცილებლად შეანჯღრიეთ ჭურჭელი - ფსკერზე ილექება ხილისა და ბოსტნეულის რბილობი, რომელიც ორგანიზმისთვის საჭირო და სასარგებლოა.