მეცნიერებმა გამოარკვიეს, ნელა ჭამა როგორ გვიცავს სიმსუქნისაგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა გამოარკვიეს, ნელა ჭამა როგორ გვიცავს სიმსუქნისაგან

დაახლოებით ასი წლის წინ ამგვარი სტრატეგიის პროპაგანდა დაიწყეს ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად. ნელა ჭამის ეფექტი სიმსუქნის პროფილაქტიკის მეთოდან დამტკიცდა სამეცნიერო კვლევებით.

ცნობილია, რომ თავისთავად სკავების ღეჭვის პროცესი ორგანიზმს საკვების გადამუშასავებისა და ათვისებისათვის ენერგიის ჭარბად დახარჯვას აიძულებს, რაც ჩვეულებრივ შეიგძნება ჭამის შემდეგ სხეულში სითბოს მოზღვავებით. ამ პროცესს ეწოდება დიეტ-ინდუცირებული თერმოგენეზი.

იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სწრაფად ჭამასთან შედარებით საკვების ნელი ყლაპვა ზრდის დიეტ-ინდუცირებულ თერმოგენეზს და აძლიერებს მუცლის ღრუს ორგანოების სისხლის მიმოქცევას.

ამ ეფექტის მიზეზების დასადგენად, მეცნიერებმა ჩაატაეს ექსპერიმენტი სამ სხვადასხვა დღეს. პირველ, საკონტროლო დღეს, მათ მოხალისეებს სთოვეს თანაბრად, ყოველ 30 წამში, გადაეყლაპათ კაკაოს გემოს სასმელი, რომლის მოცულობაც შეადგენდა 20 მლ. თხევადი საკვები არჩეული იქნა ექსპერიმენტის სიზუსტისათვის, რათა გამორიცხული ყოფილიყო შედეგებზე საკვების ლუკმის ზომის გავლენა. მეორე დღეს მონაწილეებს სთხოვეს დაეყოვნებინათ პირში სასმელის თითოეული ყლუპი 30 წამის განმავლობაში მისი გემოს შესაგძნობად და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეყლაპათ. ხოლო მესამე დღეს მონაწილეებს არა მარტო უნდა დაეყოვნებინათ პურში სასმელი 30 წმ-ის განმავლობაში, არამედ უნდა გაეკეთებინათ ღეჭვის იმიტაცია.

მკლვევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჭამის დროს ორგანიზმის მიერ დახარჯული ენერგია მით მეტია, რაც უფრო დიდ ხანს არის პირში საკვები და შესაბამისად, რაც უფრო მეტ ხანს ხდება მისი დაღეჭვა და გემოს რეცეპტორებზე ზემოქმედება. ხანგრძლივი ღეჭვა და პირში საკვების გემოს შეგრძნება იწვევს სისხლის მოდინებას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოებისკენ და ასტიმულირებს ნაწლავის ზედა ნაწილის მოტორიკას, რაც გარდა სხვა ყველაფრისა, ხელს უწყობს საკვების ნორმალურ მონელებას.

ამგვარად, ნელა, აუჩქარებლად ჭამის, საკვების კარგად დაღეჭვის და თითოეული ლუკმის გემოს შეგრძნებისას, მცირდება ჭარბი წონის, სიმსუქნის, მეტაბოლური სინდრომისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების განვითარების რისკი.